x
image
მანჩო 777
უნდა დავუჯეროთ თუ არა პროდუქტების შეფუთვაზე აღნიშნულ შენახვის ვადას - რამდენ ხანს ინახება სინამდვილეში პროდუქტები?
შეიძლება თუ არა დავლიოთ რძე, რომელსაც უკვე გაუვიდა შენახვის ვადა, ან თამამად მივირთათ შოკოლადის ფილა, რომელმაც ჩვენს მაცივარში 1, 5 წელიწადი დაჰყო? ამ კითხვებზე პასუხს გამომცემლობა Business Insider -ის ჟურნალისტები გაგვცემენ, რომლებმაც პროექტ StillTasty-ის ფარგლებში მოამზადეს მცირე სახელმძღვანელო იმის შესახებ, თუ რამდენ ხანს ინახება ესა თუ ის პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე, მაცივარში ან საყინულეში. ამ რეკომენდაციების შემუშავების დროს ჟურნალისტებმა ისარგებლეს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევებით. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ამონარიდს ამ მასალიდან, რომელიც თქვენ ნამდვილად გამოგადგებათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში.


image


შოკოლადის ფილა



image


საყინულეში შოკოლადის ფილა 1, 5 წელიწადი ინახება, ამასთან სასურველია ის დახურული კონტეინერში იყოს მოთავსებული.

მაცივარში შოკოლადი ერთი წელი ინახება. თეთრი ნადები, რომელიც ამ დროს შოკოლადის ზედაპირზე წარმოიქმნება, გაციებული ცხიმის ფენაა და სრულებითაც არაა მავნებელი ადამიანისათვის.

ოთახის ტემპერატურაზე შოკოლადი 6-9 თვეს ინახება (შენახული უნდა იყოს მშრალ და გრილ ადგილას).

წითელი და თეთრი ღვინოები


image


საყინულეში ღვინის გახსნილი ბოთლი 5-6 თვემდე ინახება.

მაცივარში გახსნილი ბოთლის შენახვის ვადა 3-5 დღეა.

ოთახის ტემერატურაზე გაუხსნელი ღვინის ბოთლი შეიძლება 3 წლამდე შევინახოთ, თუმცა არის ღვინის სახეობები, რომლებიც 100 წელზე მეტი ხანიც კი ინახება.



პასტერიზებული რძე ( ცხიმიანობა 1-2, 5 %)


image


პასტერიზებული რძე შეფუთულ მდგომარეობაში საყინულეში სამ თვემდე ინახება,

მაცივარში კი-ერთი კვირა მწარმოებლის მიერ მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ ( შეფუთულ მდგომარეობაში).

ოთახის ტემპერატურაზე პასტერიზებული რძე 3-4 საათს ინახება (გახსნილ მდგომარეობაში). მკვლევარების აზრით, რძე მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მწარმოებლის მიერ დადგენილი შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში (სწორი ტეპმერატურული რეჟიმის პირობებში) შესაძლებელია გამოვიყენოთ.

პირველი ნიშნები, რომლებიც მიგვითითებს იმაზე, რომ რძე გაფუჭდა, შემდეგია: მომჟავო სუნი, მოყვითალო შეფერილობა, რძის შესქელება.



იოგურტი


image


იოგურტი შეფუთულ მდგიმარეობაში საყინულეში ინახება 2 თვე. ამასთან ტემპერატურა საყინულეში არ უნდა აღემატებოდეს -17 გრადუსს ცელსიუსით.

მაცივარში იოგურტი ვარგისია საკვებად შენახვის ვადის ამოწურვიდან 7-10 დღის შემდეგაც კი.

ოთახის ტემპერატურაზე იოგურტის შენახვის ვადა 2-3 დღეა.

განსაზღვრა იმისა, რომ იოგურტი გაფუჭდა, ადვილია ორი ნიშნის მიხევდით: მომჟავო სუნი და არაერთგვაროვანი კონსისტენცია.



ქათმის კვერცხი


image


საყინულეში კვერცხის შენახვის ვადა ერთი წელია.

