"ქართული ოცნება აღარ მალავს მის სურვილს სრული კონტროლი განახორციელოს მედიასივრცეზე. მივმართავთ ქართული ოცნების ხელისუფლებას ხელი აიღონ სიტყვის თავისუფლების ხელყოფაზე ჩვენს ქვეყანაში. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს. ქართული საზოგადოება დაიცავს მედიის დამოუკიდებლობას სიტყვის თავისუფლებას და ფუნდამენტურ ღირებულებებს, ასეთი მცდელობები ხელისუფლებას სავალალოდ შეუბრუნდებათ. ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას მივმართავ თხოვნით შეცვალონ გადაწყვეტილება, "- აცხადებს დეპუტატი და ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი შალვა შავგულიძე.