x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოხუცებულობის ასაკის თავისებურებები

მოხუცებულობის ასაკზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს.შეიძლება უძილობა ყოველთვის ჩაითვალოს ისეთ ჩვეულებრივ ატრიბუტად რაც სიბერეს ახლავს, როგორც ჩაღარა თმა და ნაოჭები?

ასაკთან ერთად იცვლება ძილის თავისებურებები, თუმცა უძილობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად ასაკოვან ადამიანებში.65 და მეტი წლის ადამიანების დაახლოებით ნახევარი, რომლებიც ცხოვრობენ სახლში, მოხუცთა სახლში და სხვა მსგავს დაწესებულებაში განიცდის ძილის პრობლემებს. თუმცა ეს დარღვევები არ წარმოადგენს სიბერის განუყოფელ ნაწილს, ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს პირველადი ძილის დარღვევით, რაიმე დაავადებით და ასევე გარკვეული სახის მედიკამენტების მიღებით.მიუხედავად პრობლემის ხასიათისა თითქმის ყოველთვის შესაძლებელია დახმარება. ძილის პრობლემები განხილული უნდა იქნას ნორმალური ასაკობრივი ცვლილებების კონტექსტში.კვლევის მიხედვით 60-დან 80-წლამდე ასაკის ადამიანებისთვის დამახასიათებელია ძილის შემდეგი თავისებურებები:1.საშუალოდ ასაკოვან ადამიანებს სძინავთ 6-6, 5 საათი, მიუხედავად იმისა რომ საწოლში შეუძლიათ დარჩნენ 8საათი;2.მიუხედავად იმისა, რომ ასაკოვანი ადამიანები ძილში ატარებენ მეტ დროს, ვიდრე ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები, ღამის ძილის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს 4-5 დან 9საათამდე ან მეტი.ასაკოვანი ადამიანების რთულად იძინებენ, საათობით წვალობენ ჩასაძინებლად;3.გარდა ამისა, მოხუცებულები
უფრო მეტად, ვიდრე ახალგაზრდები, იღვიძებენ შუა ღამით.ნორმალურად ითვლება თუ ასაკოვანი ადამიანი ღამის პერიოდის 20% ატარებს ღვიძილში, შემდეგ კი კომპენსირებას ახდენენ ამ დროის, დილით რჩებიან საწოლში;4.იცვლება ძილის
ეტაპები.იზრდება პირველი სტადია(ზედაპირული ძილი) და მცირდება მესამე და მეოთხე სტადიები ღრმა ძილის.ძილის დარღვევა დაკავშირებულია ადაპტაციის ახალ პირობებთან, აღენიშნება ასაკოვანი ადამიანების 1/3-ს, რომელთაც ადრე არ ჰქონიათ
პრობლემები.ასეთ შემთხვევებში უძილობა უკავშირდება ბოლოდროინდელ ცხოვრებისეულ სტრესს როგორიცაა მაგალითად; ჰოსპიტალიზაცია, პენსიაზე გასვლა, მეუღლის ან ახლო მეგობრის გარდაცვალება.ამ პრობლემების საპასუხოდ კარგავს ხანგრძლივი ძილის უნარს.არიან შეწუხებულები, მოუსვენრები, აპათიურები დღის განმავლობაში, ღამით კი ფიქრობენ თავიანთ მდგომარეობაზე.
უძილობის კიდევ ერთი მიზეზია ძილის ცუდი ჰიგიენა, არსებობს ცუდი ჩვევები და ქცევები, რომელიც შეუთავსებელია
ძილთან.მაგალითად; კოფეინის შემცველი სასმელის მიღება გვიან, გვიანობამდე მუშაობა, ასევე ჩვევა როდესაც ადამიანები უყურებენ საათს დღის ბოლოს როდის არის მათი ძილის დრო. პრობლემას კიდევ უფრო ის ამძაფრებს, რომ ადამიანი დასაძინებლად მიდის ყოველ ჯერზე სხვადასხვა დროს.

image


0
210
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0