x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
5 ჟესტი, რომლებიც XXI საუკუნის სიმბოლოდ იქცა
image
XX საუკუნეში მსოფლიო მოიცვა ე.წ. თხის ჟესტმა, რომელიც პირველად სცენაზე ამერიკელმა როკ-შემსრულებელმა, რონი ჯეიმსმა აჩვენა. "თხა" როკერების მთელი თაობის სიმბოლოდ იქცა. ახლა კი გადავხედოთ 5 სიმბოლოს, რომლებიც დღეს არის განსაკუთრებით აქტუალური.


1. ფეისპალმი
image

ადამიანის გამოსახულება, რომელიც ცალი ხელით სახეს იფარავს, ინტერნეტსივრცეში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. მას შემდეგ სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ ჟესტის გამოსახვით დაბნეულობას ან გაღიზიანებას გამოხატავენ. facepalm-ის კლასიკურ შემსრულებლად იქცა კაპიტანი პიკარდი სერიალიდან "ვარსკვლავური გზა". დღეს ფეისპალმი რეალურ ცხოვრებაშიც პოპულარულია. ხშირად ახალგაზრდები უნებლიედ ცალი ხელით სახეს იფარავენ როცა საუბარი ჩიხში შედის. მართალია, ტრადიციულად ბევრ კულტურაში ეს ჟესტი სასოწწარკვეთილებასა და დარდს აღნიშნავს, მაგრამ თანამედროვეობაში ეს არის სარკასტული რეაქცია ვისამე სულელურ მოქმედებაზე.

image


2. "ბლა ბლა ბლა"
image

ეს ჟესტი ამერიკული ფრაზის «Blach-blach-blach»-ს განსახიერებაა. ინგლისურ ენაზე «blah» ნიშნავს "სისულელეს", "უაზრობას". როცა თანამოსაუბრე ძალიან ბევრს, უადგილოდ და უაზროდ ლაპარაკობს ან იტყუება, თავისთავად ენაზე გადგება ეს ფრაზა. ხშირად ამ გამოთქმას თან ახლავს უარო საუბრის გამომხატველი ხელის ჟესტიც.


3. წარმოსახული ბრჭყალები


image
წარმოსახული ბრჭყალები გასული საუკუნის ბოლოდან გახდა პოპულარული. ინგლისურად ამ ჟესტს ეწოდება "Air quotes" და აღნიშნავს სარკაზმს. 1990-იან წლებში წარმოსახულ ბრჭყალებს იყენებდა კომიკოსი სტივ მარტინი თავის სტენდაპ შოუებში. დღეს ჟესტი გავრცელებულია არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში. ინგლისური გამომცემლობის, Daily mail-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, წარმოსახვითი ბრჭყალები არის არავერბალური კომუნიკაციის არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, არამედ ყველაზე გამაღიზიანებელი საშუალება.
image

4. თითებით გამოსახული გული


image

თითებით გამოსახული გული სიყვარულისა და სიმპატიის ჟესტია. ამ ჟესტის ავტორია ბრიტანელი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ბრიტანელი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ამ ჟესტით თავის სიყვარულს უჩვენებს. 2013 წელს ბეილმა თავისი საფირმო ჟესტი დააპატენტა და სასამართო დავა მოუგო თითებით გამოსახული გულის ჟესტის მფლობელობის კიდევ ერთ პრეტენდენტს - ჯასტინ ბიბერს.
image

5. თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა



image
მაღლა აწეული სამი თითის პოპულარიზება მოახდინა კინოსაგამ "შიმშილის თამაშები". ფილმში ჟესტი განასახიერებდა სოლიდარობას გადარჩენისთვის მებრძოლების მიმართ. გასულ წელს ეს ჟესტი პროტესტის სიმბოლო გახდა ტაილანდში. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მოწინააღმდეგეები დემონსტრაციებზე, ფილმის გმირის მსგავსად, მაღლა სწევდნენ ხელს და ამ ჟესტს აჩვენებდნენ წინააღმდეგობისათვის მზადყოფნის დასადასტურებლად. სოციალურ ქსელებში აქტიურად წერდნენ, რომ მათთვის ჟესტი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის სიმბოლოა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს ჟესტი აკრძალა.

10
1606
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1606
  
2016, 20 მაისი, 14:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 1 სექტემბერი, 22:17
:* :* არ ინანებ ;)
2015, 1 სექტემბერი, 22:14
დავალება მიღებულია :))
2015, 1 სექტემბერი, 22:07
სტატია ხომ კარგია ნათი, მაგრამ "შიმშლის თამაშებს" აუცილებლად უნდა უყურო, ახალი ნაწილი ეხლა ნოემბერში გამოდის და ერთი სული მაქვს ისე ველოდები :)
2015, 28 აგვისტო, 19:41
დავინტერესდი, ვნახავ აუცილებლად :)
2015, 28 აგვისტო, 15:46
უმაგრესი სტატიაა
რაც შეეხება ფილმს ნათია მეც მასე ვა,ბობდი და ახლა ჩემი საყვარელი ფილმია
2015, 28 აგვისტო, 11:14
აი ეს ძაან მაგარია დამიჯერე რაააა
2015, 28 აგვისტო, 11:00
არ მინახავს, ფანტასტიკა არ მიყვარს, თუმცა ბევრი მირჩევს და ალბათ ვნახავ. "ბინდსაც" არ ვუყურებდი, ვამპირებზეა და რატომ უნდა მომეწონოს-მეთქი, მაგრამ მერე ორჯერ ვუყურე ისე მომეწონა :)
2015, 28 აგვისტო, 10:57
გავაზიარე
2015, 28 აგვისტო, 10:57
აი ეს ბოლო კინო მაგრად მომწონს რა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10