x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების სიას.

სია გამოავლინა 2015 წლისთვის სპეციალურად ჟურნალ “forbes''-მა! უკვე წლებია რაც ამერკიკული ჟურნალი აქვეყნებს წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას.


image


2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობები:



1.ჯენიფერ ლოურენსი-52 მილიონი დოლარი


image


25 წლის მსახიობს ჯამში მოგებული აქვს 48 ჯილდო. ამ წარმატებებს შორის არის

ოსკარი, ოქროს გლობუსი და ა.შ., ასევე ჯენიფერ ჰოლივუდის კინო-ისტორიაში

51 ჯერ იყო ნომინირებული. უახლოეს მომავალში ამ წარმატებულ მსახიობს

ვნახავთ ფილმებში: ''X-Men: Apocalypse'' და ''Passengers''





2. სკარლეტ იოჰანსონი-35, 5 მილიონი დოლარი


image


30 წლის აქტრისმა პირველი წარმატება 1998 წელს გადაღებულ "ცხენებთან მოჩურჩულე კაცი"-ის ფილმით მოიპოვა. მსახიობი თავდაპირველად

დაქორწლინებული იყო რაიან რეინოლდზე, ხოლო დღესდღეობით ფრანგი

ჟურნალისტის რომენ დეურიკის მეუღლეა. ამ უკანასკნელებს ასევე ჰყავთ ერთი

ქალიშვილი. წარმატებულ აქტრისს უახლოეს მომავალში ვიხილავთ ფილმებში:

''Hail'', ''Caesar!'' და "კაპიტანი ამერიკა: შიდა ომი"




3. მელისა მაკარტნი-23 მილიონი დოლარი


image


ამერიკელი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა სერიალით: ''Mike&Molly''

მსახიობი არის 44 წლის, მონაწილეობას იღებს უფრო კომედიური ჟანრის ფილმებში.

მელისას უახლოეს მომავალში თუ რომელ ფილმებში ვიხილავთ, ჯერ-ჯერობით

უცნობია.




4. ბინბინ ფანი-21 მილიონი დოლარი


image


33 წლის მსახიობი პოპოლარულიგახდა ჩინურ ფილმებში, მაგრამ მის წარმატებაში

ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იყო "X-ადამიანები: წარსულის დღეები და მომავალი"

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ ფილმებში მიიღებს მონაწილეობას, უახლოეს

მომავალში ბინბინ ფანი.




5. ჯენიფერ ენისტონი-16, 5 მილიონი დოლარი


image


ჯენიფერ ენისტონი ყოველთვის ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია. მაგრამ

ამ ბოლო ხნებში ფილმებით არა, არამედ ქორწინებების და განქორწინებების

მოვლენებით, მაგრამ მსახიობი ბიუჯეტს მაინც არ იკლებს. პირად ცხოვრებაში

არეულობებისგან თავის დასაღწევად, მან მოასწრო ორ ფილმში მონაწილეობის მიღება.

ესენია: ''Cake'' და "Boss Rid Art 2". ჯენიფერ ენისტონს უახლოეს მომავალში

ვიხილავთ, ჯულია რობერტსთან და კეით ჰიუდსონთან ერთად ფილმში:

"დედების დღე"!




6. ჯულია რობერტსი-16 მილიონი დოლარი


image


ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქტრისი, რომელსაც წლები ვერ

ცვლის. 90-იან წლებში ჯულია რობერტის სამსახიობო კარიერაზე ყველაზე დადებითად

იმოქმედა ფილმებმა: "Pretty Woman" და "runaway Bride".

47 წლის მსახიობი რამოდენიმე დღის წინ დაშორდა ქმარს. წყვილს 13 წლიანი

ქორწინებიდან ჰყავთ 3 შვილი. ესენია: ჰაზაელ პატრიკი, ფინეუს ვოლტერი და ჰენრი.

ჯულია რობერტს, უახლოეს მომავალში ვიხილავთ "დედების დღის" ფილმში, სადაც

მასთან ერთად მთავარ როლებში ვიხილავთ კეიტ ჰიუდსონს და ჯენიფერ ენისტონს.




7. ანჯელინა ჯოლი-15 მილიონი დოლარი


image


ეს ის მსახიობია, რომელსაც უკვე მთელი მსოფლიო ცნობს, რომელზეც უკვე მთელი

მსოფლიო საუბრობს. ბრედ პიტთან დაოჯახების შემდეგ, წყვილმა რამოდენიმე

ბავშვი იშვილა. ანჯელინა ჯოლიზე ყოველდღე შესაძლებელია ინფორმაციის ამოკითხვა

ჟურნალ-გაზეთებიდან. ჯოლი-პიტის სამსახიობო დუეტს უახლოეს მომავალში

იხილავთ ფილმში: "'By the Sea"




8. რიზ ვიზერსპუნი-15 მილიონი დოლარი


image


მსახიობი დაჯილდოვებულია ოსკარი და ოქროს გლობუსით. მსახიობის უკანასკენლი

როლის შესრულება ვიხილეთ ფილში: "'Wild". უახლოეს მომავალში მას ვიხილავთ

ფილმებში: "Wish List", "Downsizing" და სერიალში: "Big Little Lies".




9. ენ ჰეტევეი-12 მილიონი დოლარი


image


ცნობილ მსახიობს ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული სამსახიობო კარიერაში.

2013 წელს მან მთავარი როლი ითამაშა ფილმში: "Les Miserables", ამ ფილმის

მესვეობით ენ ჰეტევეი დაჯილდოვდა ოსკარით... ცნობილ მსახიობს უახლოეს

მომავალში ვიხილავთ ფილმებში: "The Intern", "Alice Through the Looking Glass"

და "The Burning Woman".




10. კრისტენ სტუარტი-12 მილიონი დოლარი


image


მსახიობმა სამსახიობო კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა ფილმით: "ბინდი".

ამის შემდეგ, მისი პოპულარობა დღითი-დღე უფრო იზრდებოდა,

მისი სასიყვარულო რომანებიც საკმაოდ პოპულარულია. კრისტენს რომანი ჰქონდა

რობერტ პატისონთან, რომელთანაც ეს-ესაა გაწყვიტა ურთიერთობა...

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ ფილმებში ვიხილავთ უახლოეს მომავალში

კრისტე სტიუარტს.
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
















0
1190
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0