x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება. მარტივი კორექციები. (Photoshop CS 4 & 5)

ხელსაწყოების პანელზე Crop ხელსაწყოს არჩევის შემდეგ, მაუსის მაჩვენებელი უნდა დავაყენოთ ზედა მარცხენა კუთხეში, დავაჭიროთ მარცხენა ღილაკს და თითის აუღებლად დავხაზოთ მართკუთხედი ქვედა მარჯვენა კუთხისკე გადაადგილებით (ნახ. გვერდების ჩამოჭრა Crop ხელსაწყოს გამოყენებით).

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

მართკუთხედის გარეთ დარჩენილი გამოსახულების ნაწილი, კადრირების შემდეგ ჩამოიჭრება. ამიტომ, საჭიროა ჩარჩოს ზომის ზუსტად დადგენა. ამის გაკეთება შეიძლება ჩარჩოს გვერდებზე და კუთხეებზე განლაგებული მარკერების მეშვეობით. მარკერთან მიახლოვებისას, მაუსის მაჩვენებელი იღებს ორმაგი ისრის ფორმას (1) და მარცხენა ღილაკის დაჭერით, შეიძლება მისი გადაადგილება. კუთხის მარკერებით შეიძლება გვერდების ზომების პროპორციულად შეცვლა, ამისათვის საჭიროა მარკერის გადაადგილებასთან ერთად, კლავიატურის Shift ღილაკზე დაჭერა. ჩარჩო ისე უნდა დავაყენოთ, რომ გამოსახულების მობრუნების შემდეგ გაჩენილი უკანა ფონის ფერი შიგნით არ მოხვდეს. ამის შემდეგ, ორჯერ უნდა დავაწკაპუნოთ ჩარჩოს შიგნით ან კლავიატურაზე დავაჭიროთ Enter ღილაკს ან დასტურის ღილაკს ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე (2) და გამოსახულებას ზედმეტი ნაწილები ჩამოეჭრება. კადრირების ჩარჩოს გაუქმება, ყოველგვარი შედეგის გარეშე, შეიძლება ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე განლაგებულ მოქმედების უარყოფის ღილაკზე (3) ან კლავიატურის Esc ღილაკზე დაჭერით.
ფოტოშოპში ერთი და იგივე ოპერაციის შესრულების რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ის რაც ჩვენ ორი ხელსაწყოს და Image მენიუს გამოყენებით გავაკეთეთ, შეგვეძლო მხოლოდ Crop ხელსაწყოს დახმარებით გაგვეკეთებინა.
კადრირების ჩარჩოს შიგნით აღნიშნულია ჩარჩოს ცენტრი.

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

მაუსის მაჩვენებელი ჩარჩოს გარეთ, კუთხესთან იღებს ორმაგი მოღუნული ისრის ფორმას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ შეიძლება ჩარჩოს მობრუნება ცენტრის ირგვლივ. ჩარჩოს დახაზვის შემდეგ, ისე უნდა მოვატრიალოთ ჩარჩო, რომ მისმა ზედა ან ქვედა გვერდებმა დაიკავოს რეალურად ჰორიზონტალური ხაზის პარალელური მდებარეობა, გვერდითი მარკერებით ისე უნდა დავარეგულიროთ ჩარჩოს ზომა, რომ მის შიგნით მხოლოდ გამოსახულების ფონი მოხვდეს. ამის შემდეგ შევასრულოთ კადრირება. შედეგი იგივე იქნება, რაც პირველი მეთოდით შესრულებული კადრირების დროს.

Crop ხელსაწყოს პარამეტრების პანელი კადრირების ჩარჩოს დახაზვამდე და ჩარჩოს დახაზვის შენდეგ, ძირეულსდ განსხვავდება ერთმანეთისგან. პანელზე, ჩარჩოს დახაზვამდე, მოცემულია შემდეგი პარამეტრები:

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

Width – სიგანე და Height – სიმაღლე, რომლებშიც შეიძლება კადრირების ჩარჩოს ზომების განსაზღვრა. ამ ველებს შორის მოთავსებულ სხვადასხვა მიმართულების მქონე ისრებზე დაჭერით, სიგრძისა და სიმაღლის მონაცემები ერთმანეთს ენაცვლება.
გამოსახულების რეზოლუციის დასაფიქსირებლად არის Resolution ველი.
Front Image ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ზემოთ ხსენებულ ველებში, გამოსახულების ზომა და რეზოლუცია ავტომატურად დაფიქსირდება და კადრირების შემდეგ, გამოსახულება იგივე ზომის იქნება, რა ზომისაც კადრირებამდე იყო, ე.ი. გაიწელება და შესაბამისად, ხარისხი დააკლდება. ამიტომ, რეკომენდირებული არ არის წინასწარ განსაზღვრული ზომის გამოსახულების მისაღებად, აღნიშნული ველების გამოყენება. ამგვარი ოპერაციების ჩასატარებლად, სხვა, უფრო სანდო მეთოდებიც არსებობს. მაგ., იგივე პანელზე Clear ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, პანელის ველები სუფთავდება და გამოსახულებაზე ნებისმიერი ზომისა და ფორმის ჩარჩოს დახაზვა შეიძლება. თუ გვაქვს გამოსახულება საკმაოდ დიდი ზომით, მაგ., 17, 5X28 სმ (ნახ. კადრირება განსაზღვრული ზომით (1) და გვინდა გარკვეული ზომის სურათის მიღება (ამ შემთხვევაში ლაპარაკია გამოსახულებიდან კონკრეტული ნაწილის ამოჭრაზე, გამოსახულების ზომის შეცვლის წესი მომდევნო გაკვეთილში იქნება განხილული), მაგ., 10X15 – ზე, უნდა შევარჩიოთ საჭირო ობიექტი გამოსახულებაზე და ზედმეტი ნაწილები ჩამოვაჭრათ.

