x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოზარდის თვითშეფასება და მე-კონცეფცია

მნიშვნელოვანი ცვლილება მოზარდისპიროვნული განვითარების თვალსაზრისით არის მე-კონცეფციისა და თვითშეფასების განვითარება.მე-კონცეფცია ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე. მე-კონცეფციის ფორმირება იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში, მაგრამ ბევრი ფსიქოლოგის აზრით, მე-კონცეფციის სრული ფორმირება შესაძლებელია, მხოლოდ ფორმალური ოპერაციების სტადიაზე( ამ სტადიაზე იწყებს მოზარდი ფიქრს საკუთარ პიროვნებაზე). ის იწყებს სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას: რა უნარები გამაჩნია? ჭკვიანი ვარ? მომხიბვლელი ვარ საპირისპირო სქესისთვის? მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოზარდი ახდენს საკუთარ თავზე წარმოდგენის ფორმირებას. მე-კონცეფცია შეიძლება განიცდიდეს ცვლილებას სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ოლპორტის აზრით, ინდივიდუალობა ეს არის არა საბოლოო შედეგი, არამედ უშუალოდ მიმდინარე პროცესი. მას გააჩნია როგორც სტაბილური, ასევე მუდმივად ცვლადი ნიშნები. რ. სტრენგმა გამოყო ”მე”-ს 4 ასპექტი:ზოგადი მე-კონცეფცია - მოზარდის წარმოდგენა საკუთარ პიროვნებაზე, უნა­რებზე, სტატუსზე და სოციალურ როლებზე. დროებითი მე-კონცეფცია - დამოკიდებულია პიროვნების გუნება-განწყო­ბი­ლებაზე, სიტუაციაზე, განცდებზე. მაგალითად, თუ მოზარდმა გამოცდაზე მიიღო დაბალი შეფასება, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ სულელია, რაც გამოიწვევს თვითშეფასების დაქვეითებას. სოციალური ”მე” - მოზარდის მოსაზრება, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. თუ მოზარდი ფიქრობს, რომ სხვები თვლიან, რომ ის სულელია, ის საკუთარ თავზე ნეგატიურად იფიქრებს. იდეალური მე - როგორი უნდა მოზარდს რომ იყოს. ეს წარმოდგენა შეიძლება იყოს რეალისტური, დაქვეითებული ან გადაჭარბებული. დაქვეითებული იდეა­ლური ”მე’’ ხელს უშლის მიღწევებს. გადაჭარბებულმა იდეალურმა ”მე”-მ კი შეიძლება გამოიწვიოს ფრუსტრაცია და თვითშეფასების დაწევა. რეალისტური იდეალური მე-კონცეფცია ხელს უწყობს საკუთარი თავის მიღებას, ფსიქიკურ ჯამრთელობას და რეალისტური მიზნების მიღწევას. მოზარდის პიროვნების განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას - თვითშემაცნების კომპონენტი, რომელიც შეიცავს ცოდნას და შეფასებას პიროვნების ფიზიკური მახასიათებლების, უნარების, ზნეობრივი თვისებების და ქცევის. თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, თუ რამდენადთვლის მოზარდი საკუთარ თავს - მნიშვნელოვან, ნიჭიერ, წარმატებულ და ღირსეულ პირობნებად.თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის ფსიქიკური ჯამრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სწავლა და პროფესიის არჩევა. მისი ჩამოყალიბება ხდება ბავშვის აქტიობისა და პიროვნებათშორისი ურთიერთობის პროცეში. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადექვატური, დაბალი და მაღალი. ადევატური თვითშეფასების მქონე მოზარდები არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თვითკრიტიკულები; აქვთ მაღალი საზოგადოებრივი და პიროვნული სტატუსი, ფართე შემეცნებითი ინტერესები, მაღალი აკადემიური მოსწრება.მაღალი თვითშეფასების მქონე მოზარდებს ხშირად აქვთ შეზღუდული შემეცნებითი ინტერესები და ძირითად მიმათულნი არიან ღარიბი შინაარსის მქონე ურთიერთობებზე.დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები კი მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.თვითშეფასების მახასიათებლები თავს იჩენს მოზარდის ქცევაში. დაბალი თვითშეფასების დროს, მოზარდი მიისწრაფის მარტივი ამოცანების გადაწყვეტისკენ, რაც აფერხებს მათ განვითარებას. მაღალი (გადაჭარბებული) თვითშეფასებისას (რაც ამ ასაკში იშვიათია), მოზარდი გადააფასებს თავის შესაძლებლობებს და ცდილობს იმ ამოცანების გადაჭრას, რაც მას არ ხელეწიფება. მოზარდი, თვითშეფასების ფორმირებისას ყურადღებას ამახვილებს: აკადემიურ მოსწრებაზე, გარეგნობაზე, ფიზიკურ ძალაზე, ქცევაზე და სოციალური აღიარებაზე. მოზარდობის ასაკში გოგონებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, ვიდრე ბიჭებს, ვინაიდან მათი თვითშეფასება ძირითადად დაკავშირებულია მათი გარეგნობის შეფასებასთან. იდენტობის და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ოჯახს და სკოლას უმნი­შვნელოვანესი როლი აკისრია. მშობლები და პედაგოგები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს. მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე მშობლები და პედაგოგები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ პიროვნებად. გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ, ანუ თანატოლებთან.მოზარდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა და მათი აზრი. ყოველი მოზარდი ოცნებობს ნამდვილ მეგობარზე, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდოს. მეგობარში ის ეძებს მსგავსებას, მიღებას, გაგებას. შეიძლება ვთქვათ, რომ მეგობარი მოზარდობის ასაკში ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, აქვთ სურვილი ჰყავდეთ ერთადერთი ერთგული მეგობარი და მეორეს მხრივ, - ხშირად იცვლიან მეგობრებს. მოზარდები არ პატიობენ მეგობარს ღალატს. მოზარდები ურთიერთობისას თანატოლებთან შედარებას აკეთებენ და ამის საფუძველზე აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ქცევას. შეფასებისას, მოზარდები აქცენტს აკეთებენ გარეგნობასა და იმ პიროვნულ თვისებებზე, რაც პოპულარობას უწყობს ხელს. მოზარდების იერი (ვარცხნილობა, ჩაცმულობა) ხშირად უფროსებში გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდები სწორედ უფროსებისგან განსხვავებულ ჩაცმის სტილს ირჩევენ, რითაც პროტესტს უცხადებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს, იმავდროულად, ჩაცმის სტილით გამოხატავენ გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნილობას. იგივე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი მოზარდთა სუბკულტურას წარმოადგენს.მოზარდებისთვის დამახასიათებელია “მოზრდილობის“ გრძნობის ჩამოყალიბება. ამიტომ, ისინი ხშირად ბაძავენ უფროსებს - ეწევიან, სვამენ, ახდენენ მოზრდილთა ურთიერთობების კოპირებას.. მოზარდი საკუთარ თავს თვლის მოზრდილად და ითხოვს ადექვატურ მოპყრობას. ამავე დროს სულაც არ აწუხებს, რომ ითხოვს გაცილებით მეტ უფლებას, ვიდრე ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა გამოიხატება იმაშიც, რომ ის უარს ამბობს კონტროლზე და დახმარებაზე. მოზარდისგან ხშირად შეიძლება გავივონოთ: “მე ყველაფერი ვიცი”.

image

0
406
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ციქურიშვილი
მარიამ ციქურიშვილი
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0