x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ამხელა კაცმა, რამდენსამე სახელმწიფოში განათლებამიღებულმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთგზის ნამყოფმა, შარვლის ჩაცმა არ იცის?" - ლევან ღვინჯილია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამ ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უხერხულმა ფოტომ, სადაც თითქოსდა მას შარვალი უკუღმა ეცვა, ინტერნეტ-სივრცეში დიდი მითქმა-მოთქმა, აჟიოტაჟი და არაერთი ირონიული კომენტარი და შეფასება დაიმსახურა. ერთნი ამას სააკაშვილის სიმთვრალით ხსნიდნენ, სხვები ფოტოშოფს აბრალებდნენ, მესამენი კიდევ შარვლის ჩაცმის ამ უცნაურ ხერხს თანამედროვე მოდის ტენდენციად მიიჩნევდნენ.

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ამ ფაქტს კომენტარით ეხმიანება. გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელი სახით:


image


- რატომღაც, ამ დღეებში ბევრი კომენტარი კეთდება ამ ფოტოსთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე სრულებით ვერ ერკვევა თანამდეროვე მოდის ტენდენციებში და გაუგონარ დასკვნებს აკეთებს: თითქოსდა ჩვენს სახელოვან თანამემამულესა და ამჟამად მეზობელ სახელმწიფოში გუბერნატორად მივლინებულ ბატონ მიხეილ სააკაშვილს - საქართველოს ექსპრეზიდენტს - შარვალი ეცვას უკუღმა!
- კარგი, რა! ბოლოსდაბოლოს ყველაფერს საზღვარი აქვს;
ვიღაცას უნდა თქვას, რომ ამხელა კაცმა, რამდენსამე სახელმწიფოში განათლებამიღებულმა და ამერიკის შეერთებულ შტატებში (სხვადასხვა მოტივაციით) არაერთგზის ნამყოფმა (ჰოლანდიაზე რომც არაფერი ვთქვათ), შარვლის ჩაცმა არ იცის?
მე პირადად ეს არ მჯერა და ვისაც გჯერათ, მიბრძანდით!....
არადა, კაცმა რომ თქვას, ფოტოშოპსაც რომ არ ჰგავს??? არა, არა! ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებ!" – წერს ლევან ღვინჯილია.

4
1722
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
1722
  
2015, 25 სექტემბერი, 21:36
მეორადებში ხო არ იზმანება....?
2015, 31 აგვისტო, 9:14
ჩაცმის გემოვნება რომ არაქვს აშკარაა უბრალოდ მაღალსათავიანი შარვალი აცვია რომელიც ყანად თხელ მამაკაცებს უხდებათ და არა ამ აღნაგობოსას ,შედეგიც სახეზეა
2015, 31 აგვისტო, 8:08
გაასგებია, რომ უკუღმა არ ეცვა, მაგრამ ფოტოს რას უშვები? ტან პიჯაკიც აშკარად უჭერს
2015, 31 აგვისტო, 8:06
შარვალს უკუღმა ვერაფრით ჩაიცმევ მხოლოდ ელემანტარული იმის გამო,რომ ელვით ან ღილით ვერ შეიკრავ..ამას რა დიდი ფისლოსოფია უნდა
0 1 4