x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
რა არის „ისლამური სახელმწიფო" და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?

imageრა არის ისლამური სახელმწიფო, რომელმაც ადამიანები საკუთარი ქვეყნებიდან დევნილებად აქცია, რომელსაც უკანმოუხედავად გაურბიან, რომელსაც ვერაფერს აკლებს ევროპა და ამერიკა და რომლის ტერორის ქვეშაცაა დღეს მთელი მსოფლიო.

რა არის ISIS?
Islamic State of Iraq and Syria (ISIS) ანუ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო ეს არის სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც, ჯერ კიდევ 1999 წელს ჩამოყალიბდა.
მისი ლიდერების განცხადებით, 2003 წელს ერაყში ჯორჯ ბუშის შეჭრამ მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ, და ბიძგი მისცა მათ კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე.

ის 2004 წელს ალ-ქაიდას შეუერთდა, 2006 წლიდან კი, უკვე როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია ისე "მოღვაწეობს".

ისინი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მეთაურობით ერაყში, სირიაში, ლიბიაში, ნიგერიასა და იემენში, მათ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე, ავრცელებენ ჯიჰადიზმის, ვაჰაბიზმისა და სალაფიზმის იდეოლოგიას.

დღეს ISIS მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი, უსასტიკესი და მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა, მას ნელ-ნელა ემატება მოკავშირეები დასავლეთთან საბრძოლველად.

მათ თავისი სისასტიკით, გავლენის სფეროთი და სიმდიდრით უკან მოიტოვეს ალ-ქაიდა და დასავლეთის ყველაზე ძლიერ მტრად იქცნენ.

ისლამური სახელმწიფო ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისგან განსხვავდება ორგანიზების ხარისხითაც.

მას ჰყავს მმართველობა, აქვთ სათაო შტაბბინა, დე-ფაქტო დედაქალაქი, სირიაში, ქალაქ მოსულში .

ისინი აგროვებენ გადასახადს, ამუშავებენ მაღაზიებსა და საცხობებს, ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევენ. ასევე აწარმოებენ სასამართლო მოსმენებს, მართავენ საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ სამსახურებს. მისი წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.

რას აკეთებენ ისინი?

მათ შექმნეს საკუთარი წესები.

ამ ახალი წესების მიხედვით, მუსლიმებს აქვთ უფლება, 9 წლის გოგონებთან იქორწინონ და არასრულწლოვანი მონა ქალები ჰყავდეთ. პლაკატებში ისლამისტები მოუწოდებენ ქალაქის მცხოვრებლებს, გაუგზავნონ თავიანთი გასათხოვარი ქალიშვილები მებრძოლებს, რათა გოგონებმა "სექს-ჯიჰადში საკუთარი მოვალეობა" აღასრულონ. თუ რომელიმე მშობელი უარს იტყვის ამაზე და არ დამორჩილდება წესებს, მას შარიათის კანონებით სასჯელი ელის, რაც სიკვდილით დასჯას ნიშნავს.

ტერორისტებმა ასევე გამოაცხადეს წესების სია, რომელთა შორის არის ნებართვა ისლამისტი მამაკაცებისთვის, სქესობრივი კავშირი დაამყარონ ისეთ გოგონებთანაც, რომლებსაც არ მიუღწევიათ სქესობრივი სიმწიფისთვის.
მათ გახსნეს მონათა ბაზრები, სადაც ახალგაზრდა გოგონებსა და ბიჭებს ვაზნების ფასადაც კი ყიდიან. ისინი დაუნდობლად ძალადობენ ახალგაზრდა ქალებზე. იტაცებენ მცირეწლოვან ბავშვებს და მათ ჯიჰადის სასტიკ მებრძოლებად ზრდიან.

ეს ყველაფერი არ არის.

ISIS-ის წევრები დაუნდობლად ანადგურებენ მსოფლიო კულტურულ და რელიგიურ ძეგლებსაც. 2000 წლის ტაძარი პალმირიაში (სირია) მათი ერთ-ერთი ბოლო „მსხვერპლია“.

