x
მეტი
  • 23.04.2021
  • სტატია:110699
  • ვიდეო:352174
  • სურათი:481308
17 შოკისმომგვრელი ფოტო, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაშია გადაღებული! ( II ნაწილი)

Reuters-ის ახალი ამბების სააგენტომ გამოავლინა ბოლო 30 წლის ყველაზე
შოკისმომგვრელი და შთამბეჭდავი ფოტოები.


image






ნახეთ ეს ფოტოები:





1.

თარიღი: 11 ნოემბერი 1989 წელი

ფოტოგრაფი: უცნობი

ქალაქი: ბერლინი, გერმანია


image


ფოტოში ჩანს მამაკაცი, რომელიც ანგრევს ბერლინის კედელს 1989 წელს!

ბრანდებურგის კარიბჭის ქვეშ მდებარე ბერლინის კედელს ანგრევენ აღმოსავლეთ

გერმანიის მოქალაქეები, 1961 წელს აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეების,

დასავლეთ გერმანიაში გადახვეწის შეჩერების მიზნით აშენებული 46 კილომეტრიანი

კედელი, 1989 წელს ჯარისკაცების თვალწინ აღმოსავლეთ გერმანიის მოქალაქეებმა

დაანგრიეს.




2.

თარიღი: 22 თებერვალი 1997 წელი
ფოტოგრაფი: ჯონ პრაიკი
ქალაქი: ლეჰორი, პაკისტანი


image


უელსის პრინცესა, ლედი დიანა ქალაქ ლაჰორში მდებარე Shaukat Khanum-ის

ონკოლოგიურ კლინიკაში, კიბოთი დაავადებულ ბავშვს ეხუტება.




3.

თარიღი: 24 აპრილი 1993 წელი
ფოტოგრაფი: ანდრე კამარა
ქალაქი: ლონდონი, ინგლისი


image


ირლანდიის განმათავისუფლებელი არმიის, (IRA)-ს მიერ ლონდონში აფეთქებული

ორი ბომბის შედეგად, ათასობით ადამიანი დაიჭრა. ფოტოში ჩანს დაბომბილი

ლონდონის ერთ-ერთი ქუჩა.




4.

თარიღი: 20 სექტემბერი, 2010 წელი
ფოტოგრაფი: რაინჰარდ კრაუსი
ქალაქი: ღაზას სექტორი, პალესტინა


image


ისრაელის პოლიციის გაზის გამოყენების შედეგად, პალესტინელები ცდილობენ

გაქცევას!





5.

თარიღი: 28 ნოემბერი, 2004 წელი
ფოტოგრაფი: არკო დატა
ქალაქი: კუდალორი, ინდოეთი


image


ფოტოში ჩანს იდნოელი ქალი, რომელიც ცუნამის შედეგად დაღუპულ ნათესავს

გლოვობს. როგორც იცით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარ ცუნამის

14 ქვეყნიდან, ჯამში 230 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.





6.

თარიღი: 11 აგვისტო. 2014 წელი
ფოტოგრაფი: უცნობი
ქალაქი: ნინევია, ერაყი


image


"ისის" ტერორისტებისგან გამოქცეული იეზიდები, რომლებიც მთებში გაიხიზნნენ.




7.

თარიღი: 2008 წელი
ფოტოგრაფი: ჯერი ლამპენი
ქალაქი: პეკინი, ჩინეთი


image


ჩინეთის დროშა 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით

ადრე.




8.

თარიღი: 13 თებერვალი, 2015 წელი (უახლესი)
ფოტოგრაფი: კიმ კიუნი
ქალაქი: კორიამა, იაპონია


image


ფოტოში ჩანს ოფიცერთა თანამშრომლები, რომლებიც სკრინინგს უკეთებენ, იმ

ადამიანებს, რომლებიც 2011 წელს იმყოფებოდნენ ფუკუშიმაში.

როგორც იცით, იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს 9.0 ბალიანი მიწისძვრა მოხდა,

მიწისძვრას მოყვა ცუნამი. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, ფუკუშიმას

ბირთვულ ქარხანაში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა, ამიტომ ქვეყნის

მთავრობის გადაწყვეტილებით, შემოწმება უნდა ჩატარებულიყო ყველა

ფუკუშიმას მოქალაქეზე, უახლესი ინფორმაციით, შემოწმება ყველა მოქალაქეზე

უკვე დასრულებულია.





9.

თარიღი: 13 ივლისი, 2006 წელი

ფოტოგრაფი: ჯიმ ბურჟი
ქვეყანა: გერმანია


image


ანგელა მერკელთან ვახშამისას, ბუშინ მიერ აყვანილი ბავშვის ტირილს, ამგვარი

სახის მეტყველებით აჯავრებს თავად ჯორჯ ბუში!





