x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შვედმა გოგონამ ბრეივიკს 150 სასიყვარულო წერილი გაუგზავნა
imageამ საუკუნის ყველაზე ცნობილ ტერორისტმა, ანდერს ბრეივიკმა, რომელმაც 77 ადამიანი მოკლა 150 სასიყვარულო წერილი მიიღო შვედი ახალგაზრდა ქალისგან.


20 წლის გოგონამ აღიარა, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია."მე ვზრუნავ მასზე, ისე ახლა როგორი დაუცველ მდგომარეობაშია"-განცხადა ვიქტორიამ.

image

ამჟამად ვიქტორია ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ პატიმარს შეუმსუბუქდეს ციხეში ყოფაცხოვრების პირობები.ბოლო ოთხი წელიწადის განმავლობაში ბრეივიკი მკაცრ იზოლაციაში იმყოფება.მიუხედავად მრავალრიცხოვანი წერილებისა წყვილი არ შეხვედრია ერთმანეთს.ეს ციხის კანონების თანახმად აკრძალულია.



გოგონამ ბრეივიკს საჩუქრებიც გაუგზავნა, მაგალითად ცისფერი ჰალსტუხი, რომელიც მას ეკეთა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე.ვიქტორია თვლის, რომ ამით ბრეივიკის "მორალურ სულისკვეთებას" ამაღლებს.

image

გოგონამ საპასუხოდ ბრეივიკისგან მხოლოდ ორი წერილი მიიღო, დანარჩენმა მისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, "ცენზურა ვერ გაიარა".


როგორც გამოცემა The Daily Mail-ი აღნიშნავს, სამედიცინო თვალსაზრისით მსგავს გატაცებას ეწოდება "ბონი და კლაიდის" სინდრომი, ანუ ჰიბრისტოფილია-სექსუალური ლტოლვა დამნაშავეების მიმართ.




ანდრეს ბრეივიკი, ნორვეგიელი ტერორისტი- 2011 წლის 22 ივლისს, ოსლოს სამთავრობო კვარტალში მოწყობილი აფეთქებისა და ნორვეგიის შრომის პარტიის ახალგაზრდულ ბანაკზე მის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა 151, ხოლო გარდაიცვალა 77 ადამიანი, მათ შორის ჩვენი თანამემამულე თამთა ლიპარტელიანი.


ნორვეგიის სასამართლოს 2012 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ანდერს ბერინგ
ბრეივიკს მიესაჯა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვადის გაზრდის
შესაძლებლობით.

image

image








0
227
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0