x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჯადოსნური ნიღაბი, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ ნაოჭებსა და გამონაყარს

სარკეში ჩახედვისას ხვდებით, რომ თქვენი კანი ძველებურად აღარ გამოიყურება? წვეულებაზე მიდიხართ და რამდენიმე დღით ადრე სახეზე გამონაყარი შენიშნეთ? უამრავი ფული გადაიხადეთ ძვირიან მაზებსა და ნიღბებში, თუმც შედეგი არ გაქვთ? მაშინ ყურარდღებით წიკითხეთ სტატია, დაამზადეთ ნიღაბი ქვემოთ მოცემული მითითების მიხედვით და საოცარი შედეგის მიღების შემდეგ მიხვდებით, რომ მიზნის მისაღწევად არც დიდი დრო დაგჭირდათ და არც უსაშველო თანხა.imageგაფრთხილება: ვინაიდან ნიღბის ძირითადი ინგრედიენტი თაფლია, მისი გამოყენება არ შეიძლება ალერგიის ან სახეზე გაფართობელი სისხლძარღვების პირობებში. ამიტომ სანამ მას სახეზე წაისვამდეთ, შეიზილეთ მაჯაზე და ოდნავი სიწითლისა და ქავილის შემთხვევაში, მოერიდეთ მოხმარებას.

პირველყოვლისა ჩამოვწერ ნიღბის თითოეულ შემადგენელ ნაწილს და მოკლედ განვმარტავ რა სარგებლობა მოაქვს ყველა მათგანს კანისათვის.
თაფლი
თაფლი სასრგებლო ნივთიერებების და ვიტამინების წყაროა. ის შეუცვლელია საშინაო კოსმეტიკის მომზადებისთვის. ნიღბების მომზადებისთვის აუცილებელია გამოიყენოთ ნატურალური თაფლი. თაფლი საუკეთესოდ წმენდს და ასწორებს კანს, აძლევს მას ბრწყინვალებას. ამის გარდა, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მავნე ბაქტერიების გამრავლებას და აქვთ სამკურნალო ეფექტი. imageკვერცხის გული
თაფლის მსგავსად კვერცხის გულიც ის ინგრედიენტია, რომელსაც ამ კოსმეტოლოგიაში ბადალი არ ჰყავს. ის შესანიშნავია, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები კვებავს უჯრედებს, ხელს უშლის კანის გამოშრობას, ხსნის გაღიზიანებას, აცხრობს ანთებას, ებრძვის წვრილ ნაოჭებს და აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი. მისი წყალობით კანი გლუვი და დრეკადი ხდება.imageასპირინი
თუ ზემოთჩამოთვლილი ინგრედიენტები ნაოჭებს ებრძოდნენ, ასპირინისგან დამზადებული ნიღბები პირდაპირ მიმართულია გამონაყარის ჩაქრობისკენ და ასევე ასპირინი პირდაპირი გზით მკურნალობს და აქრობს გამონაყარის გამომწვევ მიზეზს. imageA ვიტამინი (რეტინოლი)
აუცილებელია სახის კანისთვის. დადასტურებულია, რომ A ვიტამინი აფერხებს კანის დაბერების პროცესს. მისი ნაკლებობისას ძლიერდება კანის გარქოვანება, კანი შრება, ვითარდება ნაოჭები.imageმომზადების წესი:
ერთი კვერცხი გავტეხოთ, გამოვყოთ ცალკე გული. დავამატოთ ორი ჩაის კოვზი თაფლი (სასურველია ნატურალური). შემდეგ ცალკე თეფშზე დავდოთ ასპირინი, დავასხათ 5 წვეთი A ვიტამინი, რომ დალბება დავჭყლიტოთ და შევურიოთ წინასწარ მომზადებულ კვერცხის გულისა და თაფლის ნარევს. ჯადოსნური ნიღაბი მზად არის.
გაიჩერეთ სახეზე 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ ნელ-თბილი წყლით.image

0
10490
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
10490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0