x
image
მანჩო 777
უცნაური წერილი, რომელიც მამაკაცმა მიტოვებული ქალისაგან მიიღო
ცხოვრება რომ მოულოდნელობებითაა სავსე, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ხშირად ვგეგმავთ რაიმეს, თუმცა ეს სულაც არ გვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში. ადამიანებმა კარგად იციან, რომ ბედისწერის ბორბლის უკუღმა დაბრუნება შეუძლებელია და როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, აქ უკვე მოულოდნელობების სრული კალეიდოსკოპი გველოდება.


image


მინდა მოგითხროთ ერთ საინტერესო, უცნაურ, სახალისო შემთხვევაზე, რომელიც ერთ ინგლისელ მამაკაცსა და მის იტალიელ საყვარელს შორის მოხდა:


მრავალი წლის განმავლობაში ერთ სოლიდურ, ცოლიან, შეძლებულ ინგლისელ მამაკაცს იტალიელი ქალი ჰყავდა საყვარლად. ერთხელაც ქალმა მამაკაცს გამოუცხადა, რომ ორსულადაა და ბავშვს ელოდება მისგან. კაცი საგონებელში ჩავარდა: მას არ უნდოდა არც რეპუტაციის შელახვა და არც ოჯახის მიტოვება, ამიტომ ქალს შესთავაზა, რომ დაბრუნებულიყო იტალიაში და იქ გაეჩინა ბავშვი, ხოლო კაცი მას საკმაოდ სოლიდურ თანხას გაუგზავნიდა. უიღბლო ლოველასი საყვარელს შეპირდა, რომ შემდეგაც ყოველთვიურად გაუგზავნიდა გარკვეულ თანხას, სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს არ მიაღწევდა.



ქალი დაფიქრდა და თანხმობა განაცხადა. შემდეგ მან ჰკითხა მამაკაცს, თუ როგორ ეცნობებინა მისთვის ბავშვის დაბადება კონფიდენციალურად, ისე, რომ ვინმეს რაიმე ეჭვი არ აეღო. მამაკაცმა უთხრა, რომ ბავშვის დაბადებისთანავე ქალს უნდა გამოეგზავნა ბარათი ერთადერთი სიტყვით: "სპაგეტი''. შეთანხმება მიღწეული იქნა, საყვარლები ერთმანეთს დაშორდნენ, ქალი იტალიაში გაემგზავრა.


ამ ამბიდან გავიდა თითქმის ცხრა თვე. ერთხელ, როცა საღამო ხანს მამაკაცი სამსახურიდან დაბრუნდა, მას ცოლი შეეგება და უთხრა:

" - ძვირფასო, შენს სახელზე რაღაც უცნაური ბარათი მოვიდა".

" - საინტერესოა. აბა, მაჩვენე, " -უპასუხა მას ქმარმა.

დახედა თუ არა ბარათს მამაკაცმა, ერთბაშად გაფითრდა და გრძობამიხდილი დაეცა ძირს. შეშინებული ცოლი მას დასახმარებლად მივარდა.

უცნაური ბარათი კი იატაკზე ეგდო. აი, რა ეწერა მასში: "სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი. მათგან სამი გუფთებით, ხოლო ორი მის გარეშე. გთხოვ, გაცილებით მეტი სოუსი გამომიგზავნო".

4
1389
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1389
  
2015, 16 ოქტომბერი, 20:52
:D:D:D:D:D მაგარი ქალია
2015, 9 სექტემბერი, 21:11
გამარჯობა, მე ქრისტინა მქვია:D:D
2015, 9 სექტემბერი, 17:35
ეგრე მოგიხდებათ კაცებს...უპატრონეთ მერე ხუთ სპაგეტს :DDD
2015, 9 სექტემბერი, 11:07
:D:D
0 1 4