x
image
ინ-იანი
ინდოეთის ბულბული-ლატა მანგეშკარი
image
ინდური კინემატოგრაფის უამრავმა თაყვანისმცემელმა იცის, რომ ფილმებში ძირითადად თვითონ მსახიობები არ მღერიან (თუმცა ასეთებიც არიან) და მათ ეკრანს მიღმა პროფესიონალი მომღერლები ახმოვანებენ. ინდოეთში ისინი ისევე ძლიერ უყვართ და აფასებენ, როგორც ყველაზე ცნობილი და პოპულარული მსახიობები.

ამ სტატიაში კი მინდა ერთ ლეგენდაზე-ლატა მანგეშკარზე გიამბოთ.

ინდოეთის ბულბული – ასე ეძახიან მას. ლატას მაღალი, ბავშვივით სუფთა ხმა აქვს. შეიძლება ალბათ ითქვას, რომ არცერთ ვარსკვლავურ ფილმს მის გარეშე არ ჩაუვლია. დღემდე ის ერთერთ პირველ მომღერლად ითვლება...

ლატა მანგეშკარი, რომელსაც მალე 85 წელი შეუსრულდება, დაიბადა 1929 წლის 28 სექტემბერს დაბა სანგლიაში დელისთან ახლოს. მისი მამა დინანატ მანგეშკარი წარსულში ცნობილი მუსიკოსი იყო, რომელმაც თავის შვილებს მუსიკის სიყვარული ასწავლა. სწორედ ამიტომაც მისი ოთხივე ქალიშვილი – ლატა, უშა, აშა და მინა მთელი თავისი ცხოვრებით მუსიკას დაუკავშირდნენ.image


ლატა ადრეულ ასაკში შევიდა კინოში – 8 წლისამ მან წარმატებით შეასრულა საბავშვო როლები, ხოლო 1948 წლიდან დაიწყო ფილმების გახმოვანება, როგორ ეკრანსმიღმა მომღერალმა. პირველმა ფილმმა, რომელშიც ლატა მღეროდა, დიდ წარმატებებს მიაღწია, ასევე იმის გამოც, რომ მასში შავთეთრი კინოს ვარსკვლავი რაჯ კაპური თამაშობდა – ეს ფილმია „ბატონი 420“.image

ლატა მანგეშკარი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა (1974 წლიდან 1991 წლამდე) „სიმღერების ყველაზე მეტი ჩანაწერის“ გამო, მან ამ პერიოდში 20 ათასზე მეთი სიმრერა შეასრულა.

მას იმდენად ნაზი და ჰაეროვანი ხმა აქვს, რომ მისი ხმის იოგები სიცოხლეშივე იყიდა ერთერთმა საავადმყოფომ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გამოიკვლიონ უკეთ თუ რა იმალება ამ ხმის მიღმა.


0
311
10-ს მოსწონს
ავტორი:ინ-იანი
ინ-იანი
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0