x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
რატომ საყვედურობენ თიკა ფაცაციას

imageპროფესიით დიპლომატი, მაგრამ შოუბიზნესში მოღვაწე თიკა ფაცაცია თავის თავზე საუბრობს. თიკამ ბევრგან ცადა თავისი თავი, იყო მოდელი, მომღერალი და ახლა უკვე შოუების წამყვანი. მართალია თიკა სიმღერას არ ანებებს თავს, მაგრამ აშკარაა რომ მას შოუების წაყვანაც ძალიან კარგად გამოსდის. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თიკას შემცვლელი არ ჰყავს ნიჭიერში, მასზე კარგად ვერავინ წაიყვანს შოუს. თიკას ორი ვაჟი ჰყავს, 12 წლის ანდრია და 1 წლის იოანე.

თიკა ცხოვრებაშიც ისეთივე ემოციურია როგორც ნიჭიერში, ის ხშირად ტირის ფილმების ყურების დროს, ძალიან მალე უჩუყდება ხოლმე გული. თიკას თქმით ნიჭიერი ყველაზე მაგარი შოუა ქართულ ტელესივრცეში, ეს ის შოუა რომლითაც ხალხი ცხოვრობს და როდის მოვა ორშაბათი ერთი სული აქვთო. თიკა ფაცაცია 17 წლის ასაკში გათხოვდა თავისზე 20 წლით უფროს მამაკაცზე, რომელიც ძალიან უყვარს. როგორც თავად ამბობს ის თავიდან უფრო გრძნობდა ასაკობრივ სხვაობს, ეხლა თითქოს დაეწია თავის მეუღლეს ასაკით.

უკვე 13 წელია კარგი და ტკბილი ოჯახი აქვთ ცხოვრობენ ისე, როგორც ჩვეულებრივი წყვილი ხან კამათობენ ხან არა. ამ ბოლო დროს ისეთი დატვირთული რეჟიმი აქვს ცოტა არ იყოს მეუღლე გაუბრაზდა კიდეც, რადგან აქამდე ბავშვებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ქმრის აზრით. როგორც თიკა ამბობს ის თავს უვლის ისე, როგორც ბევრი ქალი, ზოგჯერ დადის სალონებში და ზოგჯერ სახლის პირობებშიც ახერხებს კარგ ფორმაში ყოფნას.

0
296
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0