x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ტიტანიკის" აღმოჩენიდან 30 წელი გავიდა-ჩაძირული გემის პირველი ფოტოები
image1985 წლის 1-2 სექტემბერს 00 საათზე და 48 წუთზე, "არგოს" წყალქვეშა მონიტორზე გამოჩნდა წყალქვეშა უზარმაზარი ჩრდილი.მეცნიერებმა დაინახეს ცილინდრის ფორმის საგანი სამი მრგვალი ნახვრეტით, ეს გახლდათ "ტიტანიკის" ერთ-ერთი ბოილერი.


ეს მოხდა 325 მილის დაშორებით კანადურ კუნძულ ნიუფაუნლენდიდან, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში 3750 მეტრის სიღრმეში.ამერიკულ-ფრანგულმა ექსპედიციამ ჟან ლუი მიშელის და რობერტ ბალარდის მეთაურობით 73 წლის შემდეგ იპოვა საზღვაო კატასტროფის შედეგად ჩაძირული მსოფლიოს უდიდესი გემი.


image


"ტიტანიკის" კიჩოს ნაწილი


image


"ყვავის ბუდის" ნამსხვრევები, ანუ ადგილი საიდანაც პირველად შემაჩნიეს საბედისწერო აისბერგი.

image


ამწეები, რომელიც გემის კიჩოზე იყო განლაგებული.

image



არასპეციალისტს გაუჭირდება ამოიცნოს ფოტოზე რომელი ნაწილია აღბეჭდილი-ეს გახლავთ კაპიტან სმიტის კაიუტის ნარჩენები.

image


მიმოფანტული ნახშირის ნაწილები, რომლითაც "ტიტანიკის" ბოილერებს ახურებდნენ.

image



შუაზე გადახლეჩილი ხომალდის მეორე ნაწილი, რომელიც წინა ნაწილიდან 650 მეტრის დაშორებით იდო წყლის ფსკერზე.

image



მსოფლიოში ყველაზე დიდი ხომალდი განისვენებდა თავის უზარმაზარ საფლავში.

image

"ასეთ მდგომარეობაში აღმოვაჩინეთ ხომალდი"-"ტიტანიკი" ნაპოვნია!ახალი ამბავი ელვისებურად გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

image



ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე ექსპედიცია გაიმართა "ტიტანიკის" ჩაძირვის ადგილზე(1987, 1995, 1997, 2004, 2010)შემდგომი ფოტოები უფრო ბევრად ხარისხიანია.

imageimageimageimageimageimage



ტიტანიკის აღმოჩენა-1985 წელი(ვიდეო)




ექსპედიცია "ტიტანიკზე"-2004 წელი(ვიდეო)








0
1099
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1099
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0