x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ არის მაუსის კურსორი დახრილი

imageერთ-ერთმა კომპიუტერის აქტიურმა მომხმარებელმა დაუსვა კომპანია StackExchange-ს, რომლებიც IT სფეროსთან დაკავშირებით, თითქმის ყველა შეკითხვას პასუხობენ.

საქმე ისაა, რომ მაუსის გამომგონებელმა დუგლას ენგელბარტმა, კურსორი გამოსახა ვერტიკალურად ზევით მიმართული, მისი აზრით
ეს იყო საუკეთესო ვარიანტი, ამავდროულად ოერაციული სისტემის გრაფიკული რეალიზება მაგდროისათვის შეძლო კომპანია
xerox-მა, უფრო კონკრეტულად კი Palo Alto Research Center-მა(კვლევითი სამეცნიერო დაწესებულება).


პირველი კომპიუტერი გრაფიკული გამოსახულებით აღწერილი იყო დოკუმენტში 1981 წელს.
image
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დროის მონიტორის ძალიან დაბალი გაფართოების გამო პიქსელების კრებული საჭირო ზომის კურსორის ვერტიკალურად გამოსახვის საშუალებას არ იძლეოდა, ინჟინერებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად გადაწყვიტეს კურსორი დაეხარათ, ისე რომ მისი ერთი კიდე ვერტიკალური ყოფილიყო, ხოლო მეორე 45 გრადუსით გადახრილი.


იმისდა მიუხედავად, რომ ამ ფაქტის შემდეგ გავიდა 30 წელზე მეტი და შეიქმნა ულტრა მაღალი გაფართოების მონიტორები, მაუსის გამოსახვის ტრადიცია მაინც იგივე დარჩა.


0
209
3-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0