x
თვეების ძველი ქართული სახელწოდებები.

თვეების ძველი ქართული სახელწოდებები.გამარჯობათ! მინდა თვეების ქართული სახელწოდებების შესახებ დავწერო ერთი-ორიოდე სიტყვა. პირველი სტატიაა ჩემი და რამდენად გამომივა არ ვიცი. მივყვები დღევანდელი თანმიმდევრობით, როგორც დღეისთვის არის მიღებული. იანვარი-მისი ქართული შესატყვისია; აპნისი-ვარაუდობენ რომ ამ თვის ძველი სახელწოდება მომდინარეობს წარმართული ღვთაება "კაპანი"-დან რომელიც ბარაქიანობის ღვთაებას წარმოადგენდა, თვადაპირველი სახელწოდება უნდა ყოფილიყო "კაპნისი", "კ" -თანხმოვნის დაკარგვის შედეგად, უნდა მიღებულიყო "აპნისი".ამ ღვთაების სახელზე ღორს კლავდნენ, ღორის თავი ღვთებას ეკუთვნოდა, ასრულებდნენ სპეციალურ რიტუალს, ქრისტიანობის შემოღების შემდეგ, ეს წარმართული ტრადიცია ქრისტიანობას უნდა შერწყმოდა, მოგეხსენებათ იანვარში ეხლაც ვკლავთ ღორს.თებერვალი-მისი შესატყვისია;სურწყუნისი-ამ თვის სახელწოდება კი ორი კომპონენტისაგანა შედგება ;"სურ"-სული, "წყუნ"-მუხა. მოგეხსენაბათ სიტყვა- მუხა-ს ქართული წარმომავლობა არ აქვს და მისი შესატყვისი უნდა ყოფილიყო "წყანი" გვაქვს ტოპონიმები: წყანი, წყანიეთი და ა.შ.ხოლო ეს წყუნი კი რომელიღაც უცნობ ქართულ დიალექტზე გამოითქმებოდა, ანუ -სურწყუნისი აღნიშნავდა "მუხის სულის" ანუ "წმინდა მუხის" თვეს, მოგეხსენებათ ძველ საქართველოში არსებობდა წმინდა ხეების კულტი, განსაკუთრებით მუხის ხე ითვლებოდა წმინდად. თებერვალს მოსდევს მარტი, ამ თვეს ძველად ეწოდებოდა ;"მირკანი" სახელწოდებას აქვს სპარსული წარმომავლობა და მომდინარეობს "მითრას" სახელწოდებისაგან "მიჰრ/მიჰრაკან" ცნობილი ღვთაების სახელწოდება ზოროასტრიზმიდან იგივე მითრაიზმიდან, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში ქრისტიანობამდე, მითრაიზმიდან მოდის დღევანდელი სიტყვები, ქადაგი, დასტური, მოგვი, ბაგინი და ა.შ. ქართული სახელწოდება ამ თვის დაკარგულია მიანიშნებენ რომ მარტის თვეს ასევე უნდა რქმეოდა "ფამენოთი" თუმც ამ სიტყვის ეტიმოლოგია არ ვიცი და ვერც ვერსად ვიპოვე. აპრილი-ძველად ერქვა "იგრიკა/იგრი-კა-მომდინარეობა წყლის ღვთაება -იგური/იგრი-საგან "კა"-დაბოლოება კნინობით ალერსობითი ფორმაა ვთქვათ ძაღლიკა, მგელიკა და ა.შ. მოგეხსენებათ ამ თვეს მდინარეები დიდდება და სწორედ ამიტომ ეს თვე წყლის ღმერთის საპატივცემულო იყო, სახელწოდება ასევე გვხვდება ამირან-დარეჯანიანის ზოგიერთ ვერსიებში როგორც "იგრი-ბატონი". მაისი-ვარდობისთვე-ამ დროს იწყებს გაფურჩქვნას ყვავილები, თუმც ვარაუდობენ რომ თვის ძველი სახელწოდება უნდა ყოფილიყო "ნანაისა"ანუ დიდი დედისა, ნაყოფიერების და სილამაზის ქალღმერთი, რომელიც შეესატყვისებოდა ძველ აღმოსავლეთში გავრცელებულ "ინანას" იშთარს და ნაწილობრივ რეა-კიბელას, აღსანიშნავია რომ მათი ერთ-ერთი სიმბოლო მართლაც ვარდი იყო.მოქცევაი ქართლისაი-ში წარმართული ღვთაებების ჩამოთვლისას ერთგან წერია-აინინა დაინინა, (მიჩნეულია დამახინჯებად)რომელსაც სხვადასხვაგვარად შიფრავენ ერთ ერთი ვერსიით -აია ნინა და ინანა. ივნისი-მისი ძველი სახელწოდება იყო -თიბათვისა, ფიქრობენ რომ მისი უფრო არქაული სახელწოდება უნდა იყოს-მარიოტა -სიტყვა "მარი" მზის სავალ რკალს ერქვა ხოლო "მარიოტა" დღე-ღამ სწორობას ანუ ბუნიობას, მოგეხსენებათ ზაფხულის ბუნიობა სწორედ ამ თვესაა.და ასევე ცნობილია რომ ძველად ამ ბუნიობებს დიდ მნიშვნელობებს ანიჭებდნენ, ამიტომ მის საპატივცემულოდ თვესაც კი სახელი დაარქვეს. დანარჩენს მერე გავაგრძელებ, თორემ დიდი გამოვა.

3
2717
11-ს მოსწონს
ავტორი:დავით-999
დავით-999
2717
  
2016, 13 თებერვალი, 22:42
მადლობა ძამიკო!
2015, 21 ნოემბერი, 13:34
საინტერესო სტატიაა
2015, 28 აგვისტო, 20:25
ბოდიშს ვიხდი შემეშალა "მარიოტა" სიტყვაა ივნისსს "მარიალი" ჰქვია. ამ მარიოტადან გამომდინარე და კიდევ შემეშალა "მარი" არა "მარა" იქ განმარტებაში. თავი ამტკივდა პროსტა ძნელი დასაწერი ყოფილა ეს სტატიები.
0 1 3