x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამსახური პირველ გასაუბრებაზე!

image“სამსახური პირველ გასაუბრებაზე'' მიაჩნიათ, რომ წარმოუდგენელია მაგრამ თუ თქვენ იცით რამდენიმე საიდუმლო, რომელიც გიწინასწარმეტყველებთ სამსახურს აუცილებლად მიიღებთ კუთვნილ პოზიციას თქვენს ახალ სამსახურში.

მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე რჩევა რომელიც აუცილებელია გაითვალისწინოთ გასაუბრებაზე და ყურადღება მიაქციოთ. უნდა იყოთ მაქსიმალურად მოწესრიგებული, უნდა გეცვათ სადად, დახვეწილად, კლასიკურად და არავითარ შემთხვევაში ვულგარულად, ეს გამაღეზიანებელი და თვალშისაცემია იმდენად, რამდენადაც გამოიწვევს თავიდანვე უარყოფით დამოკიდებულებას თქვენს მიმართ და ვერ შეძლებთ წარმატებით გასაუბრების გავლას. თუ ამჩნევთ, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის მობილიზება და ნერვული ფონის დამალვა არავითარ შემთხვევაში ხელები მაგიდაზე არ დააწყოთ, ეცადეთ დამალოთ ისე რომ არ შეამჩნიონ თქვენი ხელის მოძრაობები. გამსაუბრებელს არ მიმართოთ შენობით, ის თქვენი მომავალი უფროსია და პირველივე დღესვე ვერ აიტანს თქვენს “მეგობრულ და თანასწორულ'' დამოკიდებულებას. ეცადეთ იყოთ გულახდილი, გაამახვილეთ ყურადღება თქვენს დადებით თვსიბებზე, მაგრამ ნუ წარმოაჩენთ თავს იდელაურ ადამიანად, რომელსაც ცხოვრებაში პრობლემა არ ჰქონია და რათქმაუნდა არც უარყოფითი მხარე არა აქვს. დაასახელეთ თქვენი რამდენიმე უარყოფითი მხარე, რომელსაც არ შეუძლია იმოქმედოს თქვენს სამსახურზე. ნუ შეეცდებით მოტყუებას, რადგან თუ გამსაუბრებელი მოინდომებს უფრო ღრმად ინფორმაციის მოძიებას თქვენ ტყუილის შემთხვევაში აუცილებლად დაიბნევით და ყველაფერი კრახით დასრულდება.

მსგავსი რჩევები მე დამეხმარა სამსახურის მოძიებაში. გისურვებთ წარმატებებს!

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:სანო
სანო
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0