x
image
Guns N Roses
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

imageროგორც იცით ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში იმყოფებოდა NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გასახსნელად...

ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის პარალელურად, სააგენტო GHN ავრცელებს ინფორმაციას, რომ დღეს, 13:40 საათზე, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაახლოებით, 13:40 საათზე რუსეთის ფედერაციის ორი საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს კონტროლირებად სივრცეში შემოფრინდა.
ვერტმფრენები შემოფრინდნენ კონფლიქტის ზონიდან, კერძოდ კარალაეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობანთან დატრიალდნენ და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია მეჯვრისხევის მიმართულებიდან დატოვეს.
2015 წლის ივლისში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, ვიზიტის დროს რუსეთმა ასევე დაარღია საქართველოს საჰაერო სივრცე.



როგორც მოგეხსენებათ საქართველოში NATO-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გახსნეს. ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა. აქ მომზადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროები გაივლიან. ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოსა და ნატოს შორის შეთანხმება უელსის სამიტის შემდეგ გადაწყდა. ცენტრის საზეიმო გახსნაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ საქართველოს ერთიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრობის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.














0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0