x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ყველაზე პოპულარული საიდუმლო შეთქმულების თეორიები
ალბათ ყველა თქვენგანს უყვარს განსჯა თუ მსჯელობა ამა თუ იმ საიდუმლო შეთქმულების თეორიებზე და ყოველ დღე ახალ და უპრეცედენტო ვერსიას ასახელებს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ისტორიული მოვლენებისთვის. საუბარი რომ აღარ გამიგრძელდეს, გადავალ პირდაპირ სტატიის თემაზე და წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარული საიდუმლო შეთქმულების თეორიებს და თუ თვლით, რომ მასში სიმართლე მხოლოდ მცირედია, კომენტარების სახით დაწერეთ საკუთარი მოსაზრება ან ცოდნა მათ შესახებ.




image


1). ხელისუფლების მიერ დაგეგმილი 11 სექტემბრის ტერაქტი. ყველას კარგად ახსოვს ალბათ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი, რომელიც ტყუპ შენობებად წოდებულ უდიდეს სავაჭრო ცენტრებზე განახორციელეს. ბევრი აცხადებს, რომ ჯორჯ ბუშმა (ამერიკის პრეზიდენტი) და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და შეგნებულად არ შეუშალეს ხელი. ამით ხელი შეეწყოთ მოეპოვებინათ საზოგადო მილიტარიზაცია, განემტკიცებინათ სახელმწიფო პოლიციური სისტემა და ჩაეტარებინათ შიდა და გარე პოლიტიკა. სხვა მხარე აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ამერიკის ახალი საუკუნის ახალ პროექტს, სადაც კონსერვატიული სავაჭრო ცენტრები ახდენენ გავლენას აშშ-ს გლობალიზაციაზე. ბუშის ადმინისტრაციის წევრები ამ დროს იყვნენ: ყოფილი თავდაცვის მდივანი "დონალდ რამსფელდი", ვიცე-პრეზიდენტი "დიკ ჩეინი" და სხვა რამოდენიმე ფიგურა კიდევ. 1990 წელს ამ ჯგუფის მიერ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "საჭიროა ზოგიერთი კატასტროფული და მაკატალიზირებელი ღონისძიება, რათა საზოგადოებამ გადაიტანოს საკუთარი ყურადღება უფრო სასარგებლოდ".







image2). ებრაელების მსოფლიო შეთქმულება. ეს თეორია უახლეს ისტორიაში სიონსის წარმომადგენელ უხუცესთა დამსახურებით შემოინახა. უამრავი ოქმის თანახმად წარმოადგენს ანტისემიტური ლიტერატურულ გაყალბებას, თითქოს ებრაელები ამ შეთქმულებით აპირებდნენ მსოფლიოზე ბატონობას. მრავალი გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ ეს მხოლოდ პლაგიატი და ტყუილია, თუმცა განსაზღვრულ ნაწილს მიაჩნია, რომ რეალური დოკუმენტის პროტოკოლია. შეთქმულება მიმართული იყო რუსეთის რევოლუციისკენ, რომელიც 1905 წელს დაიწყო, თუმცა მსოფლიოსთვის მხოლოდ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციით გახდა ცნობილი. ეს თეორია ფართოდ გავრცელდა დასავლეთშიც და გამოიწვია დიდი დეპრესია ნაციზმის.








image3). როზუელის ინციდენტი. როზუელმა გამოიწვია საზოგადოების შეშფოთება, როდესაც ადგილობრივმა ფერმერმა ახალ მექსიკაში (ა.შ.შ) 1947 წლის ივლისში აღმოაჩინა გაურკვეველი, მფრინავი ობიექტის ნაშთები. მას შემდეგ ჩატარდა მრავალი კვლევა, გამოკითხვები, ინტენსიური მოლაპარაკებები და ჩამოყალიბდა განსხვავებული ვარაუდები იმის შესახებ თუ რა მოხდა ამ დღეს, თუმცა ძნელი იყო იმის გაგება რა ჩათვლილიყო სანდო მტკიცებულებად და რა არა. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ამტკიცებდა, რომ საჰაერო კვლევის საიდუმლო შეჯახება იყო. 1990 წელს, UFO-ს მკვლევარებმა Friedman-ი, William Moore, Karl Pflok-ი და Kevin Randle და Don Schmitt-ის გუნდმა ჩაატარა გამოკითხვები რამდენიმე ასეულ ადამიანთან, რომელთაც ჰქონდათ შეხება 1947 წელს როზუელთან. მრავალი დოკუმენტის შედგენის ფონზე, სახელმწიფოს მიერ კანონით გაცემული დადგენილების შესაბამისად მტკიცებულება გამოცხადდა თავისუფალ ინფორმაციად. მათი დასკვნები კი შემდეგია: უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა სწორედ იმ ადგილას და შეიპარნენ მთავრობის საიდუმლოდ კვლევით ცენტრებში.





