x
image
Guns N Roses
განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები მჯდომარე აქციას მართავენ

image
განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები მჯდომარე აქციას მართავენ. ამ წუთებში განათლების სამინისტროს შესასვლელთან ტროტუარზე აბიტურიენტები და მათი მშობლები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები განათლების მინისტრისაგან მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ კომენტარი განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, გააკეთა.
“2 წლის განმავლობაში ჩვენ ეს გამონაკლისი გავაკეთეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს იყო სიახლე. ჩვენ ალბათობა დავუშვით, რომ ამ სიახლის დანერგვის დროს შესაძლებელი იყო, ვიღაცას ინფორმაციის შესახებ არ სცოდნოდა. ახლა ამან სისტემატური ხასიათი მიიღო და ცუდი ეფექტი აქვს. მეორადი ჩარიცხვის დროს ჩვენ უპირატესობას სხვას ვანიჭებთ, რომ ის ადგილი დაიკავოს, რომელზეც თავიდან ვინც ყველა წესი დაიცვა, ის დაჩაგრული დაგვრჩეს, “ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების სამინისტროსთან დილიდან აქცია მიმდინარეობს.

0
87
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0