x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დავალებამ, რომელიც ამ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა, ინტერნეტი დაიპყრო

image
იტალიელმა მასწავლებელმა, ჩეზარე კატამ, რომელიც საზღვაო ქალაქის, ფერმოს სკოლაში - Polo Scolastico Paritario Don Bosco-ში ასწავლის, მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგებზე 15 პუნქტიანი დავალება მისცა.

ეს დავალება სოციალურ ქსელშიც მოხვდა და ათობით ათასი მოწონება დაიმსახურა.


1. ისეირნეთ დილაობით მარტომ ზღვის სანაპიროზე. უყურეთ როგორ აციმციმდება მზე წყლის ზედაპირზე და იფიქრეთ იმაზე, რაც ყველაზე მეტად გაბედნიერებთ ამ ცხოვრებაში.

2. ეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვები, რომლებიც ამ წელს ვისწავლეთ. რაც უფრო მეტის თქმას შეძლებთ, მით უფრო საინტერესოდ იფიქრებთ. ხოლო რაც უფრო საინტერესოდ იფიქრებთ, მით მეტად თავისუფალი იქნებით.

3. იკითხეთ! ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. მაგრამ არა იმიტომ, რომ იძულებული ხართ. იკითხეთ, იმიტომ, რომ ზაფხული ოცნებებსა და თავგადასავლებს აღვიძებს, კითხვა კი - გაფრენასავითაა. იკითხეთ, რადგან ეს ამბოხის საუკეთესო ფორმაა (წასაკითხი წიგნის არჩევაში რჩევა თუ დაგჭირდათ, ჩემთან მოდით).

4. თავი აარიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის უარყოფითი ემოციები და სიცარიელის განცდა მოაქვს (საგნებს, სიტუაციებს, ადამიანებს). ეძებეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებსაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ.

5. თუ დარდიანი და შეშინებული ხართ, არ იღელვოთ: ზაფხულმა, ისევე, როგორც ყველა სასიამოვნო რამემ, შეიძლება სული თავისთავად ააფორიაქოს. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ როგორ გრძნობთ თავს (სექსტემბერში კი, თუ სურვილი გექნებათ, ერთად წავიკითხოთ).

6. იცეკვეთ და ნურაფრის შეგრცხვებათ. სადაც გსურთ - გინდ საცეკვაო მოედანზე, გინდ სრულიად მარტომ, თქვენსავე საძინებელში. ზაფხული თვითონ ცეკვაა და სულელური იქნებოდა მასში მონაწილეობას თუ არ მიიღებდით.

7. თუნდაც ერთხელ შეხვდით მზის ამოსვლას. ჩუმად იდექით და ღრმად ისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და იგრძენით მადლიერება.

8. ხშირად დაკავდით სპორტით.

9. თუ შეხვდით ვინმეს, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით მას ეს რაც შეიძლება ლამაზად და დამაჯერებლად. არ შეგეშინდეთ, რომ ვერ გაგიგებენ. თუ მასთან არაფერი გამოგივათ, ესე იგი ეს თქვენი ბედი არ არის. ხოლო თუ გაგიგებენ და იგივე გრძნობით გიპასუხებენ, ზაფხულს ერთად გაატარებთ და ეს ოქროს დრო იქნება. (წარუმატებლობის შემთხვევაშიდაუბრუნდით პუნქტ 8-ს).

10. გადაიკითხეთ ხოლმე ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: შეადარეთ ის, რასაც ჩვენ ვწერდით იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

11. იყავით ისეთივე ბედნიერი, როგორც მზის შუქი, და ისეთივე თავისუფალი და მოუხელთებელი, როგორიც ზღვაა.

12. ძალიან გთხოვთ, ნურავის გალანძღავთ და შეაგინებთ. იყავით ზრდილობიანები და კეთილნი.

13. უყურეთ კარგ ფილმებს, ღრმა ემოციური დიალოგებით (კარგი იქნება ინგლისურ ენაზე), რათა ერთდროულად გაიუმჯობესოთ ინგლისურის ცოდნა და გრძნობისა და ოცნების უნარიც განივითაროთ. დაე კინო თქვენთვის არ დასრულდეს ფინალურ ტიტრებთან ერთად, განიცადეთ იგი ისევ და ისევ.

14. ზააფხული - მაგიაა. დილის მზის შუქზე და ზაფხულის ცხელ საღამოებზე იოცნებეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი ცხოვრება. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, რათა არასოდეს დაყაროთ ფარხმალი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.

15. იყავით კეთილნი.

1
1109
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1109
  
2015, 4 სექტემბერი, 22:07
ეს არა მარტო მოსწავლის გასათვალისწინებელია
0 1 1