x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ანეკდოტები

image1. სვანი რეკავს პოლიციაში:
-ალო, მიშველეთ, მანქანა გამიქურდეს. აღარც საჭეა, აღარც სიჩქარეთა გადასართველი, არც აქსელერატორი და არც ტორპედო!
ტელეფონი ითიშება.
ხუთ წუთში ისევ რეკავს:
-ბოდიშით, უკანა სავარძელში ჩავმჯდარვარ …

2. სვანი ფურცელზე ჩამოწერს მომდევნო დღის გასაკეთებელი საქმეების სიას, ე.წ. To-Do-List-ს გააკეთებს. იღვიძებს მეორე დღეს დილით და კითხულობს:
ადექი – ადგება
შედი სააბაზანოში – შედის სააბაზანოში
დაიბანე პირი – იბანს პირს
დაივარცხნე თმა – ივარცხნის თმას
გაიხეხე კბილები …
სვანი იტყვის: მეზარება.
ჩახედავს შემდეგს …
გაიხეხე მეთქი!!!

3. კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:
-აბა ლოგინში.
-კარგი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს …
-მერე რა, გავიცნობთ! ლოგინში!
-ეგრე არ შეიძლება! ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად ხელოვნებაზე, მუსიკაზე …
-კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?
-ა-არა …
-ჰოდა დავაი ლოგინში

4. ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა გურიაში. მოგეხსენებათ, გურულებს და აჭარლებს საერთო საზღვარი აქვთ და ყანების თოხნა გვერდიგვერდ უწევთ. ჰოდა, გაუთავებლად ეტრაბახებიან ერთმანეთს, ვის უფრო კარგი მოსავალი აქვს. შუადღის მზე როცა დააცხუნებს, ერთად ისვენებენ ხის ჩრდილში და ლაპარაკობენ ქვეყნის და მსოფლიოს ჭირ-ვარამზე.

გურული კოლია და აჭარელი მურმანა ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ყანაში. მურმანა მშრომელი კაცი იყო და ყოველთვის თავი მოჰქონდა თავისი ყანითა და სახლ-კარით. კოლია ცოტა ზარმაცი კი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ყველა გურული, ენაკვიმატი. სისხლს უშრობდა მეზობელს, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა.
იმ დღესაც მურმანამ თითქმის დაამთავრა მუშაობა და დასასვენებლად ჩამოჯდა. კოლია კარგა ხნის წამოწოლილი იყო და ელოდა. ბევრი იმუსაიფეს ყველაფერზე - პოლიტიკით დაიწყეს და ამინდით დაამთავრეს, ბოლოს კი ცოლების ქებაზე გადავიდნენ.

- აი ჩემი ცოლი, ჭოვ, ლოგინში გიჟია, გამცვითა კაცი... მარა აი საჭმელების კეთება არ იცის კარგად... - თქვა მურმანამ.
- აპა ჩემი ცოლი ლოგინში ჯირკივითაა, სამაგიეროდ, საჭმელებს აკეთებს იმნაირს, თითებს ჩეიკვნეტ... - უპასუხა კოლიამ.
- მოი, რა ვქნათ, იცი? - მოჭუტა თვალი მურმანამ, იფიქრა გავეხუმრებიო, - გავცვალოთ ცოლები, მასე თუა.
კოლია არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა:
- გაცვლა რად გვინდა, ძამა, შენი ვიხმაროთ და ჩემი საჭმელს გაგვიკეთებს.

0
435
3-ს მოსწონს
ავტორი:zuginio
zuginio
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0