x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
სტრესი

სტრესი სტრესი


სტრესი-(ინგ: ზეწოლა, დაძაბულობა) არის ინდივიდის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება, როგორც საპასუხო რეაქცია სხვადასხვა ექსტრემალური სახის ზემოქნედებით. იგი გამოწვეულია ინტერნალური და ექსტერნალური გარემოებებით, რომელთაც ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფუნქციები წონასწორობიდან გამოყავს. უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, შრომისუნარიანობაზე, პროდუქტიულობასა და ურთიერთობებზე..

სტრესი მჭიდრო კავშირშია ადამიანის მოთხოვნილებებთან და მათი რეალიზაციის შეუძლებლობასთან...

სტრესი ჩვეულებრივი და ძალზე გავრცელებული მოვლენაა. უმნიშვნელო სტრესი ადამიანისთვის გარდაუვალიც კია, მაგრამ რაც შეეხება გადაჭარბებულ სტრესს მას მოაქვს პრობლემები ადამიანისთვის, ხოლო ამ ადამიანს - პრობლემები გარშემომყოფთათვის. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანები უფრო მეტად და ხშირად ზარალდებიან წყენით, თავდაუცველობის გრძნობით, უიმედობით..


ნებისმიერ სტრესს ახასიათებს 3 ფაზა:

I საგანგაშო რეაქცია - რომელიც გამოახატულია ორგანიზმის რესურსებისა და დამცავი ძალების მობილიზაციით.

II წინააღმდეგობის გაწევის ფაზა - რომელიც ეხმარება ორგანიზმს წარმატებით გაუწიოს წინააღმდეგობა, სტრესის გამომწვევ ფაქტორს.

III ძალების გამოლევის ფაზა - თუ წინააღმდეგობა მეტისმეტად ინტენსიური და ხანგრძლივია იგი გამოიწვევს ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების დაქვეითებას.

არსებობს სტრესის საკმაოდ მრავალრიცხვოვანი სახეობა:

I ქრონიკული სტრესი - გულისხმობს ხშირ და მრავალჯერად ფიზიკურ და მორალურ დატვირთვას.

კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილეობა ხშირად იწვევს ემოციების, ნერვებისა და ძალების ხარჯვას, ამ ყველაფერს კი მივყავართ ერთჯერადი ან ქრონიკული სტრესისკენ.

II მწვავე სტრესი - ადამიანის მდგომარეობა, რომელიც დგება სტრესის გამომწვევი მოვლენის შემდეგ.

III ფიზიოლოგიური სტრესი - ჩნდება ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ. გამოწვეულია დამაზიანებელი გარემო პირობების შედეგად(დაბალი ან მაღალი ტემპერატურა; მძაფრი სუნი;ცუდი განათება; ხმაურის მაღალი დონე და სხვ...)

IV ფსიქოლოგიური სტრესი - ჩნდება პიროვნების ფსიქოლოგიური მდგომარეობის დარღვევის შედეგად.

V ინფორმაციული სტრესი - ჩნდება ან ინფორმაციული გადატვირთვის შედეგად, ან პირიქით, ინფორმაციის არ ქონით.

სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხია იოგა, ასევე მედიტაცია და სპორტი.

მიუხედავად ყველაფრისა სტრესსაც აქვს დადებითი მხარე- სტრესულ მდგომარეობაში ადამიანს შეუძლია განახორციელოს შეუძლებელი. პიროვნებას უყალიბდება არასტანდარტული აზროვნება და შესაძლოა მოძებნოს პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდა.

1
200
3-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ხარაშვილი
თეონა ხარაშვილი
200
  
2015, 2 სექტემბერი, 9:56
ძაან საინტერესოაა :))
0 1 1