x
image
natia.a
რა უნდა შევამოწმოთ, როცა ბოთლით წყალს ვყიდულობთ - ეს უნდა ვიცოდეთ!
image
რას აქცევთ ყურადღებას ბოთლით წყლით ყიდვისას? ალბათ ძირითადად იმას, რომ ბოთლი ან ხუფი არ იყოს დაზიანებული. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.


პლასტიკის ბოთლის ეტიკეტზე ყოველთვის არის წარწერა, რომელი ტიპის პლასტმასისგან არის დამზადებული ტარა. და ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია! ნებისმიერი პლასტიკი ბოთლის შიგთავსში გამოყოფს მეტ-ნაკლებად საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს.


ნებისმიერი ბოთლი შეიცავს სურათზე მოცემული ნიშნებიდან რომელიმეს. ქვემოთ კი განვიხილავთ რომელი ნიშანი რაზე მიუთითებს.


image




PET ან PETE


ეს არის პოლიეთილენ ტელეფტალატისგან შექმნილი, ერთჯერადი ბოთლები. მათ შეუძლიათ სითხეში გამოყონ მძიმე მეტალები და ნივთიერებები, რომლებიც ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე მოქმედებს.


PET პლასტმასის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტიპია. მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ იგი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებუსთვისაა განკუთვნილი. თუ ამგვარ ბოთლში მეორადად ჩაასხამთ წყალს, მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენს ორგანიზმში მოხვდება ზოგიერთი სახის ტუტე ელემენტები და დიდი რაოდენობით ბაქტერია, რომლებიც განსაკუთრებით ეტანებიან PET -ს.


HDP ან HDPE


ეს არის ძალიან კარგი პლასტიკი, რომელიც პრაქტიკულად არანაირ საშიშ ნივთიერებას არ გამოყოფს. სპეციალისტები გვირჩეენ, სწორედ ამ ტიპის პლასტიკით ვიყიდოთ წყალი, თუ ეს შესაძლებელია. იგი უსაფრთხოა და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა: ამგვარი პლასტიკი თითქმის მთლიანად გადამუშავდება.


ეს არის მაგარი ტიპის პლასტიკი, რომელიც უმეტესად გამოიყენება რძის, სათამაშოების, სარეცხი საშუალებების შესანახად და ზოგიერთი პლასტმასის პაკეტის საწარმოებლად.


PVC ან VВ


ამ მასალისგან დამზადებული ბოთლი გამოყოფს ყველაზე ცოტა ორ საშიშ ქიმიკატს, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.


ეს არის რბილი, დრეკადი პლასტიკი, რომელიც, ჩვეულებრივ გამოიყენება ზეთისა და საბავშვო სათამაშოების შესანახად. მისგან აკეთებენ ასევე ბლისტერის შესაფუთ მასალას, რომელიც უამრავი სამომხმარებლო საქონლისთვის გამოიყენება. მასვე იყენებენ კომპიუტერის სადენების შესაფუთად და სანტექნიკაში სხვადასხვა დეტალის დასამზადებლად.


PVC შედარებით მედეგია მზის პირდაპირი სხივებისა და ამინდის მიმართ, ამიტომ მისგან ხშირად აკეთებენ ფანჯრის ჩარჩოებს და ეზოს შლანგებს. თუმცა ექსპერტები გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი ყიდვისგან, თუ გვაქვს ალტერნატიული ვარიანტი.



LDPE


ეს პლასტიკი გამოიყენება ბოთლებისა და პლასტმასის პაკეტების წარმოებაში. იგი არ გამოყოფს ქიმიურ ნივთერებებს წყალში, რომელიც მისგან დამზადებულ ტარაში ინახება.


მაგრამ უსაფრთოხა იგი მხოლოდ წყლის ტარად გამოყენების შემთხვევაში. სხვა პროდუქტები მისგან დამზადებულ პაკეტებში უმჯობესია არ შევიძინოთ, რადგან მასში მოთავსებულ საკვებ პროდუქტებთან ერთად შეიძლება გულისათვის საკმაოდ საშიში ქიმიური ნივთიერებებიც "მივირთვათ".


PP


ამ პლასტიკს აქვს თეთრი შეფერილობა ან ნახევრად გამჭირვალე ტონები. გამოიყენება სიროფებისა და იოგურტების შესაფუთად.


პოლიპროპილენი საინტერესოა მისი თერმომედეგობის გამო: გაცხელებისას არ იშლება და შედარებით უსაფრთხოა.


PS


ხშირად გამოიყენება ყავის პლასტმასის ჭიქებისა და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად. თუმცა გაცხელებისას გამოყოფს საშიშ ქიმიურ შენაერთებს.


პოლისტიროლი - ეს არის პლასტიკის შედარებით იაფი და საკმაოდ გამძლე სახეობა, რომელიც არ გამოიყენება ცხელი საკვებისა და სასმელის შესანახად.


PC ანუ პლასტმასი სპეციალური ნიშნის გარეშე


ეს არის პლასტმასის ყველაზე საშიში სახეობა. გამოიყენება წყლის ბოთლებისა და საკვები პროდუქტების კონტეინერების საწარმოებლად.


საკვებისა და წყლის პოლიკარბონატისგან წარმოებულ ტარაში შენახვა კატეგორიულად არ შეიძლება: იგი გამოყოფს ბისფენოლ А-ს, ნივთიერებას, რომელიც აზიანებს თქვენს ენდოკრინულ სისტემას, ხელს უშლის ჰორმონ ესტროგენის გამომუშავებას.


და კიდევ ერთი რჩევა: როცა ეს შესაძლებელია, შეიძინეთ სასმელი მინის ტარაში - ეს ყველაზე უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.


0
5126
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0