x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ერთი უბრალო შეტყობინება მსოფლიოს" ჩინეთის და რუსეთის ლიდერები გვერდი-გვერდ!
რას ნიშნავდა ეს დიდი შეკრება, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო...


image


ჩინეთის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მეორე მსოფლიოს ომის დასრულებიდან

70-ე წელი, გიგანტური სამხედრო აღლუმით აღნიშნა.



image


ჩინეთის ყველაზე ახალი იარაღების აღლუმში მონაწილეობას იღებდა როგორც

ჩინეთის პრეზიდენტი, ასევე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც!

როგორც წყარო იუწყება, ჩინეთის პრეზიდენტს მარჯვნივ ვლადიმერ პუტინი მისდევდა, ხოლო მარცხნივ სამხრეთ ამერიკის და ცენტრალური აფრიკის რამოდენიმე

ქვეყნის ლიდერები, რომლებიც არიან ჩინეთის მოკავშირეები.


image


ამ ლიდერებს შორის იყვნენ ასევე ეგვიპტის და სუდანის ლიდერებიც, რომლებიც

არც ისე კარგი ავტორიტეტებით სარგებლობენ საკუთარ ქვეყნებში. ჩინეთში

შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შორის, არ ჩანდა არცერთი ლიდერი დასავლეთიდან!


image




შეიარაღებული ძალების რაოდენობა მცირდება 300 000-ით!


ჩინეთის პრეზიდენტმა, ხი ჟინპინგმა, განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიარაღებული

ძალების რაოდენობა შემცირდება 300 000-ით!


image


ხი ჟინპინგმა შეიარაღებული ძალების შემცირების მიზეზებთან დაკავშირებით

არ ისაუბრა, მაგრამ დასძინა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება მშვიდობიანი

სახელმწიფო ყველა ქვეყნისთვის.


image


პრეზიდენტის გამოსვლასთან ერთად, 12 000 კაცმა ერთდროულად დაიწყო

აღლუმის სიარული, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 12 000 კაციან აღლუმში

2000-მდე რუსი ჯარისკაციც იმყოფებოდა.


image





იარაღი, რომელიც აშშ-ს საზღვაო ძალებსაც კი შიშის ზარს ცემს!


მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩინეთის დემოკრატიულმა

რესპუბლიკამ თავდაცვის ბიუჯეტი საკმაოდ გააძლიერა. აღლუმზე თვალსაჩინად

გამოიყურებოდნენ: ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული ქობინები, ყველაზე

მოწინავე ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, სარადარო სისტემები,

ავიაგამანდგურებლები და ვერტმფრენები.


image


პირველად ნაჩვენებ იარაღებს შორის, ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიყურებოდა

DF-21D რაკეტები, რომლებიც ავიამზიდების მოსისხლე მტრებად ითვლებიან....

წყნარი ოკეანის დაკვირვების ცენტრის თანახმად, აშშ-ს სამხედრო დომინანტობას

საფრთხეს ზუსტად ეს გამანადგურებელი DF-21D-ის რაკეტები უქმნის!


image




იაპონიას არანაირად არ ემტერებიან!


ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში იაპონიის მიერ განადგურებული ჩინეთი, არანაირ შურისძიებას არ იძიებს იაპონიისგან!


image




"ობამას ტური ალასკაში და ჩინური სიურპრიზი!"


პენტაგონის განცხადებით, გუშინ ბერინგის ზღვაზე ჩინეთის სამხედრო ძალების

ავიამზიდი დაფიქსირდა.


image


გასაკვირვი ფაქტი ის არის, რომ მოვლენა განვითარდა ზუსტად იმ დროს, როდესაც

აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 3 დღიან ტურზე იმყოფებოდა ალასკაში.


image


პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის, ჯეფ დევისის განცხადებით

ბერინგის ზღვაზე პირველად დაფიქსირდა ჩინური ავიამზიდი. ხოლო

ჩინურ პრესაში ამ მოვლენასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ჰქონია

ადგილი.


image



მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 70 წლის აღნიშვნაზე, პრესკონფერენციების

შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი და ვლადიმერ პუტინი საკმაოდ კარგ ხასითზე

გამოიყურებოდნენ.


image


ვლადიმერ პუტინის განცხადება:


"ჩინეთი არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ეს უკვე უხეში ნათქვამი გამოდის! ჩინეთი

ჩვენი მეგობარია და ეს მუდამ ასე იქნება, ამაში ცვლილების შეტანა პირდაპირ

შეუძლებელია! ჩვენ როგორც უდიდესი სახელმწიფოების მფლობელები, ასევე ვიქნებით

უდიდესი მეგობრობის მატარებლებიც, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერ გასაჭირში

დაუზოგავად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით! ვაშა რუსეთს! ვაშა ჩინეთს!"

- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













0
1432
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0