x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
გელათის აკადემიის დაარსება

ავით აღმაშენებელი შესანიშნავი პიროვნება იყო, შორსგამსჭვრეტელი და ბრძენი პოლიტიკოსი, უებრო სარდალი და მეომარი, ქვეყნის კეთილდღეობისათვის მზრუნავი. ზევით ორიოდე მაგალითი იყო დასახელებული, რომელნიც დიდებული მეფის გასაოცარს პირადს განათლებას ცხად ჰყოფენ; მაგრამ როგორც სახელმწიფოს მოურნესა და მოამაგეს შეეფერებოდა, იგი ცდილობდა რომ ერის განათლებისა და დაწინაურებისათვისაც ხელი შეეწყო. ამისათვის მან ზოგი ახალი დაწესებულება შეჰქმნა და ამასთანავე მუდამ ძველს დაწესებულებასაც ეხმარებოდა და ხელს უწყობდა.
დავით აღმაშენებელმა ამ მიზნით ქრონიკონსა 326 ანუ 1106 წელს.» მოიგონა აღშენება მონასტრისა» და «ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულსა» გელათს ტაძარი ააგო, »აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულებათა», განთქმული თავის «სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მოქმნულობისა შესწორებულობითა». ამ შესანიშნავს მონასტერში დავით აღმაშენებელმა საქართველოს და უცხოეთში მყოფ ქართულ სხვადასხვა მონასტრებითგან «შემოკრიბნა კაცნი
imageპატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა», რომელთა შესახებ «სადათცა ესმა ვიეთიმე სიწმიდე, სიკეთე და სისრულე, სულიერითა და ჴორციელთა სათნოებითა აღსავსეობა» და ახლად აგებულს გელათის მონასტრეში დაამკვიდრა. ამასთანავე დიდებულმა მეფემ თავისი ლავრა ქონებრივადაც უზრუნველჰყო. ასე შეჰქმნა დავით აღმაშენებელმა გელათი «ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწაულად ყოვლისა კეთილისა, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა». ისედაც არამცთუ თვით საქართველოში, არამედ ყველგან უცხოეთში სადაც-კი ქართული მონასტერი იყო საბერძნეთში, ბოლღარეთში, ასურეთში, თუ კჳპრში, შავს მთას თუ პალესტინაში, მეფე თავის უხვს წყალობას არ აკლებდა; ხოლო თვით «მთასა სინასა ზედა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალი ათასეულნი, დამოსაკიდელნი ოქსინონი და წიგნები საკლესიონნი სრულებით და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა».
მაგრამ დავით მეფე მარტო ქართველ მწერლებსა და მეცნიერებზე ხომ არა ზრუნავდა, მარტო თავის თანამოძმეებს ხომ არ ეხმარებოდა და ამხნევებდა. საგულისხმიერო ეს არის, რომ დიდებული გვირგვინოსანის სულიერი თვისება ყოველ-მხრივი და ფართო ყოფილა; თვით მეფე ხომ კეთილმორწმუნე და უერთგულესი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო; მაგრამ მაინც მას სხვა მოძღვრებისა და სჯულის კაციც უყვარდა და პატივისცემა იცოდა. ამიტომაც იყო რომ მაჰმადიან ისტორიკოსთა სიტყვით იგი უცხო ეროვნების შვილებსაც თავის განათლებულს და ძლიერს მფარველობას არ აკლებდა; მას, ქრისტიანეს. მაჰმადიანთა პოეზიისა და მეცნიერებისადმიც უძგერდა სიყვარულით გული.
დავით აღმაშენებელის იმ დროისათვის გასაოცარი და მრავალმხრივი განათლება სხვათა შორის იმითაც კარგადა მტკიცდება, რომ არაბ ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მოწმობით მას სუფიებისა და პოეტებისათვისაც თავშესაფარი აუგია, ხშირად ქონებრივადაც დახმარება გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებსაც უმართავდა406.

0
52
2-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0