x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ჯონ კენედის საქმე ნაწილი 1

ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1917 წლის 29 მაისს, მასაჩუსეტის შტატში ქალაქ ბრუკლაინში დაიბადა. მისი ოჯახი ირლანდიელი კათოლიკეები იყვნენ, კენედის ოჯახი მჭიდროდ უკავშირდებოდა პოლიტიკას ჯოზეფ კენედი, ჯონ კენედის მამა წარმატებული პოლიტიკოსი იყო. ჯონ კენედიმ სწავლა 13 წლის ასაკში დაიწყო და 1940წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში დაამთავრა, რის შემდეგაც სამხედრო განათლება მიიღო თუმცა ფრონტზე ყოფნისას მძიმედ დაშავდა და სამშობლოში დაბრუნდა. ომის დასრულების შემდეგ კენედიმ მუშაობა დაიწყო ჟურნალისტად, მალევე ის დაინტერესდა პოლიტიკითაც და 1952 წელს სენატის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა და სენატორი გახდა, ის წარმატებული პოლიტიკოსი იყო გამოირჩეოდა ცნობისმოყვარეობით და სიახლისაკენ სწრაფვით, კენედის მიზანი მხოლოდ სენატორობა როდი იყო, მას უფრო მეტი სურდა ამიტომ გადაწყდა 1960 წელს კენედიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მცირე უპირატესობით აჯობა კონკურენტ რიჩარდ ნიქსონს, მაშ ასე ჯონ კენედი ამერიკის პრეზიდენტი ხდება. ცხადია 60-იან წლებში მსოფლიო უდიდეს პრობლემებში იყო ჩაფლული კენედის დიდი მუშაობა მოუწევდა იმისათვის რომ ქვეყანა სწორ პოლიტიკურ გზაზე დაეყენებინა, კენედი შესანიშნავი ლიდერი იყო ის ღიად დაუპირისპირდა როგორც საგარეო ისე საშინაო პრობლემებს. იმ დროს უდიდეს პრობლემად კორუფცია და კრიმინალი ითვლებოდა, პრეზიდენტმა კი დიდი ძალისხმევით მოახერხა ქვეყანაში კორუფციის დონის შემცირება, თუმცა მთავარი პრობლემა საბჭოთა კავშირი და ცივი ომი იყო. მისი პირველი საპრეზიდენტო წელი რთული აღმოჩნდა, აშშ-ს მდგომარეობა დაეძაბა სსრკ–სთან და ფიდელ კასტროს კომუნისტურ ჯგუფთან კუნძულ კუბაზე, 1961 წელს კენედი და ხრუშჩოვი ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა რეალურ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კენედის პრეზიდენტობის დროს ცივი ომი კინაღამ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა, 27 ოქტომბერს კუბაში საბჭოთა ჯარმა გაანადგურა ამერიკული თვითმფრინავი და ბირთვული იარაღი კუბის ტერიტორიაზე შეიტანა, ამერიკაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა პრეზიდენტმა კენედიმ სამხედროები სრულ მზადყოფნაში მოაქცია და ომისთვის მზადებას შეუდგა თუმცა მალევე მოხეხდა შეთანხმება და მხარეებმა უკან დახევა ამჯობინეს. კენედიმ მოახერხა სიტუაციის კონტროლი.imageკენედი მამასთან ერთადკენედის და ნიქსონის დებატებიასე გაგრძელდა სამი წელი, 1964 წელს კენედის კვლავ სურდა არჩევნებში გამარჯვება და საარჩევნო ვიზიტების მოწყობა დაიწყო, პირველი ვიზიტით ის ტეხას ესტუმრა, სწორედ 1963 წლის 22 ნოემბერი იქცა ტრაგედიის დღედ ამერიკისათვის, როდესაც პრეზიდენტის ესკორტმა ერთ-ერთ ბიბლიოთეკას ჩაუარა კენედის ესროლეს ის მძიმედ დაიჭრა ყელში და თავში, 5 წუთში პრეზიდენტი ჰარვარდის ჰოსპიტალში მიიყვანეს სადაც ნახევარ საათში გარდაიცვალა
კენედი მეგობრებთან ერთად ჯარში

1
114
1-ს მოსწონს
ავტორი:დეტექტივი 2
დეტექტივი 2
114
  
2020, 15 მარტი, 11:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1