x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იენ გილანი 70
imageდღეს 19 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა იენ გილანს, როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალისტს.უპირველესად ცნობილი, როგორც ჯგუფ Deep Purple-ს სოლისტი.აგრეთვე ჰყავდა საკუთარი ჯგუფი Ian Gillan band.ასევე ერთი წელი მღეროდა ჯგუფ Black Sabbath-ში. მანვე შეასრულა იესო ქრისტეს პარტია ენდრიუ ლოიდ უებერის ლეგენდარულ მიუზიკლში "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" (პირველ ორიგინალ აუდიოჩანაწერში).


თავისი კარიერის საუკეთესო(1969-1982) წლებში ის ფლობდა საკმაოდ ძლიერ და ფართო დიაპაზონის მქონე ხმას (E2 - C6), მას თავისფლად შეეძლო, ზედმეტი ძალდატანების გარეშე დაბალიდან მაღალ ტონალობაში დომინირება, ამასთანავე აგრესიული ჩახრინწული ხმიდან უცებ ნაზ და ლირიულ ხმაზე გადასვლა.1983 წლიდან მის უზადო ხმას პრობლემები შეექმნა, ამის შემდეგ მომღერალი ე.წ ცხვირისმიერი ვოკალით მღერის.

imageფოტოზე: იენ გილანი თბილისში, მეუღლე ბრონთან ჯვრისწერის ცერემონიალი(1990წელი)




ვიდეოისტორია ფაქტებში:




1–იენ გილანი კარიერის დასაწყისში ჯგუფ Episode Six -თან ერთად 1967 წელი.მასთან ერთად ბასისტი როჯერ გლოვერი.ცოტა ხანში ისინი კარიერას deep purple-ში გააგრძელებენ, სადაც მსოფლიო დიდებას მოიპოვებენ.



2-დებიუტი Deep Purple-ში 1969 წელი სინგლი-Hallelujah



3-1969 წლის 24 სექტემებერი deep purple და ლონდონის სიმფონიური ორკესტრი-The Royal Albert Hall -ში.




4-1970 წელი სინგლი Black Night-ი, რომელმაც ბრიტანეთის ჩარტებში მე-2 ადგილი დაიკავა.




3-კომპოზიცია Child in Time, ომის საწინააღმდეგო სიმღერა, სადაც იენ გილანის კივილი თაობებს გადაწვდა.



4-იენ გილანის ფანტასტიურად შესრულებული ქრისტეს პარტია როკ-ოპერიდან "იესო-ქრისტე სუპერვარსკვლავი"-მას შემდეგ უამრავმა მომღერალმა იმღერა ეს არია, თუმცა ...



5-Deep Purple - Smoke On The Water-(1973 წელი, კონცერტი აშშ-ში)პერიოდი როდესაც ჯგუფი დიდების მწვერვალზე იყო, ამავე პერიოდში დაიწყო კონფლიქტი მომღერალ იენ გილანსა და გიტარისტ რიჩი ბლეკმორს შორის.




6- "Fighting man"-მომღერლის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა სოლო შემოქმედებიდან სადაც ჩანს მისი ფანტასტიური ვოკალური შესაძლებლობები.


7-იან გილანი Black Sabbath -ში 1983 წელი "Trashed".




8-დაბრუნება, deep purple-ს ხელმეორედ შეკრება და ტრიუმფი-perfect strangers(1984 წელი)



9-rock aid armenia-საქველმოქმედო ჩანაწერი, რომელიც სომხეთის მიწისძვრას მიეძღვნა, იან გილანი და რიჩი ბლეკმორი ბრიტანელ როკ-ვარსკვლავებთან ერთად.(1989წელი)-Smoke on the Water-ის ახალი ვერსია.


10-იენ გილანს ხელმეორედ უშვებენ Deep Purple -დან, ამჯერად რიჩი ბლეკმორს ჯგუფის სხვა წევრებიც უჭერენ მხარს, მიზეზი გადამბული ლოთობა.


სიმღერა სოლოალბომიდან No Good Luck (1990)



11-დუეტი ბერძენ მომღერალ მიხალის რაკინძისთან-Get Away.(1992)



12-ისევ დაბრუნება Deep Purple-ში მენეჯერების და ჯგუფის სხვა წევრების მოთხოვნით და "ოქროს შემადგენლობის"უკანასკნელი ალბომი.სცენაზე და მის მიღმა გილანი და ბლეკმორი თითქმის საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, მალევე უკვე ბლეკმორმა დატოვა ჯგუფი.



13-Deep Purple Sometimes I feel like screaming -1996 წელი-უკვე გიტარისტ სტივ მორსთან ერთად-" ბლეკმორმა როცა ჯგუფი დატოვა, თითქოს ღრუბლები გაიფანტა და მზემ გამოანათა"-განაცხადა იენ გილანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.




13-იან გილანი და ლუჩანო პავაროტი-Nessun Dorma-2003 წელი-მოდენა.






14-Whocares-საქველმოქმედო პროექტი როკ-ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც გიუმრში ბავშვთა მუსიკალური სკოლის აღდგენას მოხმარდა.




15-Vincent Price" Official Video -ჯგუფის ბოლო ალბომიდან -2013 წელი.




P.S.-ლეგენდარული Deep Purple თბილისში 2013 წლის 5 ივნისი, იენ გილანის ფანებთან შეხვედრა "ვანოს შოუს" დამთავრების შემდეგ.





0
211
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0