x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საშინლად მდიდარი ქალაქი დუბაი და შეიხების შოკისმომგვრელი შესაძლებლობები
ადამიანები სოციალურად არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა მათი სამი ძირითადი ფენა გამოიყოფა: მდიდარი, საშუალო და ღარიბი. დუბაი ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, რომლის სახელიც განუყოფლად უკავშირდება დიდ სიმდიდრესა და უპრეცედენტო ფუფუნებას, სადაც მდიდარი შეიხების ფანტაზიები ხშირად სცილდება ყველაზე გონივრულ ფარგლებსაც კი.


მოდით ერთად ვიმოგზაუროთ მარგალიტად წოდებულ სპარსეთის ყურეში, სადაც შეუზღუდავი ფინანსური რესურსების წყალობით ნამდვილ სასწაულებს ვიხილავთ:



1. აქ შენობები ღრუბლებზე მაღლა დგას.

image




2. სულ ცოტა ხნის წინ აქ უდაბნო იყო, ეხლა კი ცათამბჯენებია აღმართული.

image



3. უცხოპლანეტელთა თეფშის ფორმის ულტრათანამედროვე არქიტექტურა პირდაპირ ქვიშიანი სანაპიროს ფონზე.

image



4. ქვიშის სანაპიროსა და პალმებს შორის წარმოუდგენელია გოლფის მინდვრები, თუმცა ეს დუბაია.

image



5. აქ ბაღებიც კი ფანტასტიურია.

image




6. შესაძლებელია ახალი კუნძულების წარმოქმნაც.

image




7. თუ ცათამბჯენებმა, აყვავებულმა ბაღებმა ან თუნდაც კუნძულებმა ვერ გაგაოცათ, მაშინ შეგიძლიათ სავახშმოდ წყალქვეშ ჩახვიდეთ, დაათვალიეროდ წყალქვეშა სამყარო და ღამეც კი გაათიოთ წყალქვეშა სასტუმროში.

imageimageimage



8. თუ თოვლზე სრიალი მოგინდებათ, არც ეგ არის პრობლემა, უდაბნოს შორის თოვლსა და სასრიალო მოედანსაც მონახავთ.

image




9. ასევე შეგიძლიათ წაიხემსოდ ყინულის კაფეში, სადაც ტემპერატურა 6 გრადუსია და ოთახის გარშემო ყველა ავეჯი ყინულისაა: მაგიდები, სკამები, ჭაღებიც კი. განათებები კი ხდება სპეციალური, გამორჩეული სანათებით, რომლებიც არ გამოყოფს სითბოს, რადგან ამან არ გამოიწვიოს ყინულის ლღობა. სავარძლებს კი, რომლებიც ასევე ყინულისაა, გადაკრული აქვს აკრილის ბალიშები, რომლებიც ახშობს სიცივეს. კაფის სტუმრებისათვის მომსახურე პერსონალს აქვს სპეციალური თერმული სარჩლები და ფეხსაცმელი. აქვთ ასევე სასმელის ფართო არჩევანი და თქვენდა გასაოცად მასაც ყინულის ბოკლებით მოგართმევენ. ასე, რომ თუ მოხვდებით როდისმე დუბაიში და მოგინდებათ ცხელ კლიმატს თავი დააღწიოთ, მიაშურეთ კაფე "Ice Chillout"-ს, სადაც სტუმრობა სულ რაღაც 16 $ დაგიჯდებათ.

image

image



10. ალბათ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე ხართ და არა უდაბნოში? მაშინ დაესწარით უდაბნოს ერთ-ერთ სპორტს, სადაც აქლემებით ჯირითობენ რობოტები.

image




11. ავტომობილებიც კი მოოქროვილია.

image




12. სასეირნოდ კი აი ასეთი "ფისუნიები" დაყავთ.

image




13. ოქროს სამკაულები, რომლებიც დუბაის საიუველირო მაღაზიებში იყიდება.

image




14. ბავშვებს ფუფუნებას თოთო ასაკიდან აჩვევენ. (ოქროს საწოვარები)

image




15. ოქროს გამყიდველი ოქროს ავტომატი.

image




16. აი ასეთია დუბაი- დიდებული, მდიდრული, ლამაზი და ცოტა ველური.

image



მათი უსაზღვრო სიმდიდრე საზოგადოებაში იწვევს შოკს, ქარიშხლისმაგვარ ემოციებს, აღტაცებას, სიძულვილს, შავ და თეთრ შურს. თქვენ რა აზრის ხართ?


9
1571
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1571
  
2015, 2 სექტემბერი, 12:18
ღმერთმა გისმინოს იინ :*
2015, 2 სექტემბერი, 10:19
ამას მესამე ოცნებას დავარქმევ,პირელი პირამიდების ნახვაა,მეორე ტაჯ-მაჰალი ეს მესამე იყოს
2015, 24 აგვისტო, 13:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მეამეა-ის კომენტარზე
2015, 22 აგვისტო, 13:38
ჩვენთან ფულს მხოლოდ საკუთარი "მუცლების გასაძღომად" და უცხო ქვეყნებში ფრენისთვის ხარჯავენ, ქვეყნის მოვლა არავის ადარდებს. სამწუხაროდ.
2015, 22 აგვისტო, 13:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 21 აგვისტო, 15:05
ბედნიერო. მადლობა დაპატიჟებისთვის ;)
2015, 21 აგვისტო, 15:02
ძალიან მაგარი ქალაქია, ნამყოფი ვარ. სტატიის ავტორს დავპატიჟებდი ასეთი კარგი სტატიისათვის :)
2015, 21 აგვისტო, 14:48
დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი
2015, 21 აგვისტო, 14:43
დზაან მაგარია .. იქნებ მეგირსოს ოდესმე მ მანდ წასვლა :D
0 1 9