x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
უგემრიელესი ტორტების TOP - 10

უგემრიელესი ტორტების TOP - 10



1. უბრალო ტორტი

მასალა ცომისთვის:


კვერცხი - 4 ც.
შაქარი - 130 გრ.
ფქვილი 200 გრ.
სოდა - 1/3 ჩ. კ.
ძმარი - 1 ჩ. კ.
კაკაო - 1 ჩ. კ.
ნებისმიერი კენკრა - 1 მუჭა

მასალა კრემისთვის:

არაჟანი - 150 გრ.
შაქარი - 2-3 ს. კ.

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ისე რომ მიიღოთ ფუმფულა მასა.
2. ერთმანეთში შეურიეთ სოდა და ძმარი > დაუმატეთ ათქვეფილ მასას.
3. თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი.
4. ფორმაში ჩაასხით ცომის 2/3 ნაწილი, დანარჩენ ცომს დაუმატეთ კაკაო.
5. თეთრი ცომის თავზე გაანაწილეთ ფქვილში ამოვლებული კენკრა და ზემოდან დაასხით ყავისფერი ცომი.
6. ღუმელი გაახურეთ 170 - 180°C - ზე და აცხვეთ 20-30 წთ.
უგემრიელესი ტორტების TOP - 10


2. ტორტი მოხარშული კრემით


მასალა ცომისათვის:


წყალი - 180 მლ.
კარაქი - 100 გრ.
მარილი - 1 მწიკვი
ფქვილი - 200 გრ.
კვერცხი - 6 ც.

მასალა კრემისთვის:

კვერცხის გული - 6 ც.
შაქარი - 100 გრ.
სახამებელი - 60 გრ (პურის ფქვილი - 30 გრ.)
შაქრიანი ვანილინი - 2 შეკვრა
რძე - 400 მლ.
კარაქი - 200 გრ.

მომზადება:

1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და კარაქი > როდესაც ადუღდება, დაუმატეთ ფქვილი და იქამდე ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. ერთ თასში მოათავსეთ და ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი. მისი საერთო მასა 300 გრ. უნდა იყოს > ნაწილ-ნაწილ ჩაასხით ცომში კვერცხი და ყოველი ჩასხმის შემდეგ, კარგად ათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. ცომი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ > თუნუქის ფურცელზე საცხობი ქაღალდი მოათავსეთ და მთელ სიგრძეზე დახაზეთ წვრილი ხაზები.
4. ღუმელი გაახურეთ 220°C -ზე და შედგით გამზადებული ფირფიტა. 10 წთ. მანძილზე აცხეთ ამ ტემპერატურაზე, შემდეგ 180°C -მდე შეამცირეთ ტემპერატურა და აცხეთ კიდევ 25 წთ. > ღუმელიდან გამოღების შემდეგ, დაჭერით თანაბარ ნაწილებად. 5. აადუღეთ რძე > კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან ერთად > დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ > წვრილი ნაკადით დაასხით ცხელი რძე > დადგით ქვაბი ცეცხლზე, მორევა არ შეწყვიტოთ > ცხელ კრემს დაუმატეთ კარაქი და ვანილი > ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე > გააციეთ.
6. ააწყეთ ტორტი: გაციებული ჩხირებით გააკეთეთ ტორტის I ფენა > წაუსვით კრემი > ზემოდან ააწყეთ მეორე ფენა (სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ კენკრაც ჩააყოლოთ) > წაუსვით ისევ კრემი და ა. შ. ზემოდან უნდა იყოს ჩხირების ფენა > გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10

3. ტორტი “აფშერონი"


მასალა ცომისთვის:


კვერცხი - 5 ც.
შაქარი - 200 გრ.
ნიგოზი - 100 გრ.
ფქვილი - 100 გრ.
ვანილინი - ერთი მწიკვი

მასალა №1 კრემისთვის:

კვერცხის გული - 1 ც.
შაქარი - 2 ს. კ.
ფქვილი - 1 ს. კ.
რძე - 150 მლ.

