x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 უმსხვილესი კორპორაცია, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რასაც ვყიდულობთ

პრაქტიკულად ყველა ის მოხმარების საგანი თუ მზა საკვები პროდუქტი, რასაც მაღაზიაში ვყიდულობთ, მზადდება 10 ტრანსნაციონალური კორპორაციის მიერ. Mars თუ Snickers, Sprite თუ Fanta, Jakobs თუ Maxwell — რაც არ უნდა აირჩიოთ, მოგება მაინც ერთ ჯიბეში მიდის.

გთავაზობთ სქემას იმისა, თუ როგორ არის გადანაწილებული მსოფლიო ბაზარი 10 წამყვანი კომპანიის მიერ.
image

1. Kraft Foods
image

კომპანია დაარსდა 1903 წელს ჯეიმს კრაფტის მიერ. დღეისთვის ეს არის შეფუთული მზა საკვები პროდუქტის გაყიდვის სიდიდით მსოფლიოში მეორე კორპორაცია. მისი პროდუქტი იყიდება 155 ქვეყანაში. მას ეკუთვნის ისეთი სავაჭრო ნიშნები, როგორიცაა Alpen Gold, Milka, Toblerone; შოკოლადის კანფეტები Cote d’Or; ყავა Carte Noire, Jacobs და Maxwell House; კარტოფილის ჩიფსები Estrella.

2. Nestlé S.A.
image

ეს არის საკვები პროდუქტის მთავარი მწარმოებელი. მისი წლიური ბრუნვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჩვენთვის კარგადაა ცნობილი მის კუთვნილებაში მყოფი სავაჭრო ნიშნები, როგორიცაა Nescafé, KitKat, Nesquik, EXTREME, «Россия — щедрая душа», Nuts, Maggi, Perrier, Friskies, Felix, Purina ONE, Gourmet, Darling.

3. Procter & Gamble
image

სამომხმარებლო პროდუქტის მსოფლიო ლიდერი, რომელიც რეკლამაზე წლიურად 8 მილიარდ დილარს ხარჯავს. კომპანიის ძირითადი ბრენდებია: ჭურჭლის სახეხი და სარეცხი საშუალებები Fairy, Tide, Ariel, «Миф», Ace, Mr. Clean, Lenor, Comet, Mr. Proper; საფენები Pampers; ქალის ჰიგიენის საშუალებები Always, Tampax, Discreet; თმის მოვლის საშუალებები Wash & Go, Head & Shoulders, Pantene, Shamtu; ტანის მოვლის საშუალებები და პარფიუმერია Camay, Old Spice, Hugo Boss, Dolce & Gabbana, Gucci და კიდევ უამრავი სხვა.

4. Johnson & Johnson
image

აწარმოებს კოსმეტიკას, სანიტარულ-ჰიგიენურ პროდუქციას, სამედიცინო მოწყობილობებს. კორპორაციის შემადგენლობაში 230-ზე მეტი შვილობილი კომპანიაა. Johnson & Johnson უშვებს სამკურნალო საშუალებების ფართო სპექტრს, ტანის მოვლის საშუალებებს ისეთი მარკების ქვეშ, როგორიცაა Acuvue, «დოქტორ მომი», «იმოდიუმი», O.B., Penaten და სხვ.

5. Unilever
image

აყოფაცხოვრებო ქიმიის, საკვები პროდუქტებისა და პარფიუმერიის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი კომპანია Unilever-ის კუთვნილებაში მყოფი ბრენდები, როგორიცაა: Lipton, Knorr, Rama, Rexona, Axe და სხვ.

6. Mars, Inc.
image

Mars-ის პროდუქციასთან ყველა ჩვენგანს თითქმის ყოველდღიურად აქვს შეხება. მის საკუთრებაში შედის: M&M’s, Snickers, Mars, Dove, Milky Way, Skittles, Twix, Bounty, Celebrations, Starburst, Rondo, Tunes, Pedigree, Whiskas, Kitekat, Chappi, Royal Canin, Uncle Ben’s, Dolmio, Juicy Fruit და სხვ.

7. Kellogg’s
image

ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი მშრალი საუზმისა და სწრაფი მომზადების საკვები პროდუქტის. Kellogg’sის სავაჭრო ნიშნები ჩნეთან შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, მაგალითად: Kellogg’s, Keebler, Cheez-It, Murray, Austin, Famous Amos.

8. General Mills, Inc.
image

ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსოფლიო კორპორაცია, რომელიც აწარმოებს საკვებ პროდუქტს, სათამაშოებს, ტანსაცმელს და ფლობს რესტორნების ფართო ქსელს. Kellogg’s-ის მსგავსაც, საქართველოში მისი ბრენდებიც ნაკლებად არის ცნობილი, მაგალითად: პრემიუმ კლასის ნაყინი Häagen-Daz და მიუსლის ბატონები Nature Valley.

9. PepsiCo
image

კომპანია დაარსდა 1965 წელს კომპანიების The Pepsi Cola Company-სა და Frito Lay-ს შეერთებით. საქართველოში ცნობილია მისი პროდუქცია, როგორებიცაა «7up», Mirinda, Aqua Minerale, «Я», «J-7», «Фруктовый Сад», «Tropicana», Lay’s, Cheetos, «Xpycteam», «Домик в деревне», «Чудо», და ა.შ.

10. Coca-Cola
image

მსოფლიოში სიროფების, კონცენტრატებისა და არაალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი მწარმოებელი. აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია თავის პროდუქციას ყიდის მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენთვის ცნობილია მისი შემდეგი სავაჭრო ნიშები: Coca-Cola, Fanta, Sprite, Powerade, Schweppes, «Добрый», Rich, Bon Aqua, Burn.






1
1643
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1643
  
2015, 18 აგვისტო, 10:27
გავაზიარე
0 1 1