10.

თარიღი: 22 მარტი, 2003 წელი
ფოტოგრაფი: ბობი იპი
ქალაქი: ჰონგ-კონგი, ჩინეთი


image


მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის შედეგად, დაღუპული ექიმი ცე იუენის

გასვენებაზე, ჩინელი მოქალაქე, რომელსაც დაავდების იმდენად ეშინია, რომ

გასვენებაშიც კი პირბადით მივიდა. როგორც იცით ეს დაავდება ჩინეთის სამხრეთიდან

გავრცელდა და ქვეყნის მასშტაბისთ 774 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.






11.

თარიღი: 30 მარტი, 1991 წელი
ფოტოგრაფი: რასელ ბოისი
ქალაქი: ელ ახმედი, ქუვეითი


image


ეს არის მსოფლიოს ისტორიის ყველაზე დიდი ხანძარი, რომელიც ქუვეითში მოხდა.

სპარსეთის ყურის ომში, ერაყის ჯარისკაცები კოალიციური ძალების მიერ იქნა

შეჩერებული, რის შედეგადაც ერაყის სამხედრო არმიამ, ქუვეითის რამოდენიმე

ნავთობის ჭაბურღილს ცეცხლი გაუკიდა, რის შედეგადაც ეს უდიდესი და შეუჩერებელი

ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია ხანძარი წარმოიქმნა 1991 წლის იანვრის თვეში,

ხოლო საბოლოოდ ლიკვიდირებულ იქნა 1991 წლის ნოემბრის თვეში.





12.

თარიღი: 18 აგვისტო, 2005 წელი
ფოტოგრაფი: ნირ ელიასი
ქვეყანა: პალესტინა


image


ისრაელის სამხედრო არმია ღაზას სექტორს ტოვებს. ფოტოში ასახულია

იძულებითი ევაკუაციის კადრი.





13.

თარიღი: 13 სექტემბერი, 1993 წელი
ფოტოგრაფი: გერი ჰერშორნი
ქალაქი: ვაშინგტონი, აშშ


image


აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი, ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ კამერების წინ პოზირებენ.





14.

თარიღი: 6 მარტი, 2003 წელი
ფოტოგრაფი: აჰმედ იადალაჰი
ქალაქი: ღაზა, პალესტინა


image


ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ჩადენილი თვითმკვლელობის თავდასხმის შემდეგ,

ღაზაში სამხედრო ოპერაცია განხორციელდა. ოპერაციის შედეგად 11 კაცი დაიღუპა,

ხოლო 100-მდე დაიჭრა.





15.

თარიღი: 5 ივნისი, 1989 წელი
ფოტოგრაფი: ჯეფ ვაიდენერი
ქალაქი: პეკინი, ჩინეთი


image


1989 წლის 5 ივნისს, ტიანმენის მოედანზე უცნობი პიროვნება, რომელიც

წინ დაუდგა ჩინურ Type 59-ის ტანკებს. პიროვნების ვინაობა უცნობია და ისიც

არავინ იცის ცოცხალია თუ არა იგი დღეს-დღეობით!





16.

თარიღი: 21 აგვისტო, 2013 წელი
ფოტოგრაფი: ბესამ ხაბი
ქალაქი: დამასკო, სირია


image


ბაშარ ესადის ჩადენილი დაუვიწყარ დანაშაული, რომელმაც მშვიდობიან

მოსახლეობას ნერვული-გაზით უპასუხა. აი შედეგიც სახეზეა, როგორც ფოტოშიც

ხედავთ, დაღუპულ 213 მოქალაქეს შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ.





17.

თარიღი: 7 აგვისტო, 1998 წელი
ფოტოგრაფი: ჯორჯ მულალა
ქალაქი: ნაირობი, კენია


image


ფოტოში ჩანს ის ადამიანები, რომლებსაც ბომბის აფეთქების შედეგად, ნანგრევებიდან

გამოჰყავთ დაჭრილები. აფეთქების შედეგად 250 კაცი დაიღუპა, ხოლო 5000-მდე

დაიჭრა. ასაფეთქებელი მიზანი ამერიკის საელჩო იყო, მაგრამ ბომბის არაზუსტი

მიმართულებით გასროლამ ეს შედეგი გამოიღო.


4
3699
20-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
3699
  
2015, 18 აგვისტო, 1:44
მე-9 ფოტომ ყველაზე მეტად მაცინა :DDD
2015, 17 აგვისტო, 20:45
მე-16 ფოტომ ყველაზე მეტად დამზაფრა :(
2015, 17 აგვისტო, 13:30
გაიხარე
2015, 17 აგვისტო, 13:19
კარგი სტატიაა! საკმაოდ შთამბეჭდავი ფოტოებია!
0 1 4