მასალა №2 კრემისთვის:

კარაქი - 150 გრ.
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
ტკბილი წყალი, დასანამად

მომზადება:

1. ნიგოზი დაჭერით
2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ვანილინთან ერთად, დაახლოებით 5 წთ.-ის მანძილზე > დაამატეთ ნიგოზი და კარგად ათქვიფეთ > დააცერით ფქვილი და ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე > ჩაასხით 20 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში (ცხიმი მხოლოდ ძირზე უნდა ესვას) > შედგით 170-180°C გაცხელებულ ღუმელში 30-40 წთ. პირველი 25 წთ. მანძილზე, ღუმელი არ გახსნათ.
3. ბისკვიტი გააგრილეთ და სამ ფენად გაჭერით.
4. I კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი > დაამატეთ ფქვილი > ამ ნაერთს დაასხით რძე > დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ > ცეცხლიდან გადმოდგით და გააციეთ.
5. II კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე > არ შეაჩეროთ თქვეფა და ისე დაამატეთ თანდათანობით კრემი №1 > კარგად ათქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
6. დანამეთ ფენები > წაუცვით კრემი და ტორტი ააწყეთ > მორთეთ თქვენი სურვილით და გემოვნებით.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10

4. ხაჭოს ტორტი ტაფაზე

მასალა ცომისთვის:

კვერცხი - 1 ც.
ხაჭო - 200 გრ.
შაქარი - 1 ჭიქა
ვანილინი
ფქვილი - დაახლოებით, 300 გრ.
სოდა - 1 ჩ. კ.

მასალა კრემისთვის:

რძე - 500 მლ.
კვერცხი - 1 ც.
შაქარი 1 ჭიქა
ფქვილი - 3 ს. კ.
ვანილინი
კარაქი - 150 გრ.
ნიგოზი 150 გრ.

მომზადება:

1. მოამზადეთ კრემის საფუძველი: ათქვიდეთ კვერცხი, შაქარი და ფქვილი, დაამატეთ ვანილინი, დაასხით რძე და ათქვიფეთ > დადგით ნელ ცეცხლზე და იქამდე ხარშეთ, ვიდრე არ გასქელდება, თან სულ ურიეთ > გააგრილეთ.
2. ხაჭო და შაქარი ერთმანეთს შეურიეთ > დაამატეთ კვერცხი, ვანილინი, სოდა და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი. ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.
3. გაყავით ცომი 6 ან 8 ნაწილად, ტაფის ზომის მიხედვით > გააბრტყელეთ ფენები და ჩანგლით დაჩხვლიტეთ, რომ არ გაიბეროს > გამოაცხვეთ მშრალ და ცხელ ტაფაზე, ორივე მხრიდან, შეწითლებამდე > გააგრილეთ და ჩამოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.
4. ათქვიფეთ კარაქი მიქსერით > თანდათანობით დაამატეთ მოხარშული და გაციებული მასა.
5. კრემი წაუსვით ფენებს და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი (სურვილის შემთხვევაში) > ზემოდან და გვერდებზე მოაყარეთ ფენის ჩამოჭრილი ნაწილების ნაფხვენი.

6. გააჩერეთ 6 სთ. რომ ფენები კარგად გაიჟღინთოს კრემით და დარბილდეს.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10



5. ტორტი “მადონა"

მასალა ცომისთვის:

შაქარი - 1 ჭიქა
ნაღები - 1/4-1/3 ჭიქა
თაფლი - 1-1, 5 ს. კ.
სოდა - 1 ჩ. კ.
დარბილებული კარაქი - 60-80 გრ.
ფქვილი - 3 ჭიქა

მასალა კრემისთვის:

არაჟანი - 700 მლ
შაქარი - 7 ს. კ.
ვანილინი
ლიმონის წვენი ან ლიმონის მჟავა
ალუბალი - ტორტის მოსართავად და ფენებს შორის ჩასაწყობად

მომზადება:

1. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი, ისე რომ აქაფდეს > დაუმატეთ თაფლი, კარაქი, სოდა და კარგად აურიეთ.
2. დადგით თასი წყლის ორთქლზე და შეუჩერებლივ ურიეთ 10 - 15 წთ. > როდესაც მასის თავზე ბუშტები გაჩნდება და ოქროს ფერს მიიღებს, გადმოდგით ცეცხლიდან.
3. მასაში თანდათანობით დაამატეთ ფქვილი, იმდენი, რომ ცომი ადვილად მოსცილდეს ჭურჭლის ზედაპირს > გადაიტანეთ ცომი მაგიდაზე და იმდენი ფქვილი შეაზილეთ, რომ რბილი და ელასტიური ცომი მიიღოთ > მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 6-8 თანაბარ ნაწილად > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე, 2-3 მმ. სისქეზე.
4. გამოაცხეთ ფირფიტები 190-200 °C გახურებულ ღუმელში. თუ ცხობის დროს შეამჩნევთ ფირფიტის ზედაპირზე ამობურცულ ზედაპირს, მაშინვე გამოაღეთ ღუმელი და ჩანგალი შეურჭეთ.
5. გამომცხვარი ფირფიტები, როდესაც გაგრილდება, ერთმანეთზე დააწყეთ და კიდეები ჩამოაჭერით, ისე რომ, ყველა ფირთიტა ერთნაირი ზომის და ფორმის იყოს > რასაც ჩამოაჭრით, დაფხვენით, რომ ტორტს ზემოდან მოაყაროთ.
6. კრემისათვის ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, შაქარი, ვანილინი და ლიმონის წვენი.
7. კრემი წაუსვით ფენებს და ააწყეთ ტორტი > ზემოდან მოაყარეთ ნამცხვრის საფანელი.

8. ტორტი 2-3 სთ. ასე გააჩერეთ და შემდეგ, მთელი ღამით შედგით მაცივარში.
უგემრიელესი ტორტების TOP - 10


6. ბლინების ტორტი


მასალა ბლინებისთვის:

კვერცხი - 3 ც.
ფქვილი - 1.5 ჭიქა
რძე - 700 მლ.
მარილი - 1/3 ჩ. კ.
შაქარი - 1 ს. კ.
შოკოლადის ფილა - 1 ც.
სოდა - 0.5 ჩ. კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ. კ.

მასალა კრემისთვის:

რბილი ხაჭო - 550 გრ.
ნაღები 35 % -იანი - 600 გრ.
შოკოლადის ფილა - 1 ც.
შაქრის პუდრა - 1.5- 2 ჭიქა
ვანილინი

მომზადება:

1. ნაღებს დაუმატეთ შაქარი და ვანილინი > კარგად ათქვიფეთ > შედგით მაცივარში. 2. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილით > თანდათანობით დაამატეთ ფქვილი და რძე > კარგად ათქვიფეთ > დაამატეთ ლიმონის წვენით განზავებული სოდა და ცოტა რძეში გამდნარი შოკოლადი > გამოაცხეთ ბლინები და გააგრილეთ.

3. ხაჭო გახეხეთ საცერზე > დაუმატეთ ცივი შაქრიანი ნაღები და ფრთხილად შეურიეთ. 4. შეაერთეთ ბლინები კრემის თხელი ფენებით. ბოლო ბლინს კრემი არ წაუსვათ და გააჩერეთ დილამდე.

5. დილით, წაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზე და გააფორმეთ შოკოლადით.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10


7. ბოსტონური კრემიანი ტორტი

მასალა ცომისთვის:

ფქვილი - 125 გრ.
კვერცხი - 4 ც.
შაქარი - 150 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ. კ.
ლიმონის წვენი - 1 ჩ. კ.
ზეთი — 3 ს. კ.

მასალა კრემისთვის:

რძე - 500 მლ.
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 100 გრ.
სახამებელი - 30 გრ.
ვანილის ჩხირი - 1 ც.
კარაქი - 50 г

მასალა მინანქრისთვის:

ნაღები — 50 მლ.
შოკოლადი - 200 გრ.

