x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
დისნეის საუკეთესო მულტფილმები
imageამ სტატიაში მინდა გავიხსენოთ 90_იანი წლების 10 საუკეთესო მულტფილმი. რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ პატარებში. იყო დრო, როცა ამ მულტფილმებზე ვგიჯდებოდით, ვაფანატებდით, ჭკუა გვეკეტებოდა, ვაღმერთებდით, დღეში 1000-ჯერ რო გვენახა მაინც არ მოგვბეზრდებოდა. ჩემი აზრით დღევანდელ თაობას არ აქვს ესეთი ბედნიერება, იმიტომ რომ დღესდღეობით ვეღარ, ან აღარ იღებენ ისეთ მულტფილმებს, როგორიც ჩვენს ბავშვობაში იყო. ალბათ დამეთანხმებით.


1. მეფე ლომი

imageფილმის შესახებ: მის აღმატებულება დიდებულ მეფე-ლომს მუფასას მემკვიდრე შეეძინა სახელად სიმბა. ჯერ კიდევ ბავშვობაში ცნობისმოყვარე ბოკვერი ხდება შურიანი ბიძის შრამის ინტრიგის მსხვერპლი. რომელიც ძალაუფლებაზე ოცნებობს. სიმბა შეიგრძნობს დაკარგვის სიმწარეს, მიხვდება რა არის ღალატი და გაჭირვება. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ნამდვილ ერთგულ მეგობრებს შეიძენს და გულისსწორსაც შეხვდება. მძიმე ბრძოლით ის დაიბრუნებს იმას რაც მას კანონით ეკუთვნის - თავის სამეფო ტახტს.



imageimage








2. ბალტო

image

ფილმის შესახებ: ნახევრად ლაიკა, ნახევრად მგელი, ბალტომ თვითონაც არ იცის ვინ არის სინამდვილეში. ყველასგან განდევნილი მაწანწალა ალიასკას ყინულის უდაბნოში. მხოლოდ მისი მეგობრები რუსული პოლარული ბატი ბორისი, დათვის ბელები მაკი და ლაკი და ლამაზმანი-ლაიკა ჯენა დარწმუნებულები არიან, რომ იმის მიუხედავად, რომ ის ყველასგან განირჩევა, მის გულში კეთილი გული ძგერს. ერთხელაც უბედურება დატრიალდება. დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა, პატარა დასახლებაში ბავშვებს შორის. თოვლის ქარიშხალმა კი შეუძლებელი გახადა გზებზე გადაადგილება. მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ წამლის მოტანა და მათი გადარჩენა... მაგრამ ძაღლები დაიკარგნენ გაყინულ სივრცეში... ეხლა მხოლოდ ბალტოს შეიძლია დაკარგულების პოვნა და ბავშვების გადარჩენა, თან გმირი და ნამდვილი ლეგენდა გახდეს!..

image

image













3. პოკაჰონტასი

image

ფილმის შესახებ: მთავარი გმირი- ჯონ სმიტი გემით ევროპიდან მიემგზავრება. კაპიტნის განცხადებით, ეკიპაჟი ბედნიერებასთან, წარმატებასთან და დიდებასთან შესახვედრად მიემგზავრება. თავად კაპიტანი მზადაა ოქრო მოიპოვოს. ამერიკაში კი ინდიელები ცხოვრობენ და ზღაპარიც პრინცესა პოკაჰონტასზე მოგვითხრობს.

image











imageimage













4. ფიფქია და შვიდი ჯუჯა

imageფილმის შესახებ: ჯადოსნური სარკის მეშვეობით ბოროტი დედინაცვალი იგებს, რომ ფიფქია ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზია. გაბოროტებული მისი მოკვლის ბრძანებას გასცემს. თუმცა ფიფქიას ბედი არ გასწირავს და ტყეში შემთხვევით გადარჩენილი ჯუჯებს შეეკედლება, რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრები გახდებიან.


imageimage










5. ჯუნგლების წინგი

imageფილმის შესახებ: მგლების მიერ გაზრდლი ბავშვი, მაუგლი, ცხოველების გადაწყვეტილებით უნდა დაბრუნდეს ადამიანთა სამყაროში, რათა არ მოხვდეს კაცი ჭამია ვეფხვის, შერ ჰანის, თათებში. პანტერა ბაგირასთან ერთად მაუგლი გაუდგება გზას, სახიფათო თავგადასავლების შესახვედრად. იგი დაუმეგობრდება დათვს ბალუს, მას მოიტაცებენ მაიმუნები, გახდება გველი კას- ტყვე და კიდევ მრავალი და საინტერესო რამ გადახდება თავს მამაც ბიჭუნას...





imageimage












6. ალადინი

imageფილმის შესახებ: ალადინი, მხიარული ქურდბაცაცა ოქროს გულით. უბრალოდ ცხოვრობს და იცის რომ მალე დიდებული თავგადასავალი ელის. მხოლოდ მისი მეშვეობიდ შეძლებს ჯაფარი ჯადოსნური ლამპარის მოპოვებას, რომელშიც სასწაულმოქმედი ჯინია გამომწყვდეული... და მხოლოდ ალადინი და მისი მეგობრები - მაუმუნი აბუ, პრინცესა ჯასმინი და თავად ჯინი შეძლებენ ჯაფარს ძალაუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალონ.








imageimage















7. პიტერ პენი

imageფილმის შესახებ: ვოლთ დისნეი ნევერლენდის ჯადოსნურ ქვეყანაში გვეპატიჟება. იქ გასაოცარი ბიჭი ცხოვრობს, რომელსაც შეუძლია ფრენა და უარს ამბობს გაზრდაზე. ეს მხიარული და მამაცი პიტერ პენია.

image














8. მულანი

imageფილმის შესახებ: ძლიერი ერისთვის რთული დრო დადგა. ქვეყანას თავს დაესხა მეომარი გუნების ტომი. მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მულანი შეურთდება სხვა მებრძოლებს და სახიფათო მოგზაურობაში წავა. მას თან მიყვება სასაცილო დრაკონი მუშუ, რომელიც უფრო პატარა ძაღლს გავს, ვიდრე მითიურ არსებას. საიდუმლოს შენახვისას ისინი სასაცილო სიტუაციებში ხვდებიან და ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მათი საიდუმლო მალე გაიხსნება..




imageimage











9. ბემბი

imageფილმის შესახებ: ერთ მშვენიერ დილას, გაზაფხულის მზით გამთბარ მინდორზე პატარა ირემი იბადება. მის სანახავად ტყის ყველა ბინადარი მოდის.პატარას ბემბის არქმევენ...

image















10. 101 დალმატინელი

imageფილმის შესახებ: დალმატინელი ჯიშის ლეკვები ბოროტმა კრუელამ გაიტაცა, რათა მათი ტყავისგან მოდური სამოსი შეიკეროს..

image

2
1673
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1673
  
2012, 27 აგვისტო, 12:13
მეც და ეხლაც მიყვარს
2012, 24 მაისი, 22:54
აქედან ყველა მიყვარდა და დიდი სიამოვნებით ვუყურებდი
0 1 2