x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლოგოების ფარული სიმბოლო
imageბრენდის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი
ლოგოს უკავია. ყველა კომპანია ცდილობს შეიმუშაოს თავისი ინდივიდუალური ლოგო, რომელიც მსოფლიო ბრენდად იქცევა და კომპანიის საქმიანობას ზუსტად ასახავს, ამავდროულად მომხმარებელზეც იმოქმედებს.
უკვე დიდი ხანია რაც ლოგოს შექმნაში ფსიქოლოგებიც იღებენ
მონაწილეობას და ერთი შეხედვით ჩვენთვის მარტივი და ნაცნობი ლოგო დიდი შრომის, მარკეტინგული თუ ფსიქოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით არის შექმნილი.
ყველასათვის ცნობილია რომ სატელევიზიო რეკლამებში კომპანიები
ცდილობენ 25 კადრის გამოყენებას, რათა ფარული იმპულსი გაუგზავნონ თქვენს მეხსიერებას და კომპანიის საკეთილდღეოდ იმოქმედოს. იგივე ხდება ლოგოებთან დაკავშირებით, ოღონდ სხვა
სისტემით. კომპანიები ლოგოს ფარული სიმბოლოებით ტვირთავენ, რომელიც პირდაპირ ჩვენს აღქმაზე მოქმედებს.
ლოგოს შექმნის დროს დიზაინერების ყველაზე დიდი პრობლემაა
მიაგნონ იმ აბსტრაქტულ სიმბოლოს რომელიც სწორედ იმოქმედებს მომხმარებელზე და ეს ყველაფერი მოდური დიზაინით მოგვაწოდონ. შემთხვევები როდესაც ლოგო ვიზუალურად დაბალი ხარისხისაა
მისი ბრენდად ქცევა ძნელია, ადამიანი ხომ ყველაზე მეტ ინფორმაციას თვალით აღიქვავს და ბრენდიც მეტი არაფერია თუ არა პროდუქტი, რომელიც მეხსიერებაში იოლად რჩება და სათანადო ადგილს იმკვიდრებს.

მაგალითები:

image


Amazon - მის ლოგოზე A და Z-მდე შემთხვევით არ არის ისარი, მისი იდეაა: ჩვენ გვაქვს ყველაფერი

A-დან Z-მდე.





image


Continental - ლოგოს პირველ ორ ასოს თუ დავაკვირდებით დაინახავთ რომ მასზე პერსპექტივაში საბურავია გამოსახული.



imageFormula 1- ლოგოზე წითლად გამოსახულია ერთიანი, რომლის ფორმაც სისწრაფიეზე მიგვანიშნებს.

2
97
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მინდიაშვილი
მარიამ მინდიაშვილი
97
  
2012, 14 ოქტომბერი, 10:24
:D კარგია
2012, 24 მაისი, 13:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2