მომზადება:

1. აადუღეთ რძე ვანილის ჩხირთან ერთად.

2. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ სახამებელი > ფრთხილად დაუმატეთ ცხელი რძე, თან სულ ურიეთ > კრემის მასა ისევ ქვაბში გადაასხით და დადგით საშუალო ცეცხლზე > მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 2 წთ. თან მორევა არ შეწყვიტოთ > გადმოდგით ცეცხლიდან > დაამატეთ კარაქი > გააციეთ და ზემოდან გადააკარით პოლიეთილენი აპკი.

3. თასში გაცერით ფქვილი > დაუმატეთ გამაფხვიერებელი და 50 გრ. შაქარი.
4. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა.

5. ცალკე თასში ათქვიფე კვერცხის გული, ლიმონის წვენი და ზეთი.

6. კვერხცის ცილას შეათქვიფეთ დარჩენილი შაქარი, იქამდე თქვიფეთ, ვიდრე მასა არ გამაგრდება და თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გადმოიქცევა.

7. თანდათანობით, კოვზით შეურიეთ კვერცხის გულიანი და ცილიანი მასები > 3 ჯერზე დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და ყოველი დამატების შემდეგ, კარგად ამოურიეთ მასას, ისევ კოვზით.

8. გამოაცხეთ ბისკვიტი 175°C გახურებულ ღუმელში > როდესაც გაცივდება, გაჭერით 3 ნაწილად.

9. ფენები შეაერთეთ კრემით.

10. მინანქრის მოსამზადებლად, გაადნეთ შოკოლადი (შეგიძლიათ პოლიეთილენში მოათავსოთ და თბილ წყალში ჩადოთ) > შეათბეთ ნაღები > შეურიეთ გამდნარი შოკოლადი.

11. მინანქარი გადაასხით ტორტს.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10


8. თაფლისა და შოკოლადის ტორტი ნიგვზით

მასალა ცომისთვის:


კვერცხი - 1 ც.
შაქარი - 150 გრ.

თაფლი - 2 ს. კ.
მარგარინი - 30 გრ.

რძე - 3 ს. კ.
სოდა - 1 ჩ. კ.
ძმარი - 1 ს. კ.
ფქვილი - 400 გრ.
კაკაო - 2 - 3 ს. კ.

დაჭრილი ნიგოზი - 150 გრ.

მასალა კრემისთვის:

კვერცხი - 1 ც.
ფქვილი - 2 ს. კ.
შაქარი -100 გრ.
რძე - 300 მლ.
კარაქი - 300 გრ.
ნიგოზი

მინანქრისთვის:

შოკოლადი - 100 გრ.
კარაქი - 100 გრ.

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > შეათქვიფეთ თაფლი, მარგარინი, რძე და ძმარში განზავებული სოდა.

2. დადგით წყლის ორთქლზე და ხარშეთ ფერის შეცვლამდე, თან სულ ურიეთ.

3. ფქვილი და კაკაო ერთმანეთს შეურიეთ და ნელ-ნელა დაამატეთ მოხარშულ მასას.

ცომი უნდა იყოს რბილი და გასაბრტყელებელი.

4. ცომი გაყავით 5-7 ნაწილად (იმის მიხედვით, თუ რა ზომის ნამცხვარი გინდათ, რომ გამოაცხოთ) > გააბრტყელეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ქაღალდზე 2-3 მმ. სისქეზე > წინასწარ გამზადებული “თარგის" მიხედვით, ჩამოაჭერით ზედმეტი ნაწილები (გამოცხობის შემდეგ, ყველა ფირფიტა ერთი ზომის და ფორმის უნდა იყოს). 4. გამოაცხეთ ფირფიტები 190-200 °C გახურებულ ღუმელში. თუ ცხობის დროს შეამჩნევთ ფირფიტის ზედაპირზე ამობურცულ ზედაპირს, მაშინვე გამოაღეთ ღუმელი და ჩანგალი შეურჭეთ.

5. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაუმატეთ თანდათანობით ფქვილი > დაამატეთ ნელ-ნელა რძე და თან მორევა არ შეწყვიტოთ > კრემი, მოსახარშად დადგით წყლის ორთქლზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე > ხარშეთ გასქელებამდე, თან ურიეთ.

6. როდესაც მოხარშული კრემი გაცივდება, ათქვიფეთ დარბილებული კარაქი > კოვზით, თანდათანობით დაამატეთ მოხარშული კრემი, თან თქვეფა არ შეწყვიტოთ.

7. კრემი წაუსვუთ ფენებს, მოაყარეთ ნიგოზი ფენებს შორის. ზედა ფენას არ წაუსვათ.

8. ასე გააჩერეთ 1-2 სთ, რომ ფენები დარბილდეს.

9. წყლის ორთქლზე გაადნეთ და ერთმანეთს შეურიეთ შოკოლადი და კარაქი.

10. გადაასხით მინანქარი ტორტს და შედგით მაცივარში, მინანქრის გასამაგრებლად.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10


9. მსუბუქი თაფლის ტორტი


მასალა ცომისთვის:

კეფირი - 0.5 მლ.
შაქარი - 1, 5-2 ჭიქა
კვერცხი - 2 ც.
ფქვილი - 2 ჭიქა
სოდა - 0.5 ჩ. კ.
თაფლი - 3 ს. კ.

კრემი ნებისმიერი შეიძლება იყოს (არაჟნის, მოხარშული ...)

1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, შაქარი და კვერცხი > დაასხით კეფირი > დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ინგრედიენტები > დაამატეთ სოდა და კიდევ კარგად აურიეთ.

2. ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად, საცხობი ფორმის ზომის მიხედვით (შეგიძლიათ 2 დიდი ფენა გამოაცხოთ და გაჭრათ).

3. ცხვება 190°C გახურებულ ღუმელში, ცხიმწასმული ფორმით.

4. ფენები რომ გაცივდება, წაუსვით კრემი, ზემოდა გააფორმეთ და მაცივარში შედგით 12-14 საათით.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10


10. ტორტი « შავი ტყე »


მასალა ცომისთვის:

ფქვილი - 270 გრ.
კვერცხი - 6 ც.
სოდა - 2 ჩ. კ.
კარაქი - 200 გრ.
შაქარი - 200 გრ
კაკაოს ფხვნილი - 6 ჩ. კ.

მასალა კრემისთვის:

ნაღები 30% ცხიმიანობით – 800 გრ.
შაქარი - 100 გრ.
გაყინული ალუბალი – 500 გრ.

დასანამად:
ალუნლის წვენში გაზავებული არაყი – 100 მლ.

მომზადება:

1. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი > დაამატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო (საცერში გატარებული) და ზეთი > ყველაფერი კარგად აურიეთ.
2. გაყავით ცომი ორ ნაწილად და გამოაცხეთ ორთი ფენა. ერთი თხელი, მეორე - სტანდარტული.
3. ფენები გააგრილეთ და სტანდარტული ფენა გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.
4. დანამეთ ფენები.
5. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი > რამოდენიმე ალუბალი და ნაღების ნაწილი, მოსართავად გადადეთ > დარჩენილი ნაღები და ალუბალი ერთმანეთს შეურიეთ.
6. ააწყეთ (შუა ფენა თხელი უნდა იყოს) და გააფორმეთ ტორტი. შეგიძლიათ, ზემოდან და გვერდებზე გახეხილი შოკოლადი მოაყაროთ.

უგემრიელესი ტორტების TOP - 10



3
1343
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1343
  
2015, 21 აგვისტო, 18:32
5. 9. 10. ესენი გავაკეთე და დზალიან გემრიელი გამოვიდა
2015, 18 აგვისტო, 14:34
დიდი მადლობა
2015, 18 აგვისტო, 13:51
უგემრიელესი სტატიაა:)
0 1 3