მაცივარში - 3-დან 5 კვირამდე.

ოთახის ტემპერატურაზე - ორი კვირა.

აღასანიშნავია, რომ კვერცხის შენახვა რეკომენდირებულია არა მაცივრის კარებზე დამაგრებულ კვერცხის ჩასაწყობ სპეციალურ უჯრედებში, არამედ მაცივრის შუა ნაწილში მდებარე თაროზე, სადაც მისი შენახვისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა.

კვერცხის გაფუჭების მანიშნებელია ამღვრეული ცილა და არასასიამოვნო სუნი.



საქონლის ან ღორის ხორცი


image


საყინულეში ხორცი 12 თვემდე ინახება, თუმცა ამ დროს ტემპერატურა -17 გრადუსზე მაღალი არ უნდა იყოს.

მაცივარში ხორცის შენახვა 3 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

არაა რეკომენდირებული გაყინული ხორცის გამოდნობა და ხელახლა გაყინვა, რადგან ამ დროს მასში არსებული ყველა სასარგებლო ნივთიერება იკარგება და ხორცის გემოც უარესდება.



ფრინველის ხორცი


image

საყინულეში ფრინველის ხორცი 9 თვე შეიძლება შევინახოთ, ხოლო მაცივრის თაროზე 1-2 დღე.



ნედლი თევზი


image


საყინულეში ნედლი თევზი 2-3 თვე ინახება. თუ გვსურს ის გაცილებით დიდხანს შევინახოთ, ჯობია შემოვხსნათ მაღაზიის შეფუთვა და პლასტმასის კონტეინერში მოვათასვოთ.

მაცივარში ნედლი თევზი 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება შევინახოთ.



ტომატის კეტჩუპი


image


ტომატის კეტჩუპი გაუხსნელ შეფუთვაში მაცივარში 12 თვე შეიძლება შევინახოთ, ხოლო გახსნილი 6 თვე.

ოთახის ტემპერატურაზე კეტჩუპი გახსნილი შეფუთვით 30 დღის განმავლობაშია ვარგისი.


თაფლი


image


თაფლის შენახვის ვადა განუსაზღრელია, ის შეიძლება ოთახის ტემპერატურაზე უსასრულო ვადით შევინახოთ, თუმცა დაცული უნდა იყოს შენახვის ელემენტარული პირობები: თაფლი უნდა შევინახოთ გრილ, ბნელ და მშრალ ადგილას მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. ზოგიერთი თვლის, რომ დროთა განმავლობაში ამ პროდუქტის ხარისხსი უარესდება, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება: თაფლში ძალიან დიდი დროის შემდეგაც კი არ მცირდება სასარგებლო ნივთირებების შემცველობა. თუმცა შესაძლებელია ამ პროდუქტმა ხანგრძლივი შენახვის დროს ფერი და კონსისტენცია შეიცვალოს, მაგრამ ეს მის კვებით ღირებულებებზე ცუდად სულაც არ მოქმედებს.


5
1100
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1100
  
2015, 5 ნოემბერი, 17:37
ნაყინებს ძალიან ბევრი აწერიათ შენახვის ვადა, მაგრამ საყინულეში ერთ თვეზე მეტი თუ შეინახე საშინელი გემო აქვს, არ მოგკლავს, მაგრამ არ ღირს ჭამა
2015, 23 სექტემბერი, 17:52
არა რას ამბობ რა შემაჭმევდა, ვნახე თუ არა თარიღი მაშინვე ცივად დავაბრუნე ადგილას, ნაყინს თუ ამხელა შენახვის ვადა შეიძლება ქონდეს.. ნუ არ ვიცი..
2015, 23 სექტემბერი, 17:42
მე არ გირჩევდი მაგ ნაყინის ჭამას :)
2015, 23 სექტემბერი, 17:38
რა მაინტერესებს რამდენად მისაღებია ნაყინი სამწლიანი შენახვის ვადით?
2015, 19 აგვისტო, 9:39
როგორც ყოველთვის, ძალიან სასარგებლო სტატია :)
0 1 5