x
image
Guns N Roses
რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობს.. ამერიკა ვარაუდობს, რომ რუსეთის ქმედებები სირიაში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს

image
რუსეთში საჰაერო ძალების წვრთნები მიმდინარეობს. მანევრები ასტრახანის რეგიონში იმართება.
ბომბდამშენების, მოიერიშეებისა და საბრძოლო ვერტმფრენების პილოტები წერტოლოვანი დარტყმების განხორციელებასა და სხვა საბრძოლო უნარების დახვეწაში ვარჯიშობენ.
წვრთნებისას სამხედროებმა ასევე ანტისარაკეტო სისტემები და S 300 ტიპის საზენიტო კომპლექსებიც გამოსცადეს.



აქვე ავღნიშნავ, რომ ამერიკა ვარაუდობს, რომ რუსეთის ქმედებები სირიაში კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაურეკა და სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობის გაზრდის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხა.
ჯონ კერიმ სერგეი ლავროვთან შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ რუსეთი შესაძლოა სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდეს მხარს.
კერის თქმით, თუ ეს ინფორმაცია მართალია, რუსეთის ასეთმა ქმედებებმა შესაძლოა სირიაში კონფლიქტის ესკალაცია, მშვიდობიანი მცხოვრებლების სიკვდილი და დევნილთა ნაკადის გაზრდა გამოიწვიოს.
ინფორმაცია დამასკოსთან სამხედრო ბაზაზე რუსული თვითმფრინავების ყოფნის შესახებ რამდენიმე დღის წინ ისრაელის და თურქეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
ისინი წერდნენ, რომ ეს რუსული თვითმფრინავები ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსძალების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში უნდა ჩაერთვნენ.



0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0