x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ დავიძინოთ ერთ წუთში?

image



ძალიან ბევრს აწუხებს უძილობა, მითუმეტეს ზაფხულის ცხელ ღამეებში. ბევრ ჩვენგანი დაწოლის შემდეგ რამოდენიმე საათი წვალობს ჩაძინებისთვის. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მეთოდს, რომლის დახმარებით ერთ წუთში შეძლებთ დაძინებას. მართალია ძალიან უაზროდ ჟღერს, მაგრამ..

ყველაფერი რისი გაკეთებაც არის საჭირო:


* წყნარად შევისუნთქოთ ცხვირით ოთხი წამის განმავლობაში.

* შევწყვიტოთ სუნთქვა შვიდი წამის განმავლობაში.

* ამის შემდეგ წყნარად ამოვისუნთქოთ პირით რვა წამის განმავლობაში.


აი ასეთი ადვილი მეთოდია. ეს, ასე ვთქვათ "სუნთქვის ვარჯიში" ანელებს ჩვენს გულის ცემას და აწყნარებს ძალიან მალე. ასევე ამ მეთოდის დახმარებით თქვენი ნერვული სისტემაც წყნარდება, რადგანაც თქვენ გიწევთ თვლა და ყურადღების მიქცევა თქვენი სუნთქვისთვის. საბოლოოდ კი მთელი თქვენი სხეული დუნდება. ამ მეთოდს ეწოდება "4-7-8". ასევე ცნობილია, რომ ეს მეთოდი ინდოელებმა რამოდენიმე საუკუნის წინაც იცოდნენ.



1
1727
8-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1727
  
2019, 26 აპრილი, 0:41
ამ ღამით ვცდი :)
0 1 1