x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
სხეულის ენა
image

ადამიანებისათვის მუდმივად სასურველი რჩებოდა შემდეგი საკითხები : გაეგოთ რას ფიქრობენ სხვები, გამოეჭირათ ისინი ტყუილში და ა.შ.

სხეულის ენა სწორედ ამ ყველაფრის საშუალებას გვაძლევს . რა თქმა უნდა, შეუძლებელია მხოლოდ სხეულის ენით იმსჯელო ადამიანზე, როდესაც მას კარგად არ იცნობ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში ის გვეხმარება.

სერიოზული დაინტერესება ამ მეცნიერებით მე-20 საუკუნეში დაიწყო, თუმცა პირველი ადამიანი, რომლის ყურადღებაც ამ თემამ მიიპყრო იყო ფრენსის ბეკონი. ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე. მან 1605 წელს გამოაქვეყნა გარკვეული ნაშრომები. შემდეგ იყო ალბერტ ბერბაინი, რომელმაც თავისი ნაშრომები 1971 წელს გამოაქვეყნა .მისი აზრით კომუნიკაციისას ყურადღება ინტონაციას, სიტყვებს და სხეულის ენას ექცევა. საჭიროა, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგონაში არ მოდიოდეს.


მეცნიერების მიერ ამ საკითხით დაინტერესების მიზეზი მარტივად გასაგებია. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ადამიანი კომუნიკაციისას 80%-მდე არავერბალურ საშუალებებს იყენებს. ერთი შეხედვით ეს თითქოს დიდი რიცხია, მაგრამ თუ დავფიქრდებით არც ისე . ჩვენ ხშირად თანხმობის ან უარყოფის შემთხვევაში თავს ვიქნევთ, ადამიენებს სასურველ ქმედებებს ხელით ვანიშნეთ და ა.შ.

სხეულის ენის შესწავლისას გასათვალისწინებელია კულტურათშორისი განსხვავებები მიუხედავად იმისა, რომ ის დაბადებიდან ყალიბდება, გარემო პირობები მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს, ის რაც ზოგიერთ ყვეყანაში მიღებულია, შეიძლება სხვაგან ცუდ ტონად ითვლებოდეს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ თვალებით კონტაქტი ან თუნდაც ფიზიკური შეხება .


სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს :


1)ემბლემები - მაგალითად თავის გაქნევა უარის ნიშნად


2) ილუსტრატორები – ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ: ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას.


3)გრძნობის მაჩვენებლები – სახის მეშვეობით ხდება ემოციების გამოხატვა


4)რეგულატორები – მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს.მაგალითად საუბრიუსას თავის დაქნევა, მზერის მიპყრობა


5)ადაპტორები – ხშირად ისენი ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ და ადამინის რამე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურებიან.



სხეულის ენას განსაკუთრებით ის ადამიენბი აკვირდებიან, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობა ხშირად უწევს და მათი მანიპულირება ან მათი გამოცნობა სჭირდება. ხშირად ცნობილი ადამიანები ფსიქოლოგების "მსხვერპლნი" ხდებიან ხოლმე. მაგალითად პოლიტიკოსები, როდესაც ერთმანეთს ესალმებიან ითვლება, რომ დაქვემდებარებული არის ის ვისაც მაჯა ხელის ჩამორთმევისას უფრო დაბლა აქვს. ძალაუფლების დემონსტრირებად ითვლება აგრეთვე მაგიდაზე ორივე ხელით დაყრდნობა. მუშტებით საუბარი, ხელების გადაჭდობაც უპირატესი პოზიციის გამოხატვად ითვლება.

განზრახვის დაფარვად ითვლება, როდესაც ხდება ტუჩების დაფარვა და თითებით ნიკაპზე შეხება, ასევე როდესაც ადამიანი მაგიდაზე იდაყვებითაა დაყრდნობილი და ისე აქვს ხელები გადაჯვარედინებული.


ორჭოფობის ნიშანია პირის დაფარვა და ცხვირტან ხელის შეხება, ასევე თვალის გუგების შევიწროვება, ზედმეტი ყურადღებით მოსმენა.


კრიტიკულ დაფიქრებაზე მიანიშნებს სათვალის დროებით მოხსნა, ნიკაპთან რაიმე ნივთის შეხება.შეკრული მუშტებით ნიკაპზე დაყრდნობა


დაფიქრებულობის მინანიშნებელია ერთი ხელით მაგიდაზე დაყრდნობა და მეორე ხელით ლოყაზე შეხება . ასევე ხელის თითებით ცხვირის დაფარვა და დაბლა ყურება.


ჩამონათვალი ძალიან შეიძლება გაგრძელდეს, აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი ქმედებები მუდმივად ერთსა და იმავეზე არ მეტყველებენ. შეიძლება ადამიანს რაიმე აწუხებდეს, არაკომფორულად იყოს და მსგავს ქცევებს იმიტომ ანხორციელებდეს. სხეულის ენის წასაკითხად ყველაზე კარგია თუ ადამიანს დიდხანს ვიცნობთ და თანაც დაკვირვებულები ვართ .






0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბოჭორიძე
ანა ბოჭორიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0