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

გამოსახულების პროგრამაში გახსნის შემდეგ, უნდა გამოვიტანოთ სახაზავები (Ctrl+R) > დავხაზოთ საჭირო ზომის კადრირების ჩარჩო (2) (თუ სახაზავის ზომის ერთეული სანტიმეტრი არ არის, სახაზავის ზოლზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოსული მენიუდან, საზომ ერთეულად ავირჩიოთ – Centimeters) > მაუსის მაჩვენებელი მოვათავსოთ კადრირების ჩარჩოს შიგნით და მარცხენა ღილაკზე დაჭერით, გადავიტანოთ კადრირების ჩარჩო იმ ობიექტზე, რომლის ამოჭრაც გვინდა (3) > დავაჭიროთ Enter ღილაკს, ჩარჩოს გარეთ დარჩენილი ნაწილი ჩამიეჭრება და მივიღებთ გამოსახულებას წინასწარ განსაზღვრული ზომით.

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩარჩოს დახაზვის შემდეგ, Crop ხელსაწყოს პარამეტრების პანელი მნიშვნელოვნად იცვლება.

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

ოლქის ჩამოჭრის Cropped Area გადამრთველი, ავტომატურად გაუქმების – Delete რეჟიმზე არის დაყენებული, მაგრამ თუ გამოსახულება ერთზე მეტ ფენას შეიცავს ან უკანა ფონს სამუშაო ფენად გადავაქცევთ (ეს საკითხები სახელმძღვანელოს მე -4 თავში იქნება განხილული), შესაძლებელი ხდება Hide რეჟიმის გამოყენება, რომლის დროსაც, ჩამოიჭრება გამოსახულების საფუძველი (ტილო), ხოლო ფენები ხელუხლებელი დარჩება. ამის ნახვა შეიძლება ფენის გადაადგილებით ან ტილოს გადიდების შემთხვევაში.
ჩამოსაჭრელი ნაწილის დამუქების – Sheid გადამრთველი, აკონტროლებს Color და Opacity ველებს. პირველ ველზე დაწკაპუნების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ფერთა პალიტრა, სადაც შეიძლება ნებისმიერი ფერის არჩევა, ხოლო მეორე ველის მეშვეობით, რეგულირდება კადრირების ჩარჩოს მიღმა დარჩენილი გამოსახულების დამუქების დონე.
Perspective გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება ჩარჩოს ფორმის შეცვლა, მისი კუთხეების თავისუფალი გადაადგილებით.
პანელის ბოლოს განლაგებულია, ჩვენთვის უკვე ნაცნობი, ჩამოჭრის გაუქმებისა (Cancel crop) და ჩამოჭრის დადასტურების (Commit crop) ღილაკები.

Crop ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე განლაგებულ Perspective გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, ძალიან საინტერესო ეფექტების მიღება შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ გადამრთველის ფუნქციის გამოყენება გამოსახულების გარკვეული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

პერსპექტივა (Perspective (ფრ.) – მიღმა მზერა) არის მეცნიერება სივრცეში მდებარე საგნების სიბრტყეზე ან სხვა ზედაპირზე გადატანის შესახებ, მისი ზომის, ფორმის, ფერისა და შუქ-ჩრდილების გათვალისწინებით. პერსპექტივა შეიძლება იყოს: ხაზოვანი (Crop ხელსაწყოს გამოყენებით სწორედ ამ პერსპექტივის გასწორება ხდება), ტონალური, ოპტიკური, ფერების და ა. შ.
ნატურიდან ხატვის დროს, პერსპექტივის სწორედ გადმოცემა, მხატვარის პროფესიონალიზმზე არის დამოკიდებული. ხოლო ფოტოსურათის გადაღების დროს, პერსპექტივა ავტომატურ რეჟიმში გადმოიცემა და ყველაფერი ოპტიმალურად შერჩეულ გადაღების წერტილზე არის დამოკიდებული. მაღალი შენობის გადაღების დროს, იმისათვის რომ, ის სრულად მოხვდეს კადრში, საჭიროა ფოტოაპარატის გადახრა. გარდა ამისა, ფოტოობიექტივის ხედვის კუთხე ახლოს და შორს მდებარე ობიექტებს მიმართ, მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამის გამო, ზოგიერთი გამოსახულება ხაზოვანი პერსპექტივის გასწორებას საჭიროებს.

გვერდების ჩამოჭრა და პერსპექტივის გასწორება

I სურათზე მოცემულია გამოსახულება არასწორი პერსპექტივით. მსგავსი დეფექტის გამოსასწორებლად, უნდა ჩავრთოთ Crop ხელსაწყო > დავხაზოთ გამოსახულებაზე კადრირების ჩარჩო და ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე ჩავრთოთ Perspective გადამრთველი > კადრირების ჩარჩოს კუთხეები და გვერდები ისე უნდა დავარეგულირით, რომ ჩარჩოს გვერდები ობიექტის გვერდების პარალელური იყოს. ამისათვის, შეიძლება გვერდების პირდაპირ გასასწორებელ ობიექტზე „დასმა“ (II სურათი), ხოლო შემდეგ, გვერდითი მარკერების გამოყენებით, იმდენზე გაქაჩვა, რამდენის საშუალებასაც გამოსახულება მოგვცემს (III სურათი) > დავაჭიროთ Enter ღილაკს ან პარამერტების პანელზე ბრძანების დადასტურების ღილაკს. კადრირების შემდეგ, გამოსახულების პერსპექტივა გასწორდება.

0
267
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0