x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
წერას ატანილი ბაიკერი – სახალისო ისტორია

image

ახალგაზრდა კაცი ბარში იჯდა და სასმელს მიშტერებოდა, როდესაც ერთი ახმახი, დაახლოებით ისეთი სულ რომ უსიამოვნებას ეძებს, ბაიკერი შემოვიდა, მიუახლოვდა, ხელი სტაცა მის სასმელს და სულმოუთქმელად გადაყლურწა.


"ეს რა ჯანდაბა გააკეთე?" – იყვირა გამწარებულმა კაცმა და ცრემლები წასკდა. "კარგი რა, კაცი არა ხარ? ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ამის გამო ატირდებოდი. ვერ ვიტან ცრემლებს, მით უმეტეს, როცა კაცები ტირიან."


"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე მქონდა, " - უპასუხა ახალგაზრდამ. "ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ ამ ქვეყანაზე. დილით შეხვედრაზე დავიგვიანე და უფროსმა გამომაგდო სამსახურიდან. შემდეგ მანქანების სადგომისკენ წავედი, მაგრამ მანქანა იქ აღარ დამხვდა – თურმე მოუპარავთ, არა და დაზღვევა არ მაქვს. მერე საფულე ტაქსიში დამრჩა, სახლში რომ მივედი ჩემს ცოლს მებაღესთან ერთად ჩემივე საწოლში წავასწარი; უკან რომ გამოვბრუნდი, წარმოიდგინე, საკუთარმა ძარლმა დამკბინა. ჰოდა, აქ მოვედი რომ უკანასკნელი ძალები მომეკრიფა და ამ ყველაფრისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა – ვიყიდე სასმელი, ჩავაგდე კაფსულა და ჩემთვის ვიჯექი და ველოდებოდი სანამ საწამლავი გაიხსნებოდა, როდესაც შენ, შე სახედარო, მოულოდნელად გამოჩნდი და მთელი სასმელი გამომიცალე." კაცმა ღრმად ამოიოხრა, უკანასკნელი ცრემლი მოიწმინდა და გაოგნებულ ბაიკერს მიმართა: "საკმარისია, ჩემზე საუბარი. ახლა შენ მომიყევი, დღემ როგორ ჩაიარა?"

2
112
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
112
  
2015, 27 აგვისტო, 19:01
დიდი მადლობა
2015, 27 აგვისტო, 18:51
მაგარი იყო
0 1 2