x
image
lady.ge
საუკეთესო საქორწინო კაბები კინოფილმებიდან
კინოფილმებში გამოყენებული საქორწინო კაბები ხშირად ახდენს გავლენას საქორწინო მოდაზე და ქალბატონების ოცნების საგანი ხდებიან.

გავიხსენოთ ლამაზი და უჩვეულო საქორწინო სამოსი კინოფილმებიდან.

„ბინდის საგის“ მთავარი გმირის ბელას საქორწინო კაბის დიზაინი კაროლინა ჰერერამ შექმნა.

დიზაინერმა ალფერდ ანჯელომ მისი ზუსტი ასლი შეკერა და ბელას თაყვანისმცემლებს შესაძლებლობა მიეცათ თავადაც მოირგონ საყვარელი მსახიობის მსგავსი კაბა.


2. ფილმის“პატარძლის მამა“ ეკრანებზე გამოსვლისას ელიზაბეტ ტეილორი 18 წლის გახლდათ.

ფილმში მან მოირგო მდიდრული, გამჭვირვალე ჩანართებით გაფორმებული, მაქმანის საყელოიანი საქორწილო კაბა.

3. ოდრი ჰეპბერნი ფილმში „საყვარელი სახე“ წარდგა 60-იანი წლების სტილში გადაწყვეტილი საქორწილო კაბით-ფუშფუშა ქვედაბოლოთი და ნავისებური გულით.

მსგავსი სილუეტი პოპულარული იყო 40-იანი, 50-იანი და 60-იანი წლების ბოლოს და ამჟამადაც არ კარგავს აქტუალურობას.

4.ფილმში „სექსი დიდ ქალაქში“ სარა ჯესიკა პარკერი Vivienne Westwood-ს ავანგარდულ კაბაში გათხოვდა.

image

5. ამანდა სეიფრიდი ფილმში „მამა მია“ ბერძენი ქალღმერთის იერსახით გამოჩნდა.

არატრადიციული საქორწილო კაბა, მოკრძალებული ფატა და ტიარა მეტად პოპულარული გახდა.

6.ფილმში “ფრანკენშტეინის საცოლე“ მთავარი გმირი 20-იანი წლების ელეგანტურ საქორწილო კაბაშია გამოწყობილი, რომელიც რეტრო-სტილის მოყვარულების ყურადღებას დაიმსახურებს.

7. ლანს ფონ ტრიერის „მელანქოლია“ გამოირჩევა არამარტო ღრმა ფილოსოფიური შინაარსით, არამედ კრისტენ დანსტით მდიდრული საქორწილო კაბით.

image

8. ფართო ფანარი-სახელოები, ნაქარგობა, გრძელი აბრეშუმის ხელთათმანები- გახლავთ საქორწილო კაბა ფილმიდან“ქარწაღებულნი“. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კაბა გახლავთ კინოფილმებში.

image

9. ენდი მაკდაუელის საქორწილო კაბა ზემოდან მოცმული დაქარგული ჟაკეტით ფილმიდან „ოთხი ქორწილი და ერთი დასაფლავება“, დღეს მეტად აქტუალურია.

image

10. ფილმში “პატარძლების ომი“ ორი შესანიშნავი საქორწილო კაბა მოირგეს კეიტ ჰადსონმა და ენ ჰატაუეიმ.

კეიტმა აირჩია კლასიკური უსახელო სამოსი ფუშფუშა ტულის ქვედაბოლოთი, ენიმ კი ავანგარდული, ცალსამხრიანი კაბა.

image

4
5051
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
5051
  
2016, 13 იანვარი, 14:29
ეს სახელოები ადრე რა მოდა იყო ძაან ბევრს ვფიქრობ და ვერ ვხვდები
2013, 30 მარტი, 23:50
ენის კაბა ცალმხრიანი არ ყოფილა, დაქალმა რომ ჩამოაგლიჯა მერე გახდა ეგეთი :D :D
2012, 6 დეკემბერი, 20:08
შენ ოდნო გაქ. ისე რა ლამაზი კაბებია მეც მინდა რომ ასეთი კაბა მეცვას ყოჩაღ რა მაგარია რომ გაცვია კაბა და ის კაბა რომ საქორიწინოა მართლაც არა
2012, 20 ივლისი, 0:03
სარას კაბა მართლაც ულამაზესია
0 1 4