image4). ჯონ კენედის მკვლელობა. 1963 წლის 22 ნოემბერს, პარასკევ დღეს დალასში, ამერიკის შეერთებული შტატების, რიგით ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტის- "ჯონ კენედის" მკვლელობა მოხდა. კენედი მოკლეს, როდესაც ის მგზავრობდა საპრეზიდენტო კორტეჟით მეუღლე ჟაკლინთან ერთად. კომისია Warren-ის მიერ ათი თვის განმავლობაში წარმოებდა ამ საქმესთან დაკავშირებული გამოძიება, 1964 წლის სექტემბერში კი კომისიამ დაასკვნა, რომ კენედი მოკლული იქნა ტეხასის წიგნთსაცავის თანამშრომლის Lee Harvey Oswald-ის მიერ. მკვლელობის შემდეგ ძალიან ბევრი თეორია წამოაყენეს, რა მიზეზითაც შეიძლება მოეკლათ პრეზიდენტი, მოსაზრებებში უშუალოდ დომინირებს დანაშაულებრივი ჯგუფური შეთქმულება, სადაც შეიძლება მონაწილეობა მიეღო ფედერალურ სარეზერვო, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA), კგბ-ს, მაფია-ს, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორ J-ს .. ედგარ ჰუვერს, ვიცე-პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს, რიჩარდ ნიქსონს, ფიდელ კასტროს, კუბის ჯგუფს და კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროს.





image5). პრინცესა დაიანას მკვლელობა. 1997 წელს უელსის პრინცესა Diana და Dodi Fayed-ი (შვილი მუჰამედ ჰაიედის- მფლობელი Harrods და Ritz Hotel-ის) გარდაიცვალნენ ავტოავარიაში პარიზში, როდესაც გაურბოდნენ "ფოტორეპორტიორებს". დაიანა იყო ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელი, ხოლო დოდი ფაიედი კი მუსულმანი, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ მკვლელობა იყო შეკვეთილი, რათა მათი ურთიერთობებით გამოწვეული სამომავლო სკანდალები აეცილებინა თავიდან სამეფოს ინგლისში. იყო ასევე ჭორები, რომ დაიანა იყო ორსულად დოდისგან და აპირებდა მასზე ქორწინებას და ისლამის მიღებას. თეორეტიკოსების თქმით შეთქმულებასა და მკვლელობაში დამნაშავე საფრანგეთის დაზვერვა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, მედია, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური, მოსადი ან საგადასახადო ინსპექციაა.







image6). მთვარეზე დაჯდომა- სიცრუეა. შეთქმულების თეორეტიკოსები ამტკიცებენ, რომ მთვარეზე დაჯდომა იყო ფალსიფიცირებული NASA-სა და სხვა ჩართული ორგანიზაციების მიერ. ზოგიერთი დაჯგუფება ამ კვლევებში მონაწილეობის შემდეგ ისტორიული მტკიცებულებებით ავლენს სიმართლეს, რომ არანაირი დაჯდომა არ განხორციელებულა მთვარეზე, თუმცა NASA განაგრძობს დუმილს. ფოტოები, რომლებიც მთვარეზეა გადაღებული NASA-ს თქმით, ფოტოექსპერტებმა გადაამოწმეს, რომლებიც არანაირად არ თანამშრომლობდნენ NASA-ს ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და განმარტავენ, რომ ბუნებრივი პროცესები, რაც მიმდინარეობს დედამიწაზე, არსებითად განსხვავდება მთვარეზე მიმდინარე ბუნებრივი პროცესებისგან, ამიტომ ფოტოების იგივე მეთოდით მიღება, როგორც დედამიწაზე ვიღებთ, ყოვლად მიუღებელია მთვარეზე. არსებობს სხვა მრავალი შემთხვევებიც, როდესაც NASA ამახინჯებს ამა თუ იმ ფოტოს, რათა საზოგადოების პროვოცირებაზე გავლენა მოახდინოს.







image7). ფატიმას სამი საიდუმლო. ფატიმას სამი საიდუმლოთი ცნობილი ფაქტია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება სამ საიდუმლო წინასწარმეტყველებას, რომელიც დედა ღვთისმშობელმა გადასცა სამ პორტუგალიელ მწყემსს Lucia Santos-ს და მის ნათესავებს Jacinta და Francisco Marto-ს. 1917 წლის მაისიდან ოქტმობრის ჩათვლით ბავშვებს ეცხადებოდა ღვთისმშობელი და გადასცემდა საიდუმლოებებს წინასწარმეტყველების შესახებ. 1941 წელს ორი საიდუმლო გაირკვა, მესამე კი ღვთისმშობლის ბრძანებით კვლავ დარჩა საიდუმლოდ. ეპისკოპოსმა Leiria-მ უბრძანა Lucia-ს, რომ ეს საიდუმლოებები წერილობით გადაეცა რომის პაპისთვის. ერთ-ერთი კათოლიკე მღვდელი, რომელმაც ორიგინალი წერილობითი მესამე საიდუმლო ნახა საკუთარი თვალით, გამოთქვამს დავას ოფიციალურ საიდუმლოს ინტერპრეტაციაზე, რომელიც გამოიცა ვატიკანში. პირველი ორი საიდუმლო ადვილად და ძალიან მალე გახდა ყველასთვის ნათელი, ხოლო მესამე საიდუმლოს გაშიფვრასა და წინასწარმეტყველების დადგენას ექსპერტების მთელი რიგი დაჭირდა.



2
1217
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1217
  
2015, 2 სექტემბერი, 10:48
პოლიტიკა ისეთივე ბინძურია როგორც მეძაობა
2015, 22 აგვისტო, 15:33
11 სექტემბრის ტერაქტი ბუშის ნამუსზეა .....მაგის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე სადაც აღნიშნეს რომ ტერაქტი ბუშის და აშშ ს ინტერესს ემსახურებოდა
0 1 2