მათ უძველესი ნაგებობა მიწასთან გაასწორეს და ამის ამსახველი ფოტოები თვითონვე გამოაქვეყნეს ინტერნეტში.
იუნესკომ მათი მოქმედებები „ომის დანაშაულად“ დააკვალიფიცირა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის კვლავ გაეგრძელებინათ ვანდალური მოქმედებები.

ისინი მოქმედებენ ომის ყველა კანონის დარღვევით. თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. მოსახლეობა გაურბის მათ, სიცოცხლის რისკის ფასად ტოვებს საკუთარ სახლებსა და მიწებს. ისინი თავს ესხმიან ჟურნალისტებს.

ერაყის ჩრდილოერთ ნაწილში მცხოვრების ქურთების განცხადებით, ISIS-მა მათზე თავდასხმისას ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა.

მათ სამუდამოდ შეცვალეს ახლო აღმოსავლეთის რუკა და მისი წინანდელი საზღვრების აღდეგენა უკვე შეუძლებელია.

რას აკეთებს საერთაშორისო საზოგადოება?

სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება უძლურია. აღმოსავლეთიდან გამოქცეული მიგრანტთა ტალღები განუწყვეტლად აწყდება ევროპას თავშესაფრის ძიებაში, მაგრამ ევროპა მზად არ არის მათ მისაღებად და უმძიმეს პირობებში მგზავრობის შემდეგ ლტოლვილებს დიდხანს უწევთ ლოდინი თავშესაფრისა თუ საკვების მოლოდინში. ევროპული ქვეყნების ლიდერები სპეციალურ საბჭოს ქმნიან, რათა ამ პრობლემის გადაჭრის გზები დასახონ.

რაც შეეხება ამერიკას, მათ ჯერაც არ შეუმუშავებიათ ტერორისტულ დაჯგუფებასთან ბრძოლის რეალური სტრატეგია.

რა მოგველის ჩვენ?

ბოლო პერიოდში ისალმური სახელმწიფო აქტიურად უტევს კავკასიას, მათ სურთ ჩეჩნეთისა და ჩრდილო-კავკასიის სხვა ქვეყნების "გათავისუფლება" და უფრო და უფრო მეტ იდეურ მოკავშირეს პოულობენ. ახალგაზრდები საკუთარი ნებით ერთდებიან ISIS-ს „დიადი მიზნებისათვის" საბრძოლველად.

საუბედუროდ, ამ ტალღის მიღმა არც საქართველო დარჩა. რამდენიმე თვის წინ პანკისის ხეობიდან 2 ახალგზარდა წავიდა რომ ისლამურ სახელმწიფოს შეერთებოდა, მათი მოძებნა და დაბრუნება უკვე შეუძლებელია.

ისლამური სახელმწიფოს სასტიკი ქმედებები უკვე შეუქცევადია, მსოფლიოს სამოქმედო გეგმა არ აქვს, ISIS კი კვლავ აგრძელებს ძალაუფლების მოხვეჭას.

4
959
8-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
959
  
2015, 4 სექტემბერი, 21:44
როგორ მომეწონა სტატია,მადლობა ამ ინფორმაციისათვის,ასე ამბობენ თუ ერთ ურწმუნოს ანუ არამუსულნანს მოკლავს პირი მას უფლება აქვს სიკვდილისას მის 70 ნათესავს კარი გაუღოს სამოთხეში.და ეს სექს ჯიჰადი მეორენაირად მუტა ჰქვია მაგას საზიზღრობაა პედოფილიაა,ინცესტია გულისამრეცია
2015, 4 სექტემბერი, 14:22
ფაქტი საშინელებაა, სტატია - ერთ-ერთი საუკეთესო.
2015, 4 სექტემბერი, 14:11
ჩემი აზრით ძალიან კარგი და ინფორმატიული სტატიაა.... ყოჩაღ ავტორს...( გავაზიარე)
2015, 4 სექტემბერი, 13:06
რაც იქ, ეგრეთწოდებულ ისლამურ სახელმწიფოშიდა თუნდაც უკრაინაში ხდება კონტროლირებადი ქმედებებია და ამას ჩვენი მეგობარი ქვეყანა ამერიკა აკონტროლება ჩვენს დიდ მტერ რუსეთთან ერთად!!
ნავთობმანია შეიძლება ეწოდოს მას!!
0 1 4