ფოტოგრაფია 17 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაშია გადაღებული! ( II ნაწილი) 2015, 17 აგვისტო, 13:11 Reuters-ის ახალი ამბების სააგენტომ გამოავლინა ბოლო 30 წლის ყველაზე შოკისმომგვრელი და შთამბეჭდავი ფოტოები. ნახეთ ეს ფოტოები: 1. თარიღი: 11 ნოემბერი 1989 წელი ფოტოგრაფი: უცნობი ქალაქი: ბერლინი, გერმანია ფოტოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ანგრევს ბერლინის კედელს 1989 წელს! ბრანდებურგის კარიბჭის ქვეშ მდებარე ბერლინის კედელს ანგრევენ აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეები, 1961 წელს აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეების, დასავლეთ გერმანიაში გადახვეწის შეჩერების მიზნით აშენებული 46 კილომეტრიანი კედელი, 1989 წელს ჯარისკაცების თვალწინ აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებმა დაანგრიეს. 2. თარიღი: 22 თებერვალი 1997 წელი ფოტოგრაფი: ჯონ პრაიკი ქალაქი: ლეჰორი, პაკისტანი უელსის პრინცესა, ლედი დიანა ქალაქ ლაჰორში მდებარე Shaukat Khanum-ის ონკოლოგიურ კლინიკაში, კიბოთი დაავადებულ ბავშვს ეხუტება. 3. თარიღი: 24 აპრილი 1993 წელი ფოტოგრაფი: ანდრე კამარა ქალაქი: ლონდონი, ინგლისი ირლანდიის განმათავისუფლებელი არმიის, (IRA)-ს მიერ ლონდონში აფეთქებული ორი ბომბის შედეგად, ათასობით ადამიანი დაიჭრა. ფოტოში ჩანს დაბომბილი ლონდონის ერთ-ერთი ქუჩა. 4. თარიღი: 20 სექტემბერი, 2010 წელი ფოტოგრაფი: რაინჰარდ კრაუსი ქალაქი: ღაზას სექტორი, პალესტინა ისრაელის პოლიციის გაზის გამოყენების შედეგად, პალესტინელები ცდილობენ გაქცევას! 5. თარიღი: 28 ნოემბერი, 2004 წელი ფოტოგრაფი: არკო დატა ქალაქი: კუდალორი, ინდოეთი ფოტოში ჩანს იდნოელი ქალი, რომელიც ცუნამის შედეგად დაღუპულ ნათესავს გლოვობს. როგორც იცით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ ცუნამის 14 ქვეყნიდან, ჯამში 230 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 6. თარიღი: 11 აგვისტო. 2014 წელი ფოტოგრაფი: უცნობი ქალაქი: ნინევია, ერაყი "ისის" ტერორისტებისგან გამოქცეული იეზიდები, რომლებიც მთებში გაიხიზნნენ. 7. თარიღი: 2008 წელი ფოტოგრაფი: ჯერი ლამპენი ქალაქი: პეკინი, ჩინეთი ჩინეთის დროშა 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე. 8. თარიღი: 13 თებერვალი, 2015 წელი (უახლესი) ფოტოგრაფი: კიმ კიუნი ქალაქი: კორიამა, იაპონია ფოტოში ჩანს ოფიცერთა თანამშრომლები, რომლებიც სკრინინგს უკეთებენ, იმ ადამიანებს, რომლებიც 2011 წელს იმყოფებოდნენ ფუკუშიმაში. როგორც იცით, იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს 9.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, მიწისძვრას მოყვა ცუნამი. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ფუკუშიმას ბირთვულ ქარხანაში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა, ამიტომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, შემოწმება უნდა ჩატარებულიყო ყველა ფუკუშიმას მოქალაქეზე, უახლესი ინფორმაციით, შემოწმება ყველა მოქალაქეზე უკვე დასრულებულია. 