x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ომისთვის მზადება თუ საიდუმლო შეთანხმება? რა ხდება რუსეთ-საქართველოს შორის?

imageრუსეთი აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას იწყებს... რუსეთის სარკნიკიგზო ჯარებმა ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის 33 კილომეტრიანი მონაკვეთის გასუფთავება სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად უკვე დაიწყეს ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზაზე. გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის 500 რუსი საჯარისო მოსამსახურე 50-ზე მეტ ერთეულ სპეცტექნიკასთან ერთად მუშაობს. რუსმა გენერალმა დაადასტურა, რომ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურის ხიდამდე სარკინიგზო ჯარები ივლისის ბოლოს შევიდნენ და მას შემდეგ რკინიგზის ლიანდაგებს წმენდენ. 2008 წლის ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადარებენ პოლიტიკოსები კრემლის დღევანდელ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდეს, ან რკინიგზის აღდგენის გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიეღო.

როგორც იცით ამასთან დაკავშირებით დავით პაატაიამ უკვე გააკეთა კომენტარი...

„დღეს ვხედავთ, რომ არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო რკინიგზის წარმომადგენლები არიან შემოსულები 500 ჯარისკაცი 30 სპეციალისტი ოჩამჩირიდან ენგურამდე 2008 წლის შემდეგ ამ მონაკვეთზე მატარებელს არ უვლია. 2 მომენტია-ან რკინიგზა საომარი მოქმედებებისთვის დასაწყებად ან პროცოკაციისათვის, ან არის შეთანხმება რკინიგზის აღდგენის შესახებ საქართველოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის. რუსეთმა 2005 წელს დაიწყო სოხუმი-აგერის მიმართულებით რკინიგზის აღდგენა. 2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღდმდეგ რუსეთის ფედერაციამ, ამ მომენტში 2 კვირით ადრე რუსეთის რკინიგზის ჯარები იყო შემოსული დაახლოებით 800 კაცი, რომელმაც უცებ აღადგინა რკინიგზა ენგურის ხიდამდე 2008 წელმა აჩვენა, რომ ეს სამხედრო მძიმე ტექნიკისთვის დასჭირდა, “ - ამბობს პაატა დავითაია.



0
913
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
913
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0