x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უეცარი გარდასახვა – სახალისო ისტორია

image


ახალგაზრდა ქალმა, სახელად ჯესიმ, რამდენიმე წლის წინ საჩუქრად თუთიყუში მიიღო. დროთა განმავლობაში თუთიყუშს ძალიან ცუდი ჩვევები განუვითარდა –იგინებოდა და ილანძღებოდა. თუმცა, ეს სულ მისი ბრალიც არ იყო. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ჯესის მეგობრები, მეზობლები, სტუმრები..., ცუდ სიტყვებს ასწავლიდნენ; ჩიტუნია კი ძალიან ნიჭიერი გამოდგა – ყველაფერს ერთიანად ითვისებდა. როგორ არ ეცადა ქალი თუთიყუშისთვის ეს ცუდი ჩვევა მოეშლევინებინა – ესაუბრებოდა თავაზიანად, ასმენინებდა წყნარ, კლასიკურ მუსიკალურ ნაწარმოებებს, მაგრამ ამაოდ.


ბოლოს ჯესის ყელში ამოუვიდა და ერთ მშვენიერ დღეს ბოლო ხმაზე უყვირა. თუთიყუშმა უფრო ხმამაღლა უყვირა. ქალმა მოთმინება დაკარგა და დააჯანჯღარა. ამაზე ჩიტი სულ გაგიჟდა, უკონტროლო გახდა – ისეთი ცუდი სიტყვები უთხრა პატრონს, რომ ჯესი ყურებს არ უჯერებდა. ამის საპასუხოდ გამწარებულმა ქალმა საყინულის კარი გამოაღო, თუთიყუში შიგნით შეაგდო და მიხურა. ცუდი ენის პატრონი რამდენიმე ხანი ისევ ილანძღებოდა და იგინებოდა, შემდეგ, მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა. ერთი წუთის მანძილზე არაფერი ისმოდა. ახალგაზრდა ქალს შეეშინდა, არ მოკვდესო – მივარდა საყინულეს და კარი გამოაღო.


იქიდან თუთიყუშმა მშვიდად გადმოდგა ნაბიჯი ჯესისკენ და თვალების ხამხამითა და მოკრძალებული გამომეტყველებით მიმართა პატრონს: "მე ვაცნობიერებ იმას, თუ რამდენად გაგანაწყენეთ ჩემი უხეშობითა და ცუდი საქციელით. გულწრფელად ვნანობ ჩადენილს და ვაპირებ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ გამოვასწორო ეს საშინელი შეცდომა და თქვენგან პატიება დავიმსახურო.


ჯესი გაოცებისაგან გაშეშდა, სიტყვებს ვერ პოულობდა, ნამდვილად არ ელოდა მისგან ამგვარ ტრანსფორმაციას. ის-ის იყო დააპირა ეკითხა თუ რამ გამოიწვია მასში ასეთი საოცარი გარდასახვა, რომ ჩიტუნამ წვრილი და ნაზი ხმით ისევ დაილაპარაკა: "თუ ზედმეტად არ დაგღლით, ერთ კითხვა მინდა დაგისვათ – ინდაურმა რა დააშავა?"




10
511
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
511
  
2015, 9 სექტემბერი, 14:48
:D:D იმედია არ მომწერს კენედი ვინ იყოო, თორემ მართლა გავალ კომბინატის დასახლებაში :(( მგონი აღარ მომიწევს ასეთი ისტორიების წერა, ყველა კომენტარებზე ხალისობს :D
2015, 9 სექტემბერი, 9:32
ჯერ ამ ისტორიაზე ვიცინე, მერე ქვემოთ გამართულ დიალოგზე გადავბჟირდი:D იმედს ვიტოვებ რომ ხუმრობდა.:) " კენედი მოკლა" კი უმაგრესი პასუხია. :D
2015, 7 სექტემბერი, 21:26
კენედი მოკლა.
2015, 7 სექტემბერი, 18:45
ქალაქში ვცხოვრობ კომბინატის დასახლებაში , სტუმარი ღვთისაა მიგიღებ, მაგრამ ინდაურმა რა დააშავა ჯერ ეგ ამიხსენი
2015, 3 სექტემბერი, 17:16
არაააააააააააააააა............ უკვე საყინულეში იყო ინდაური სანამ შეაგდებდა თუთიყუშს. საყინულეში ხორცს ხომ ინახავ. სად ცხოვრობ?? უნდა გამოვიდე :– |
2015, 3 სექტემბერი, 15:46
ანუ ინდაურზე იყარა ჯავრი? (ქერა არ ვარ)
2015, 3 სექტემბერი, 15:07
აუ, ამ კითხვებს მართლა სერიოზულად მისვამ??? :):) გაოცებული ვარ , მაგრამ მაინც გიპასუებ – ინდაური შუაში კი არა და საყინულეშია – დაკლული გაპუტული, თავწაცლილი.
2015, 3 სექტემბერი, 13:10
ინდაური რა შუაშია?
2015, 2 სექტემბერი, 21:09
მიხარია, რომ მოგეწონათ ინ-იან. მადლობა
2015, 2 სექტემბერი, 20:48
ჰაჰაჰაჰაჰ მაგარი იყო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10