9. თარიღი: 13 ივლისი, 2006 წელი ფოტოგრაფი: ჯიმ ბურჟი ქვეყანა: გერმანია ანგელა მერკელთან ვახშამისას, ბუშინ მიერ აყვანილი ბავშვის ტირილს, ამგვარი სახის მეტყველებით აჯავრებს თავად ჯორჯ ბუში! 10. თარიღი: 22 მარტი, 2003 წელი ფოტოგრაფი: ბობი იპი ქალაქი: ჰონგ-კონგი, ჩინეთი მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შედეგად, დაღუპული ექიმი ცე იუენის გასვენებაზე, ჩინელი მოქალაქე, რომელსაც დაავდების იმდენად ეშინია, რომ გასვენებაშიც კი პირბადით მივიდა. როგორც იცით ეს დაავდება ჩინეთის სამხრეთიდან გავრცელდა და ქვეყნის მასშტაბისთ 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 11. თარიღი: 30 მარტი, 1991 წელი ფოტოგრაფი: რასელ ბოისი ქალაქი: ელ ახმედი, ქუვეითი ეს არის მსოფლიოს ისტორიის ყველაზე დიდი ხანძარი, რომელიც ქუვეითში მოხდა. სპარსეთის ყურის ომში, ერაყის ჯარისკაცები კოალიციური ძალების მიერ იქნა შეჩერებული, რის შედეგადაც ერაყის სამხედრო არმიამ, ქუვეითის რამოდენიმე ნავთობის ჭაბურღილს ცეცხლი გაუკიდა, რის შედეგადაც ეს უდიდესი და შეუჩერებელი ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ხანძარი წარმოიქმნა 1991 წლის იანვრის თვეში, ხოლო საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა 1991 წლის ნოემბრის თვეში. 12. თარიღი: 18 აგვისტო, 2005 წელი ფოტოგრაფი: ნირ ელიასი ქვეყანა: პალესტინა ისრაელის სამხედრო არმია ღაზას სექტორს ტოვებს. ფოტოში ასახულია იძულებითი ევაკუაციის კადრი. 13. თარიღი: 13 სექტემბერი, 1993 წელი ფოტოგრაფი: გერი ჰერშორნი ქალაქი: ვაშინგტონი, აშშ აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ კამერების წინ პოზირებენ. 14. თარიღი: 6 მარტი, 2003 წელი ფოტოგრაფი: აჰმედ იადალაჰი ქალაქი: ღაზა, პალესტინა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ჩადენილი თვითმკვლელობის თავდასხმის შემდეგ, ღაზაში სამხედრო ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის შედეგად 11 კაცი დაიღუპა, ხოლო 100-მდე დაიჭრა. 15. თარიღი: 5 ივნისი, 1989 წელი ფოტოგრაფი: ჯეფ ვაიდენერი ქალაქი: პეკინი, ჩინეთი 1989 წლის 5 ივნისს, ტიანმენის მოედანზე უცნობი პიროვნება, რომელიც წინ დაუდგა ჩინურ Type 59-ის ტანკებს. პიროვნების ვინაობა უცნობია და ისიც არავინ იცის ცოცხალია თუ არა იგი დღეს-დღეობით! 16. თარიღი: 21 აგვისტო, 2013 წელი ფოტოგრაფი: ბესამ ხაბი ქალაქი: დამასკო, სირია ბაშარ ესადის ჩადენილი დაუვიწყარ დანაშაული, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ნერვული-გაზით უპასუხა. აი შედეგიც სახეზეა, როგორც ფოტოშიც ხედავთ, დაღუპულ 213 მოქალაქეს შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. 17. თარიღი: 7 აგვისტო, 1998 წელი ფოტოგრაფი: ჯორჯ მულალა ქალაქი: ნაირობი, კენია ფოტოში ჩანს ის ადამიანები, რომლებსაც ბომბის აფეთქების შედეგად, ნანგრევებიდან გამოჰყავთ დაჭრილები. აფეთქების შედეგად 250 კაცი დაიღუპა, ხოლო 5000-მდე დაიჭრა. ასაფეთქებელი მიზანი ამერიკის საელჩო იყო, მაგრამ ბომბის არაზუსტი მიმართულებით გასროლამ ეს შედეგი გამოიღო. 3732 20-ს მოსწონს
|