x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
სათვალთვალო ვებ-კამერები

imageერთი გაზეთის თანახმად, ახლახან გერმანიის პოლიციამ დააკავა ერთი მამაკაცი, რომელსაც ბრალი ედებოდა იმაში, რომ არაერთი გოგონას ოთახს მათივე ვებ-კამერებით უთვალთვალებდა. როგორც პოლიცია იტყობინება, ამ ჰაკერმა გატეხა ერთ-ერთი მომხმარებლის პაროლი, რომელიც ადვილი გამოსაცნობი იყო, და მისი საშუალებით მოიპოვა საკონტაქტო ინფორმაცია სხვა ადამიანების შესახებ. პოლიცია ეჭვობს, რომ ჰაკერმა ამ მომხმარებლის სახელით გაუგზავნა მისივე მეგობარ გოგონებს ვირუსი, რომელიც „სქრინსეივერით“ იყო შენიღბული. ჰაკერს ნებისმიერ დროს თავისი კომპიუტერიდან შეეძლო ამ მომხმარებლის მეგობრების კომპიუტერების მართვა და მათი ვებ-კამერების გამოყენება. როდესაც მისი სახლი გაჩხრიკეს, მას აღმოაჩნდა სამი მილიონი სურათი; ამავდროულად, „ის კომპიუტერის ვებ-კამერით უთვალთვალებდა 80 გოგონას, რომლებმაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ“ (Aachener Zeitung).

2
350
3-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
350
  
2012, 25 მაისი, 17:40
რავი რა უნდოდა ტიტლიკანებს უყურებდა ალბათ :)
2012, 25 მაისი, 17:38
რა უნდოდა იმათგან?
0 1 2