x
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების, შეხვედრა NIMD-ის დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან

image18 აგვისტოს, დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ, ქალაქ თელავის საკრებულოში ახლად დაფუძნებული ფრაქცია -“ქართული ოცნებას'' თავმჯდომარემ დავით ჯორჯაძემ და ფრაქციის სხვა წევრებმა. დავით ჯორჯაძემ შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებას ფრაქციის სამომავლო მიზნები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დემოკრატიის სკოლის მონაწილეებმა საკრებულოს წევრებს ქალაქის განვითარებისათვის სხვადასხვა ინიციატივები შესთავაზეს, ასევე ისაუბრეს ქალაქში არსებულ პრობლემებზე. საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ სასურველია მსგავსი შეხვედრები ხშირად გაიმართოს.

ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ჯორჯაძე შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ახლად დაფუძნებული ფრაქციის გეგმები imageდავით ჯორჯაძის განცხადებით:
„ეს არ იქნება პირველი შეხვედრა, ეს შეხვედრები გაგრძელდება პერმანენტულდა, არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, და ზოგადად თელავის მოსახლეობასთნ. ჩვენ მოვისმენთ ყველანაირი კრიტიკას, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას, და სწორედ საერთო ძალისხმევით, შევძლებთ, რომ თელავისთვის უფრო მეტი სიკეთე გავაკეთოთ, რაც ჩვენი ვალდებულებაცაა და დიდი სურვილიც.

როგორც შეხვედრის მონაწილემ, ბექა ყარაულაშვილმა შეაფასა:
-კარგია თუ შეხვედრა შეხვედრისთვის არ დარჩება, და მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა შეხვედრის შემდეგაც, აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. იმედი მაქვს ფრაქცია „ქართული ოცნება“ საინტერესო იდეებით და სასარგებლო ინიციატივებით წარსდგება საკრებულოს წინაში და მოხდება რეალურად არსებული პრობლემების გადაჭრა.
შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა მაწანწალა ძაღლების, წყალმომარგების, და პარკირების პრობლემას.image

შეხვედრას ესწრებოდნენ. ფრაქციის წევრები: საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მისი მოადგილე გია გიგიაშვილი და ეკომონიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ემინაშვილი

0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0