x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სიბერე
დაბერება უნივერსალური და გარდაუვალი პროცესია, ის განსხვავებულად მიმდინარეობს თითოეული ინდივიდისთვის. ასაკში აღმოცენდება სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ მისი მიზეზი ყოველთვის არ გახლავთ დაბერების ბიოლოგიური პროცესი. ადამიანის ცხოვრების წესი, გადატანილი სტრესი, გავლენას ახდენს დაბერების პროცესზე. გვიან მოზრდილობაში, რომელიც მოიცავს 60 და 60+ წლებს, ადამიანის ორგანიზმი განიცდის კარდინალურ ცვლილებებს. ეს ცვლილებები აისახება როგორც ადამიანის გარეგნობაზე ასევე ჯანმრთელობაზე, ძვლოვან და კუნთურ სისტემაზე, გრძნობის ორგანოებზე..

სიბერე

I გარეგნობა- ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, თმა ჭაღარავდება, კანი შრება.

II გრძნობის ორგანოები - როგორც წესი სუსტდება, მაგრამ ეს ცვლილება არაა დამახასიათებელი ყველა გვიანი მოზრედილობის ასაკში მყოფი ადამიანისათვის.


*სმენა-მისი დაქვეითება უფრო მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. განსაკუთერებით მცირდება მგრძნობელობა მაღალი ტონების მიმართ. სმენის დაქვეითება შეიძლება ადამიანის ჩაკეტილობისა და ეჭვაანობის მიზეზი გახდეს.

*მხედველობა-ასაკოვან ადამიანებს უქვეითდებათ მხედველობის სიმახვილე, რაც აისახება პატარა დეტალების გარჩევის უნარში.

*გემო და ყნოსვა- ყნოსვის მგრძნობელობა საკმაოდ ეცემა. გემოს შეგრძნება კი თითქმის არ იცვლება. კარგად შეიგრძნობენ სიტკბოს, მწარის შეგრძნება კი მცირდება.

III კუნთური და ძვლოვანი სისტემა - ძვლოვანი სისტემა ხდება მყიფე, მცირდება ადამიანის წონა, სიმაღლე იკლებს 3-5 სმ-ით. ასევე მცირდება ფიზიკური ძალა და გამძლეობა. მცირდება კუნთური მასაც.

IV შინაგანი ორგანოები და ქრონიკული დაავადებები - გული, ფილტვები და სხვა შინაგანი ორგანოები განიცდიან ცვლილებებს. ასაკოვნებს უჭირთ ადაპტაცია სიცივისა და სიცხის მიმართ. აწუხებთ ართრიტი(ქრონიკული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ტკივილს შებოჭილობას, შეშუპებას და მათში მოძრაობის შზღუდვას), ჰიპერტონია(პათოლოგია, რომელიც არტერიული წნევის მყარი მატებითაა განპირობებული), მხედველობის და სმენის დაქვეითება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. გტამოყოფენ ასაკოვანი ადამიოანის გარდაცვალების 3 ძირითად მიზეზს ესენია : ინსულტი, ონკოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.

V კვება - სუსტი ჯანმრთელობის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს არასაკმარისი ან არაჯანსაღი კვება. ასაკოვან ადამიანებს თითქმის იმავე რაოდენობის ვიტამინები და სხვა კვებითი ნივთიერებები ესაჭიროებათ რაც ახალგაზრდობაში.


გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სიბერეს!


0
233
2-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ხარაშვილი
თეონა ხარაშვილი
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0