x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ვარსკვლავები, რომელთა ნამდვილი სახელები ბევრმა არ იცის

image


ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სახელი გავლენას ახდენს ადამიანის არა მხოლოდ ხასიათზე, არამედ ბედზეც. ამიტომაც შოუ-ბიზნესის ბევრმა ცნობილმა წარმომადგენელმა საკუთარი სახელი ახლით შეცვალა და სწორედ ამ ფსევდონიმებით ვიცნობთ მათ დღეს. მაგალითად, ბევრმა არ იცის რომ დემი მურის ნამდვილი სახელი დემეტრია ჰაინესია, ანი ლორაკს კაროლინა კუეკი ჰქვია, ნატალი პორტმანს - ნატალი ჰერშლაგი და ასე კიდევ ძალიან ბევრი...

ვნახოთ, რითი ხელმძღვანელობენ ვარსკვლევები ფსევდონიმის შერჩევისას და რომელ მათგანს ვიცნობთ მეორადი სახელით.


1. დემი მური - დემეტრია ჯინ ჰაინესი
image

რა თქმა უნდა, დემი მური გაცილებით უკეთ ჟღერს, ვიდრე დემეტრია ჯინ ჰაინესი. თუმცა მსახიობს ფსევდონიმი თავად არ შეურჩევია. ბევრმა არ იცის, რომ სანამ ბრიუს უილისის ცოლი გახდებოდა, დემეტრია (შემოკლებით დემი) ნაკლებად ცნობილ მსახიობზე, ფრედი მურზე იყო გათხოვილი. მათ მხოლოდ 4 წელი იცხოვრეს ერთად. განქორწინების შემდეგ დემის ქალიშვილობის გვარი უნდოდა დაებრუნებინა, მაგრამ პროდიუსერებმა ურჩიეს ქმრის გვარი დაეტოვებინა. მსახიობი ასეც მოიქცა.


2. ვან დიზელი - მარკ ვინსენტი
image

მსახიობმა თავად მოიფიქრა თავისთვის ფსევდონიმი 17 წლის ასაკში. ამ ასაკში მან დაიწყო კოლეჯში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლა და სცენარების წერა. მოგვიანებით აღიარა, რომ საკუთარი სახელი არასოდეს მოსწონდა და ზედმეტად ინტელიგენტურად და ჩვეულებრივად ეჩვენებოდა. "ვან დიზელი" კი შემთხვევით, საკუთარი გვარის ბგერებით თამაშის შედეგად მოუვიდა თავში.


3. ანი ლორაკი - კაროლინა კუეკი

image

მომღერლის ფესვდონიმი მისი სახელის უკუღმა დაწერით წარმოდგა. ეს მოხდა 1995 წლის მარტში, როცა მომავალი ვარსკვლავი რუსეთის ტელევიზიაში დილის გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა. თუმცა გადაცემაში უკვე იყო მიწვეული და გამოცხადებული რუსი მომღერალი, სახელად კაროლინა. ამიტომ შექმნილი უხერხულობიდან თავის დასაღწევად პროდიუსერმა, იური ფალესმა შესთავაზა მას ანი ლორაკის ფსევოდნიმით გამოსვლა.


4. ლედი გაგა - სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტა
image

ვის, თუ არა დამწყებ მომღერალს, სტეფანი ჯოანა ანჯელინა ჯერმანოტას სჭირდებოდა ფსევდონიმი - მისი ნამდვილი სახელი ხომ ასეთი გრძელი იყო. "ლედი გაგა" მისთვის პროდიუსერმა მოიფიქრა ჯგუფ Queen-ის სიმღერის «Radio Ga-Ga»-ს საფუძველზე. მაინცდამაინც ამ სიმღერისა და ჯგუფის არჩევანი კი განაპირობა იმან, რომ მომავალი ვარსკვლავი ზუსტად იმეორებდა ფრედი მერკურის მოძრაობებსა და მიმიკებს.


5. კეტი პერი - კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონი
image

კეტი პერიმ უბრალოდ შეამოკლა თავისი სახელი და აიღო დედის ქალიშვილობის გვარი, რადგან ჰოლივუდში უკვე იყო ერთი ერთი ჰედსონი (მსახიობი კეიტ ჰედსონი).


6. ელტონ ჯონი - რეჯინალდ კენეტ დუაიტი
image

ელტონ ჯონი - ეს არის მომღერლის ორი საყვარელი მუსიკოსის - ჯაზმენის, ალტომ დინისა და ბლუზის მომღერლის, ჯონ ბოლდის სახელების შერწყმით მიღებული ფსევდონიმი.



7. ნიკოლას კეიჯი - ნიკოლას კიმ კოპოლა
image

ნიკოლასმა გვარის გამოცვლა კარიერის დასაწყისშივე გადაწყვიტა, რათა არავის შეეტყო ცნობილ რეჟისორთან, ფრენსის ფორდ კოპოლასთან მისი ნათესაური კავშირის შესახებ. შედეგად მსახიობმა აიღო ორი მისი კუმირის გვარი - კომპოზიტორის, ჯონ კეიჯისა და ამერიკულ კომიქსების გმირის, ლუკ კეიჯის.


8. შაკირა – იზაბელ მებარაკ რიპოლი
image

ზოგი ამტკიცებს რომ "შაკირა" ფსევდონიმია, ზოგიც კი ამბობს, რომ ეს მომღარლის ნამდვილი სახელია და პასპორტში მას შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი უწერია. თავად ვარსკვლავი ამ საკითხზე არ საუბრობს და საკუთარ თავს ყოველთვის "შაკირად" წარადგენს. სხვათა შორის, ეს სიტყვა ჰინდის ენაზე "სინათლის ქალღმერთს" ნიშნავს.


9. ბრიუს უილისი – უოლტერ ბრიუს ბრუნო უილისი
image

დემი მურის ყოფილ მეუღლეს სინამდვილეში უოლტერი ჰქვია, მაგრამ პროდიუსერებმა ეს სახელი შეუფერებლად მიიჩნიეს ბრუტალური და მამაკაცური მსახიობისთვის.


10. ნატალი პორტმანი - ნატალი ჰერშლაგი
image

13 წლის ნატალი ფილმ "ლეონში" გადაიღეს. მაგრამ მშობლები და ნათესავები წინააღმდეგი იყვნენ, რომ გოგონა შოუ-ბიზნესში წასულიყო - ფიქრობდნენ, რომ ამით იგი ჰერშლაგების ოჯახს შეარცხვენდა. შედეგად, მომავალმა ვარსკვლავმა ბებიას გვარი აიღო და ასე დაიწყო კარიერა.


2
543
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
543
  
2015, 24 აგვისტო, 11:12
გაიხარე, ჩემო კარგო. მადლობა.
2015, 24 აგვისტო, 10:39
მომეწონა ძალიან .გავაზიარე... არცერთი არ ვიცოდი ძალიან კარგი ინფორმაციაა მადლობთ ნათი
0 1 2