x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გარდაიცვალა თუ არა არნოლდ შვარცნეგერი
image

შაბათს, 29 აგვისტოს, ამერიკის საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰოლივუდის მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი (38-ე გუბერნატორი 2003-2011 წლებში) - არნოლდ შვარცნეგერი გარდაიცვალა.

საიტზე msmbc.co გამოქვეყნდა სტატია, რომ პოლიციამ კარი შეანგრია მის საცხოვრებელ სახლში და კინოვარსკვლავი გარდაცვლილი იპოვეს. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ფაქტი ოჯახის წევრებმა დაადასტურეს.

მსახიობის ფანებისგან უამრავი ზარი შევიდა სხვადასხვა საიტების ადმინისტრაციაში, სურდათ გაეგოთ ცრუ იყო თუ არა ეს ინფორმაცია, რადგან შაბათს უამრავმა ადამიანმა ნახა ის ცოცხალი და უვნებელი. მართლაც, ახალი ამბავი ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა. თავად მსახიობმა კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა ამ თემაზე.


აღმოჩნდა, რომ ამ ბოროტ ხუმრობაზე სპეციალურად იმუშავეს ჟურნალისტებმა და ხელმძღვანელობამ საკაბელო არხის -MSNBC.com-ის პოპულარიზაციისთვის.

image


0
989
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
989
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0