x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საქართველოში ბენზინი იაფდება

imageსაქართველოში რამდენიმე ნავთობკომპანიამ საწვავზე ფასები შეამცირა. ბენზინის ფასები შემცირდა "სოკარის" და "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე. "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მთლიანი ქსელის მასშტაბით ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე იკლო ფასმა და ქსელში ნავთობპროდუქტების ფასები დღეისთვის ასე გამოიყურება: ნანო-რეგულარი" - 1, 90 ლარი; ევრო რეგულარი" – 1, 93 ლარი; ნანო-პრემიუმი" – 2, 04 ლარი; "სუპერი" – 2, 12 ლარი; "ნანო-დიზელი" - 1, 87 ლარი; "ევრო დიზელი" – 2, 02 ლარი. ნავთობპროდუქტის ფასმა იკლო "ვისოლშიც". კომპანიამ დღეიდან ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი 5 თეთრით გააიაფა. "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ" ფასები უკვე მეორედ შეამცირა, გასულ კვირას Wissol-ის დიზელის ფასმა 5 თეთრით დაიკლო. ფასების კლების ტენდენციას შეუერთდა "ლუკოილიც". ბოლო 10 დღის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტზე ამცირებს ფასს. ლუკოილის ავტოგასამართ სადგურებზე სასურველ ბენზინის შეძენა 5-6 თეთრით იაფად არის შესაძლებელი.
საწვავის გაიაფების გადაწყვეტილება კომპანიებმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლებასთან დაკავშირებით მიიღეს.

0
103
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0