x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გვარდიოლამ პედრო ალმადოვარი უარით გაისტუმრა

image"ბარსელონას"ისტორიაში ახალი დრო დადგა.გუნდმა უნდა ისწავლოს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის გარეშე ცხოვრება.სწორედ ცხოვრება, რადგან უკვე დიდი ხანია კატალონიაში ფეხბურთი უბრალო თამაში აღარ არის.ის უკვე ცხოვრების ნაწილი გახდა.ამიტომაც აქვს დღეს ყველა კატალონიელს ისეთი განცდა თითქოს სახლიდან ოჯახის ახლობელი მიდის.მართალია მე ესპანელი არ ვარ, მაგრამ დიდი ხანია "ბარსას" გულშემატკივარი ვარ და მინდა რამდენიმე უცნობი დეტალები მოგიყვეთ ამ დიდი ფეხბურთელის, დიდი მწვრთნელის და უბრალოდ კარგი ადამიანის შესახებ.

6 წლის იყო, როდესაც "ბარსას" სკაუტებმა შეამჩნიეს და 22 წლის უკვე გუნდის კაპიტანი გახდა.ცნობილ ესპანელ რეჟისორს პედრო ალმადოვარს ძალიან მოსწონდა მისი ტიპაჟი და ფილმში გადასაღებად რამდენჯერმე მიიწვია, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.გვარდიოლა თანდათან კატალონიელთა კერპად გადაიქცა.მხოლოდ მას ჰქონდა გუნდში ყვირილის უფლება."ნოუ-კამპი" მას ასე უმღეროდა:"შენ ხარ ჩვენი გული, შენ ხარ ჩვენი ყველაფერი".როდესაც პეპმა "ბარსელონა" დატოვა, მოგვიანებით კატალონიაში იმ დღეს "ტირილის დღე" დაარქვეს.

მე არ მოვყვები იმ ტიტულების ჩამოთვლას, რომელიც "ბლაუგრანამ" მოიპოვა პეპის თავკაცობით.ესე საკმაოდ დიდი სია გამომივა.უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს კატალონიაში ისევ ტირილის დღეა.გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ უყვართ ღირსეული ადამიანები.პირადად მე ყველაზე ძალიან ერთი პლაკატი მომეწონა წარწერით:"დღეს დავკარგეთ არა მწვრთნელი, არამედ გული."

არ ვიცი "ბარსას" რა ბედი ელის, გააგრძელებს თუ არა ისეთ დონის თამაშს, რომელიც დღემდე მსოფლიოს აღაფრთოვანებს, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მომენტრება "ბარსას" განუყოფელი, ელეგანტური და უსიმპათიურესი ხოსეპ გვარდიოლა.....მალე დაგვიბრუნდი პეპ......

4
246
3-ს მოსწონს
ავტორი:კაპარჩხანა
კაპარჩხანა
246
  
2012, 3 ივნისი, 17:40
თქვა,მაგრამ შეიძლება კი,შეიძლება არაო
2012, 3 ივნისი, 17:15
ახდებაა ნახე თუ არა თვითონ თქვა
2012, 3 ივნისი, 17:02
ნეტა ახდებოდეს შენი სიტყვები
2012, 3 ივნისი, 16:16
არსად წავა მომავალ წელს მოვა გელით პეეეეეეეეპ
0 1 4